სენაკში, მდინარე ტეხურაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა, დღეს ნოქალაქევის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ უთხრა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა, თუმცა ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.
"შემთხვევა ნოქალაქევში დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა. სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. მდინარიდან ამოუყვანიათ, სასწრაფოდ მივიდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო",- განაცხადა გოჩა ჭანტურიამ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.