Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს
"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს

ცოტა ხნის წინ ქეთა თო­ფუ­რი­ამ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ახა­ლი კლი­პი გა­ა­ზი­ა­რა, რო­მელ­შიც ეგ­ზო­ტი­კუ­რი იმი­ჯის მქო­ნე ახალ­გაზ­რდა ბიჭი მღე­რის. ეს მომ­ღე­რა­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბით გა­იც­ნო ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა.

ხვი­ჩა ახლა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს და მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გარ­და, ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია აქვს - ტუ­რიზ­მის ბლო­გე­რია და უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობს.

AMBEBI.GE 26 წლის ქარ­თველ მომ­ღე­რალს მოს­კოვ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ხვი­ჩა, მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­წყო...

- 2015 წლის ზა­ფხულს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ "ვო­ი­სის" კას­ტინგზე მი­ვე­დი. ეს იყო ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან დიდ სცე­ნა­ზე მა­ნამ­დე არ ვმდგარ­ვარ. ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი, მაგ­რამ 13 წლის ასაკ­ში ხმა გა­მიქ­რა და სიმ­ღე­რა 20 წლის ასაკ­ში ხე­ლახ­ლა და­ვი­წყე.

გა­მი­მარ­თლა და "ვო­ის­ში" ქეთა თო­ფუ­რი­ას გუნდში მოვ­ხვდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა მენ­ტო­რე­ბიც შე­მო­მიტ­რი­ალ­დნენ, მე მა­ინც ქეთა ავირ­ჩიე. პრო­ექ­ტის დროს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და ქე­თას­თან და მის პრო­დი­უ­სერ ნატო დუმ­ბა­ძეს­თან. რო­დე­საც ერთ-ერთ ლა­ივ­ზე კონ­კურ­სის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია, ძა­ლი­ან დაგ­ვწყდა გული ყვე­ლას.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თვა­რე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. დე­დას­თვის მთა­ვა­რი იყო, დიპ­ლო­მი მქო­ნო­და, არ გა­ვუ­ტე­ხე გული და ჩა­ვა­ბა­რე სა­ოც­ნე­ბო დიპ­ლო­მი. ამის შემ­დეგ, ქე­თას და­ვე­კონ­ტაქ­ტე და ვუ­თხა­რი, რომ მოს­კოვ­ში ჩას­ვლა მინ­დო­და.

- მოს­კოვ­ში ვინ გე­ლო­დე­ბო­დათ?

- არა­ვინ. 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი და დე­დამ შო­რე­უ­ლი ახ­ლო­ბე­ლი მო­ძებ­ნა, რო­მელ­მაც ერთი თვით სა­კუ­თარ სახ­ლში მი­მი­ღო. პირ­ველ დღეს შევ­ხვდი ქე­თას, რომ არა ის, ვერ გავ­რის­კავ­დი ამ­ხე­ლა ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვლას. მან მო­მი­ჩი­ნა მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც შეხ­ვედ­რებს მი­ნიშ­ნავ­და. მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, რომ უსაქ­მუ­რად არ ვმჯდა­რი­ყა­ვი და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით მა­ღა­ლი დო­ნის რეს­ტორ­ნებ­ში და კლუ­ბებ­ში მემ­ღე­რა.

სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად ვამ­ზა­დებ­დი ჩემ სა­კუ­თარ რე­პერ­ტუ­არს.

თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, აქ სულ სხვა ცხოვ­რე­ბის ტემ­პია. ქარ­თულ მენ­ტა­ლი­ტეტს შეჩ­ვე­ულ­მა მალე ვერ შევ­ცვა­ლე ყვე­ლა­ფე­რი. არ მყავ­და მოს­კოვ­ში მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც გა­ვუ­ზი­ა­რებ­დი ჩემს ემო­ცი­ებს. ბევ­რი პრობ­ლე­მა შემ­ხვდა და 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თბი­ლის­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი.

ქე­თას ვუ­თხა­რი, ბედი ვცა­დე, მაგ­რამ ეს არ არის ჩემი-თქო. გუ­ლის სიღ­რმე­ში კი ძა­ლი­ან მიმ­დო­და ყვე­ლაფ­რის გაგ­რძე­ლე­ბა. ქე­თამ მი­თხრა, მე ყო­ველ­თვის გვერ­დში და­გიდ­გე­ბიო.

- სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დით და ისევ კონ­კურ­სში მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა...

- დიახ, თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლი­სას მი­მი­ღეს "იქს ფაქ­ტო­რის" კას­ტინგზე, სა­დაც სოფო ნი­ჟა­რა­ძის გუნდში მოვ­ხვდი, თუმ­ცა ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი დავ­რჩი. პირ­ველ სა­კონ­კურ­სო დღეს ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რი ფეხ­ზე იდგა, მაგ­რამ ორი სკა­მის ტურ­ზე დავ­ტო­ვე პრო­ექ­ტი. არ ვე­ლო­დი, რომ ასე მალე დამ­თავ­რდე­ბო­და ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბა „იქს ფაქ­ტორ­ში“.

ამის შემ­დეგ თბი­ლის­ში მქონ­და ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მყავ­და ჩემი ბენ­დი, ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტებ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ისევ დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო. მივ­ხვდი, რომ თბი­ლის­ში მხო­ლოდ პრო­ექ­ტი­დან-პრო­ექ­ტამ­დე შევ­ძლებ­დი ცხოვ­რე­ბას. სამ­თვი­ა­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა - ეს არის რაც შე­იძ­ლე­ბა მოგ­ცეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­ექ­ტმა.

მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას გა­ვი­ცა­ნი "მუს ტვ"-ს დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ყა­ზა­ხეთ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ და მისი მიწ­ვე­ვით წარ­ვად­გი­ნე სა­ქარ­თვე­ლო. ქე­თას სიმ­ღე­რა "გული გე­ფე­რე­ბო­და" შე­ვას­რუ­ლე და ლა­უ­რე­ა­ტი გავ­ხდი. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს იყო მე­ო­რე შან­სი - იქი­დან პირ­და­პირ მოს­კოვ­ში გად­მოვფრინ­დი და და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ქე­თას გა­რე­შე. უხერ­ხუ­ლად ვი­ყა­ვი, მინ­დო­და ბედი ამ­ჯე­რად სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მე­ცა­და.

- ისევ ბა­რებ­ში სიმ­ღე­რას და­უბ­რუნ­დით?

- დიახ, ვმღე­რო­დი ბა­რებ­ში, ვაგ­რო­ვებ­დი ფულს და ვცდი­ლობ­დი სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტი შე­მექ­მნა. დავ­წე­რე ათ სიმ­ღე­რამ­დე. ის სიმ­ღე­რაც, რომ­ლის კლი­პიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მო­ვი­და და ყვე­ლა მუ­სი­კა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გა­შუქ­და, სწო­რედ მა­შინ დავ­წე­რე. ახლა პრო­დი­უ­სე­რი არ მყავს, რად­გან ამ მო­მენ­ტში ბა­ზარ­ზე თუ ფი­ნან­სუ­რად არ და­ა­ინ­ტე­რე­სე ვინ­მე, ნაკ­ლე­ბი შან­სია, რომ თა­ვი­სით შე­გამ­ჩნი­ოს და შენ­ში ფი­ნან­სე­ბი და ენერ­გია ჩა­დოს.

- მე­ო­რე პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი, რო­მელ­მაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვა­ლა შენი ცხოვ­რე­ბა.

- ერთი წლის წინ ერთ-ერთ ფარ­თი­ზე ვმღე­რო­დი, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ბლო­გე­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი. ჩემი პრო­ფე­სი­აა - ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მე­ნე­ჯე­რი და მათ შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ­თან ერ­თად მე­მოგ­ზა­უ­რა და გავმხდა­რი­ყა­ვი ბლო­გე­რი. რუ­სეთ­ში ეს პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზეა. ჩემ მე­გობ­რებს მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავთ "ინ­სტაგ­რამ­ზე", "ინფლუ­ენ­სე­რე­ბი" არი­ან, მოგ­ზა­უ­რო­ბენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

პირ­ვე­ლი ორი მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მათ ვეხ­მა­რე­ბო­დი, რო­გორც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ში ასე­ვე, სხვა­დას­ხვა კონ­ტენ­ტის შექ­მნა­სა და და­გეგ­მვა­ში. ვის­წავ­ლე კად­რის გას­წო­რე­ბა, გა­და­ღე­ბა. ნუ­ლი­დან მო­მი­წია ყვე­ლა­ფე­რის სწავ­ლა. ექ­ვსი თვის მან­ძილ­ზე ვი­მოგ­ზა­უ­რე იტა­ლი­ა­ში, მალ­დი­ვებ­ზე, დუ­ბა­ი­ში, ია­პო­ნი­ა­ში, სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ჩემი ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ შე­მოტ­რი­ალ­და და ექ­ვსი თვით და­პა­უზ­და ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა.

"ინ­სტაგ­რამ­ზე" ახლა 69 ათა­სი მიმ­დე­ვა­რი მყავს და 80 პრო­ცენ­ტი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია. ვა­ვი­თა­რებ ჩემ ბლოგს, უკვე მქონ­და რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო კონ­ტრაქ­ტი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ გვერ­დზე ვა­რეკ­ლა­მებ.

რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მო­ვი­და ჩემი პირ­ვე­ლი კლი­პი, რო­მე­ლიც მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ვი­ღე. ეს გახ­ლდათ მე-17-18 სა­უ­კუ­ნის საფ­რან­გე­თის კოს­ტუ­მი­რე­ბუ­ლი ფარ­თი. ძა­ლი­ან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა კლიპ­მა. ახლა უკვე მზად მაქვს ჩემი მინი ალ­ბო­მი, თუმ­ცა კა­რან­ტი­ნის გამო სამი თვით გა­ჩერ­და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ამ­დე­ნი ხანი ვშრო­მობ­დი და ვა­კე­თებ­დი.

ერთი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მოვ­სულ­ვარ, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ჩემი ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი. მინ­და, რომ ჩემი ალ­ბო­მის არან­ჟი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვა­კე­თო, სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ან სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ჩა­მო­ვალ. მყავს ორი და და დის­შვი­ლე­ბი, დე­დას და მათ ძა­ლი­ან ვე­ნატ­რე­ბი, ერთი სული მაქვს გა­იხ­სნას სა­ზღვრე­ბი და ჩა­მო­ვი­დე ჩე­მებ­თან.

- კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ შენი ცხოვ­რე­ბა რო­გორ შეც­ვა­ლა?

- ერთი თვე მოს­კოვ­ში ჩემს ბი­ნა­ში ვი­ყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი. აპ­რი­ლი-მა­ი­სი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვე­დი ერთ-ერ­თის აგა­რაკ­ზე "პად­მას­კო­ვი­ე­ში", ტყე­ში და იქ ვცხოვ­რობ­დით. ახლა ისევ ჩა­მო­ვე­დით მოს­კოვ­ში, ნელ-ნელა იწყებს ყვე­ლა­ფე­რი გა­ცო­ცხლე­ბას. გა­იხ­სნა რეს­ტორ­ნე­ბი და ბა­რე­ბი, მალე ალ­ბათ სამ­სა­ხუ­რის კუ­თხი­თაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას.

ცოტა ხნის წინ კი­დევ შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, მა­ჩუ­ქეს ლეკ­ვი. წინა ახალ წელს მე­გო­ბარს მე ვა­ჩუ­ქე ფრან­გუ­ლი ბულ­დო­გის ლეკ­ვი და დიდი ხნის ოც­ნე­ბა ავუს­რუ­ლე. ახლა ამ მე­გო­ბარ­მა მე მა­ჩუ­ქა ფრან­გუ­ლი ბულ­დო­გის ლეკ­ვი. ახალ­გა­მომ­ცხვა­რი მა­მა­სა­ვით დავტრი­ა­ლებ და ვუვ­ლი, ღა­მე­ებს ვუ­თე­ნებ.

- მოს­კოვ­ში ქარ­თულ დი­ას­პო­რას­თან თუ გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, იკ­რი­ბე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი?

- აქ ძა­ლი­ან ბევრ ქარ­თველს ვიც­ნობ, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნია, მხატ­ვა­რი. გული მწყდე­ბა, რომ აქ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა დი­დად ვერ მუ­შა­ობს, რო­გორც სხვა ქვეყ­ნის დი­ას­პო­რე­ბი. მე ვყო­ფილ­ვარ მა­გა­ლი­თად, ბე­ლო­რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რის შეკ­რე­ბა­ზე და ვნა­ხე რო­გორ უდ­გა­ნან ერ­თმა­ნეთს მხარ­ში. მე არ შემ­ხვედ­რია აქ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი აქ ერ­თად არ იკ­რი­ბე­ბი­ან, მე მსგავ­სი რამე არ მი­ნა­ხავს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯულიან ასანჟი
8

ეგ რა ჩაუცვია

მავრია, მავრი!
14

ოტელო გვარად კვარაცხელია ყოფილა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს

ცოტა ხნის წინ ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამზე" ახალი კლიპი გააზიარა, რომელშიც ეგზოტიკური იმიჯის მქონე ახალგაზრდა ბიჭი მღერის. ეს მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მუსიკალური კონკურსებით გაიცნო ქართველმა მაყურებელმა.

ხვიჩა ახლა მოსკოვში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის გარდა, ახალი და საინტერესო პროფესია აქვს - ტურიზმის ბლოგერია და უამრავ საინტერესო ქვეყანაში მოგზაურობს.

AMBEBI.GE 26 წლის ქართველ მომღერალს მოსკოვში დაუკავშირდა:

- ხვიჩა, მუსიკალური კარიერის შესახებ მოგვიყევით, რომელიც საქართველოდან დაიწყო...

- 2015 წლის ზაფხულს, უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც მუსიკალური შოუ "ვოისის" კასტინგზე მივედი. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება, რადგან დიდ სცენაზე მანამდე არ ვმდგარვარ. ბავშვობიდან ვმღეროდი, მაგრამ 13 წლის ასაკში ხმა გამიქრა და სიმღერა 20 წლის ასაკში ხელახლა დავიწყე.

გამიმართლა და "ვოისში" ქეთა თოფურიას გუნდში მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მენტორებიც შემომიტრიალდნენ, მე მაინც ქეთა ავირჩიე. პროექტის დროს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ქეთასთან და მის პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან. როდესაც ერთ-ერთ ლაივზე კონკურსის დატოვება მომიწია, ძალიან დაგვწყდა გული ყველას.

უნივერსიტეტის დამთვარების შემდეგ, გადავწყვიტე მუსიკალური კარიერა გამეგრძელებინა. დედასთვის მთავარი იყო, დიპლომი მქონოდა, არ გავუტეხე გული და ჩავაბარე საოცნებო დიპლომი. ამის შემდეგ, ქეთას დავეკონტაქტე და ვუთხარი, რომ მოსკოვში ჩასვლა მინდოდა.

- მოსკოვში ვინ გელოდებოდათ?

- არავინ. 2016 წლის ოქტომბერში პირველად ჩამოვედი და დედამ შორეული ახლობელი მოძებნა, რომელმაც ერთი თვით საკუთარ სახლში მიმიღო. პირველ დღეს შევხვდი ქეთას, რომ არა ის, ვერ გავრისკავდი ამხელა ქალაქში ჩამოსვლას. მან მომიჩინა მენეჯერი, რომელიც შეხვედრებს მინიშნავდა. მთავარი მიზანი იყო, რომ უსაქმურად არ ვმჯდარიყავი და გამოცდილების მიღების მიზნით მაღალი დონის რესტორნებში და კლუბებში მემღერა.

სამი თვის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდი და პარალელურად ვამზადებდი ჩემ საკუთარ რეპერტუარს.

თავიდან ძალიან გამიჭირდა, აქ სულ სხვა ცხოვრების ტემპია. ქართულ მენტალიტეტს შეჩვეულმა მალე ვერ შევცვალე ყველაფერი. არ მყავდა მოსკოვში მეგობარი, რომელსაც გავუზიარებდი ჩემს ემოციებს. ბევრი პრობლემა შემხვდა და 2017 წლის თებერვალში მივიღე გადაწყვეტილება, თბილისში დავბრუნებულიყავი.

ქეთას ვუთხარი, ბედი ვცადე, მაგრამ ეს არ არის ჩემი-თქო. გულის სიღრმეში კი ძალიან მიმდოდა ყველაფრის გაგრძელება. ქეთამ მითხრა, მე ყოველთვის გვერდში დაგიდგებიო.

- სამშობლოში დაბრუნდით და ისევ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა...

- დიახ, თბილისში ჩამოსვლისას მიმიღეს "იქს ფაქტორის" კასტინგზე, სადაც სოფო ნიჟარაძის გუნდში მოვხვდი, თუმცა ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. პირველ საკონკურსო დღეს ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე იდგა, მაგრამ ორი სკამის ტურზე დავტოვე პროექტი. არ ველოდი, რომ ასე მალე დამთავრდებოდა ჩემი მოღვაწეობა „იქს ფაქტორში“.

ამის შემდეგ თბილისში მქონდა ბევრი შემოთავაზება, მყავდა ჩემი ბენდი, ვმუშაობდი სხვადასხვა ობიექტებზე, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ დავტოვე საქართველო. მივხვდი, რომ თბილისში მხოლოდ პროექტიდან-პროექტამდე შევძლებდი ცხოვრებას. სამთვიანი პოპულარობა - ეს არის რაც შეიძლება მოგცეს საქართველოში მუსიკალურმა პროექტმა.

მოსკოვში პირველი ჩამოსვლისას გავიცანი "მუს ტვ"-ს დირექტორი, რომელიც ყაზახეთში მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ და მისი მიწვევით წარვადგინე საქართველო. ქეთას სიმღერა "გული გეფერებოდა" შევასრულე და ლაურეატი გავხდი. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო მეორე შანსი - იქიდან პირდაპირ მოსკოვში გადმოვფრინდი და დავიწყე მუშაობა ქეთას გარეშე. უხერხულად ვიყავი, მინდოდა ბედი ამჯერად საკუთარი ძალებით მეცადა.

- ისევ ბარებში სიმღერას დაუბრუნდით?

- დიახ, ვმღეროდი ბარებში, ვაგროვებდი ფულს და ვცდილობდი საკუთარი პროდუქტი შემექმნა. დავწერე ათ სიმღერამდე. ის სიმღერაც, რომლის კლიპიც რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გაშუქდა, სწორედ მაშინ დავწერე. ახლა პროდიუსერი არ მყავს, რადგან ამ მომენტში ბაზარზე თუ ფინანსურად არ დააინტერესე ვინმე, ნაკლები შანსია, რომ თავისით შეგამჩნიოს და შენში ფინანსები და ენერგია ჩადოს.

- მეორე პროფესიის შესახებ მოგვიყევი, რომელმაც მოულოდნელად შეცვალა შენი ცხოვრება.

- ერთი წლის წინ ერთ-ერთ ფართიზე ვმღეროდი, სადაც ახალგაზრდა ბლოგერები გავიცანი. ჩემი პროფესიაა - ტურიზმის ადმინისტრირების მენეჯერი და მათ შემომთავაზეს, რომ ჩემი მუსიკალური კარიერის პარალელურად, მათთან ერთად მემოგზაურა და გავმხდარიყავი ბლოგერი. რუსეთში ეს პროფესია ძალიან მაღალ დონეზეა. ჩემ მეგობრებს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ "ინსტაგრამზე", "ინფლუენსერები" არიან, მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში.

პირველი ორი მოგზაურობისას მათ ვეხმარებოდი, როგორც ფოტოების გადაღებაში ასევე, სხვადასხვა კონტენტის შექმნასა და დაგეგმვაში. ვისწავლე კადრის გასწორება, გადაღება. ნულიდან მომიწია ყველაფერის სწავლა. ექვსი თვის მანძილზე ვიმოგზაურე იტალიაში, მალდივებზე, დუბაიში, იაპონიაში, საუდის არაბეთში. ჩემი ცხოვრება საერთოდ შემოტრიალდა და ექვსი თვით დაპაუზდა ჩემი მუსიკალური კარიერა.

"ინსტაგრამზე" ახლა 69 ათასი მიმდევარი მყავს და 80 პროცენტი რუსულენოვანია. ვავითარებ ჩემ ბლოგს, უკვე მქონდა რამდენიმე სარეკლამო კონტრაქტი, რომელსაც საკუთარ გვერდზე ვარეკლამებ.

რაც შეეხება ხელოვნებას, რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა ჩემი პირველი კლიპი, რომელიც მეგობრის დაბადების დღეზე გადავიღე. ეს გახლდათ მე-17-18 საუკუნის საფრანგეთის კოსტუმირებული ფართი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა კლიპმა. ახლა უკვე მზად მაქვს ჩემი მინი ალბომი, თუმცა კარანტინის გამო სამი თვით გაჩერდა ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი ვშრომობდი და ვაკეთებდი.

ერთი წელია საქართველოში არ ჩამოვსულვარ, ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი და მეგობრები. მინდა, რომ ჩემი ალბომის არანჟირება საქართველოში გავაკეთო, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის ბოლოს ჩამოვალ. მყავს ორი და და დისშვილები, დედას და მათ ძალიან ვენატრები, ერთი სული მაქვს გაიხსნას საზღვრები და ჩამოვიდე ჩემებთან.

- კორონავირუსის პანდემიამ შენი ცხოვრება როგორ შეცვალა?

- ერთი თვე მოსკოვში ჩემს ბინაში ვიყავი გამოკეტილი. აპრილი-მაისი, მეგობრებთან ერთად წავედი ერთ-ერთის აგარაკზე "პადმასკოვიეში", ტყეში და იქ ვცხოვრობდით. ახლა ისევ ჩამოვედით მოსკოვში, ნელ-ნელა იწყებს ყველაფერი გაცოცხლებას. გაიხსნა რესტორნები და ბარები, მალე ალბათ სამსახურის კუთხითაც ყველაფერი დაიწყებს მუშაობას.

ცოტა ხნის წინ კიდევ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, მაჩუქეს ლეკვი. წინა ახალ წელს მეგობარს მე ვაჩუქე ფრანგული ბულდოგის ლეკვი და დიდი ხნის ოცნება ავუსრულე. ახლა ამ მეგობარმა მე მაჩუქა ფრანგული ბულდოგის ლეკვი. ახალგამომცხვარი მამასავით დავტრიალებ და ვუვლი, ღამეებს ვუთენებ.

- მოსკოვში ქართულ დიასპორასთან თუ გაქვს ურთიერთობა, იკრიბებით წარმატებული ქართველები?

- აქ ძალიან ბევრ ქართველს ვიცნობ, ჩემი უახლოესი მეგობარია ელენე მეტრეველი, რომელიც ცნობილი ხელოვანია, მხატვარი. გული მწყდება, რომ აქ ქართული დიასპორა დიდად ვერ მუშაობს, როგორც სხვა ქვეყნის დიასპორები. მე ვყოფილვარ მაგალითად, ბელორუსული დიასპორის შეკრებაზე და ვნახე როგორ უდგანან ერთმანეთს მხარში. მე არ შემხვედრია აქ ქართული დიასპორა, წარმატებული ქართველები აქ ერთად არ იკრიბებიან, მე მსგავსი რამე არ მინახავს.

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

56 წლის მონიკა ბელუჩის ახალი, შთამბეჭდავი ფოტოები - "ამ ასაკში, კიდევ უფრო სექსუალურია"