საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი
"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძი­სა და ვა­სილ მა­ხა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი, ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და და­მა­ტე­ბით საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­დას­ცეს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, საქ­მე­ზე 10-მდე ახა­ლი მოწ­მეა გა­მო­კი­თხუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი" და "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ. ორი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში ამ დრომ­დე და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დგას. „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ წინა ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რაც აჩენ­და ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა შა­ქა­რაშ­ვილს ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მან­ქა­ნით და­ე­ჯახ­ნენ.

"ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ „ტო­ი­ო­ტა ქამ­რი“ ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ასე­ვე დად­გინ­და, რომ მას­ზე აღ­დგე­ნი­თი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის კვა­ლი არ აღი­ნიშ­ნე­ბა. ამას­თან, ავ­ტო­მო­ბილ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არის უკა­ნა „ბამ­პერ­ზე“ და წინა „კრი­ლო­ზე“. „კრი­ლოს“ მარ­ჯვნივ აღე­ნიშ­ნე­ბა მოქ­მე­დი ძა­ლით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ავა­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნით.

ეს იმის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბა ადა­მი­ან­თან შემ­ხებ­ლო­ბით კი არა, არა­მედ სა­ვა­რა­უ­დოდ, მან­ქა­ნას­თან, ან სხვა მკვრივ ბლაგვ სა­გან­თან მოქ­მე­დე­ბით, შე­ჯა­ხე­ბით მოხ­და, რი­თაც ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით ის აბ­სტრაქ­ტუ­ლი ვერ­სია, რომ შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და­ე­ჯა­ხა, გა­მო­ი­რი­ცხა ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით.

მან­ქა­ნას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ბევ­რად მა­ნამ­დე ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მისი ხან­დაზ­მუ­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის, თუმ­ცა, ეს და­ზი­ა­ნე­ბა ამ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ არის. ეს საქ­მე­ში არა­ფერს ცვლის, თუმ­ცა, ის შე­საძ­ლო ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა და გა­მო­ძი­ე­ბამ სხვა ვერ­სი­ებ­ზე უნდა იმუ­შა­ოს.

ამას­თან, დღეს საქ­მის სხვა მა­სა­ლე­ბი გად­მოგ­ვე­ცა, თუმ­ცა, ჯერ არ გავ­ცნო­ბი­ვართ. საქ­მე­ზე ახა­ლი პი­რე­ბიც გა­მო­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-მდე მოწ­მე. თუმ­ცა, საქ­მეს­თან მათი შემ­ხებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ ვი­ცით. ასე­ვე, გვაქვს და­მა­ტე­ბით ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბიც“, - აცხა­დებს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
15

რათ უნდა ამდენი გამოძიება შტერი თუ არ ხარ, კამრიში მსხდომებმა მოკლეს

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13

მოკლედ, ჯერ ვერ დაადგინეს, მოკლეს, თუ წყალში ჩავარდა,

მალე ყველას გაუშვებენ, იტყვიან, სამხილი არ გვაქვს და ფული მთვარესაც გაანათებს, მზეზაც და უკუნს, პროკურორები ფარდის უკნიდან გვეტყვიან კუკუს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

"ვერსია, რომ "ტოიოტა ქამრი" შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც მას ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით საქმის მასალები გადასცეს. როგორც ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, საქმეზე 10-მდე ახალი მოწმეა გამოკითხული.

როგორც ცნობილია, გიორგი შაქარაშვილის საქმეში "ტოიოტა ქამრი" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები ფიგურირებენ. ორივე ავტომანქანა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ამ დრომდე დალუქულ მდგომარეობაში დგას. „ტოიოტა ქამრის“ წინა ნაწილი დაზიანებულია, რაც აჩენდა ეჭვს, რომ შესაძლოა შაქარაშვილს ჩხუბის მონაწილეები მანქანით დაეჯახნენ.

"ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ „ტოიოტა ქამრი“ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ასევე დადგინდა, რომ მასზე აღდგენითი სარემონტო სამუშაოების კვალი არ აღინიშნება. ამასთან, ავტომობილზე დაზიანებები არის უკანა „ბამპერზე“ და წინა „კრილოზე“. „კრილოს“ მარჯვნივ აღენიშნება მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები მკვრივი-ბლაგვი საგნით.

ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს დაზიანება ადამიანთან შემხებლობით კი არა, არამედ სავარაუდოდ, მანქანასთან, ან სხვა მკვრივ ბლაგვ საგანთან მოქმედებით, შეჯახებით მოხდა, რითაც ჩვენი შეფასებით ის აბსტრაქტული ვერსია, რომ შესაძლოა, აღნიშნული მანქანა გიორგი შაქარაშვილს დაეჯახა, გამოირიცხა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

მანქანას დაზიანებები ბევრად მანამდე ჰქონდა მიღებული, მისი ხანდაზმულობა განსაზღვრული არ არის, თუმცა, ეს დაზიანება ამ საქმესთან შემხებლობაში არ არის. ეს საქმეში არაფერს ცვლის, თუმცა, ის შესაძლო ვერსია გამოირიცხა და გამოძიებამ სხვა ვერსიებზე უნდა იმუშაოს.

ამასთან, დღეს საქმის სხვა მასალები გადმოგვეცა, თუმცა, ჯერ არ გავცნობივართ. საქმეზე ახალი პირებიც გამოკითხულები არიან, დაახლოებით, 10-მდე მოწმე. თუმცა, საქმესთან მათი შემხებლობის შესახებ არ ვიცით. ასევე, გვაქვს დამატებით ვიდეომასალებიც“, - აცხადებს მამულაშვილი.

ფოტორეპორტაჟი ადგილიდან, სადაც შაქარაშვილის საქმის მოწმე, გური ამირხანაშვილი იმალებოდა - ტერიტორია გადამწვარია

"ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე ეს ჩვენებაში თქვა" - რა აჩვენა სატელეფონო ანძების ჩანაწერებმა

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა