ავტორი:

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა - რა დაადგინა კვლევებმა

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა - რა დაადგინა კვლევებმა

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვლევებით დადასტურდა, რომ „რემდესივირი“ ინფიცირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატს კომპანია „გილეადი“ აწარმოებს.

კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.

1-ელ ივლისს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ „რემდესივირის“ 500 000 დოზა შეიძინა. მათ კომპანია „გილეადთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმეს, რის შედეგადაც ივლისში კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის 100%-ს აშშ-ში გამოიყენებენ.

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა