მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"
ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

ქსოვ­რი­სე­ლი თა­მაზ გუ­ლი­აშ­ვი­ლი მე­ფუტკრეა, აწარ­მო­ებს ფუტკრის პრო­დუქ­ტებ­სა და სა­ფუტკრე ინ­ვენ­ტარს. "თა­ვი­დან ფუტკრე­ბის არც ისე ბევ­რი ოჯა­ხი გვყავ­და, შემ­დეგ მე­ურ­ნე­ო­ბა გავ­ზარ­დეთ. სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბო­დით: სკე­ბი, ჩარ­ჩო­ე­ბი, ფიჭა ძნე­ლად სა­შოვ­ნე­ლი იყო, ამი­ტომ გზა­დაგ­ზა ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ე­ბაც და­ვი­წყე, თან სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ჩა­ვერ­თე და მი­ღე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით სკის ასა­წყო­ბი დაზ­გე­ბი შე­ვი­ძი­ნე. აქ­სე­სუ­ა­რე­ბის (სკის სად­გა­მე­ბი, სა­ხე­ლუ­რე­ბი და სხვა დე­ტა­ლე­ბი) სა­წარ­მო­ებ­ლად ჩა­ვერ­თე BP-ს პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­საც "ელ­კა­ნა" ახორ­ცი­ე­ლებ­და, გა­ვი­მარ­ჯვეთ და ახლა ჩარ­ჩო­ე­ბის ასა­წყობ სა­ხე­ლუ­რებ­სა და სად­გა­მებს ვა­წარ­მო­ებთ, თაფ­ლის ჩა­მო­სას­ხმე­ლი სა­წარ­მოს­თვის კი ინ­ვენ­ტა­რი USAID-მა გად­მოგ­ვცა. ასე მო­ვე­დით აქამ­დე", - გვი­ამ­ბობს თა­მაზ გუ­ლი­აშ­ვი­ლი.

- შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ვთქვათ, რომ ფუტკრის გა­ყიდ­ვა­სა და სკე­ბის ჩარ­ჩო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში ვლი­დე­რობთ. ასე­ვე ვა­წარ­მო­ებთ ფუტკრის პრო­დუქ­ტებს, მათ შო­რის, ინო­ვა­ცი­ურს. გვაქვს თაფ­ლი, სან­თე­ლი, თაფ­ლის არა­ყი, ჭეო, მტვე­რი, დინდგე­ლი.

- თქვენ­თან ერ­თად ვინ არი­ან ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი, სულ 20 კა­ცია. მყავს ორი მე­ფუტკრე მე­გო­ბა­რი, რო­მელ­თა სა­ფუტკრე უკვე გა­სამ­მაგ­და, რად­გან მო­თხოვ­ნა დი­დია. მაქვს მა­ი­სის, ცა­ცხვის, წაბ­ლის, ოქ­როწ­კეპ­ლას თაფ­ლი, კა­ხუ­რი მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის, ასე­ვე ძეძ­ვის, მაყ­ვლი­სა და მინ­დვ­რის შე­რე­უ­ლი. 5-6 სა­ხე­ო­ბის თაფ­ლი ყო­ველ­თვის გვაქვს.

- ამ საქ­მეს დიდი დრო და ენერ­გია სჭირ­დე­ბა, რაც, ცხა­დია, შემ­დგომ შე­მო­სავ­ლით ფას­დე­ბა, მაგ­რამ მე­ფუტკრე­ო­ბას რა აქვს ისე­თი, რაც ასე გი­ზი­დავთ?

- ამ საქ­მეს დიდი შრო­მა უნდა, მაგ­რამ აზარ­ტიც ახ­ლავს, ნელ-ნელა ჩა­გით­რევს. თუმ­ცა შრო­მა ფუ­ჭად არ იკარ­გე­ბა, შე­დე­გი მო­აქვს. ვი­ღა­ცის ჰობი ნა­დი­რო­ბა ან თევ­ზა­ო­ბაა, ჩემ­თვის კი მე­ფუტკრე­ო­ბა საქ­მეც არის და ჰო­ბიც.

2004 წელს ფრან­გუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია SESAME-ის პროგ­რა­მით სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში წა­ვე­დი. პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი იყო ფერ­მერ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია. იმ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტს (ძი­უ­დო, სამ­ბო, ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა) მივ­დევ­დი. სწავ­ლა ნორ­მან­დი­ი­დან და­ვი­წყეთ. ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში სტა­ჟი­რე­ბა­ზე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­ყა­ვი, გა­ვი­ა­რეთ მე­ხი­ლე­ო­ბა, წვე­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა, ვაშ­ლის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა, მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა, მე­ღო­რე­ო­ბა, მე­ბოცვრე­ო­ბა, კომ­პლექ­სუ­რი მე­ბა­ღე­ო­ბა, ბოსტნე­უ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნა, მეღ­ვი­ნე­ო­ბა და მარ­კე­ტინ­გი. ბევ­რი რამ არის იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პრო­დუქტს დახლზე რო­გორ და­ა­წყობ, წა­რად­გენ, თა­ვად რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. რა გა­მოც­დი­ლე­ბაც საფ­რან­გეთ­ში მი­ვი­ღე, აქაც მად­გე­ბა, როცა ბაზ­რო­ბე­ბი და ფეს­ტი­ვა­ლე­ბი იმარ­თე­ბა.

მოკ­ლედ, საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ძი­უ­დოს დარ­ბაზ­ში დავ­დი­ო­დი. ფრან­გულ სპორ­ტში ჩემი მის­ვლა ფილ­მს ჰგავს. ენა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ვი­ცო­დი, მი­ვე­დი დარ­ბაზ­ში და ვუ­თხა­რი, ვარ­ჯი­ში მინ­და-მეთ­ქი. ჩემს სპორ­ტულ ბი­ოგ­რა­ფი­ას ენის ბა­რი­ე­რის გამო ვერ მოვ­ყვე­ბო­დი. კი­მო­ნო­ე­ბი კი წა­ღე­ბუ­ლი მქონ­და, იქ ქამ­რებს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ. იმ დღეს რა­ტომ­ღაც თეთ­რი ქა­მა­რი მე­კე­თა. ვარ­ჯი­შის მერე საფ­რან­გე­თის პრი­ზი­ორს ჩემს წო­ნა­ში ვე­ჭი­და­ვე და და­ვა­მარ­ცხე. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტექ­ნი­კა ვაჩ­ვე­ნე და და­ინ­ტე­რეს­დნენ, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სა­და­უ­რი ხარ, ვინ ხარო. მერე შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მყავ­და.

საფ­რან­გეთ­ში ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო კა­რი­ე­რა გა­მო­მი­ვი­და. მაგ­რამ სხვა მიზ­ნე­ბი მქონ­და, სწავ­ლა­ზე ვა­კე­თებ­დი აქ­ცენტს. სხვა­თა შო­რის, წას­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რიც გახ­ლდით, ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მეგ­ზის ჩემ­პი­ო­ნი, უამ­რავ ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

რომ ჩა­მო­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე სფე­რო­ში ვცა­დე ბედი, მათ შო­რის მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა­ში. ახლა ამ დარ­გს მა­მა­ჩე­მი უძღვე­ბა. გვაქვს სა­ძოვ­რე­ბი და სა­ქო­ნე­ლიც გვყავს. ერთხანს სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, სა­ბო­ლო­ოდ კი მე­ფუტკრე­ო­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. დღეს ეს არის ჩემი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატოო
0

ა კაცი, კი არ დაუწყია ტიტუშკობა. ღმერთმა ბარაქა მისცეს

davita
0

წარმატებები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

ყოფილი ჩემპიონი მოჭიდავე, რომელიც დღეს ქართული მეფუტკრეობის ლიდერია - "საფრანგეთში მიღებულმა ცოდნამ ჩემი ცხოვრება შეცვალა"

ქსოვრისელი თამაზ გულიაშვილი მეფუტკრეა, აწარმოებს ფუტკრის პროდუქტებსა და საფუტკრე ინვენტარს. "თავიდან ფუტკრების არც ისე ბევრი ოჯახი გვყავდა, შემდეგ მეურნეობა გავზარდეთ. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებოდით: სკები, ჩარჩოები, ფიჭა ძნელად საშოვნელი იყო, ამიტომ გზადაგზა ამ ყველაფრის წარმოებაც დავიწყე, თან სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" ჩავერთე და მიღებული დაფინანსებით სკის ასაწყობი დაზგები შევიძინე. აქსესუარების (სკის სადგამები, სახელურები და სხვა დეტალები) საწარმოებლად ჩავერთე BP-ს პროგრამაში, რომელსაც "ელკანა" ახორციელებდა, გავიმარჯვეთ და ახლა ჩარჩოების ასაწყობ სახელურებსა და სადგამებს ვაწარმოებთ, თაფლის ჩამოსასხმელი საწარმოსთვის კი ინვენტარი USAID-მა გადმოგვცა. ასე მოვედით აქამდე", - გვიამბობს თამაზ გულიაშვილი.

- შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ფუტკრის გაყიდვასა და სკების ჩარჩოების წარმოებაში ვლიდერობთ. ასევე ვაწარმოებთ ფუტკრის პროდუქტებს, მათ შორის, ინოვაციურს. გვაქვს თაფლი, სანთელი, თაფლის არაყი, ჭეო, მტვერი, დინდგელი.

- თქვენთან ერთად ვინ არიან ამ საქმეში ჩართული?

- ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, სულ 20 კაცია. მყავს ორი მეფუტკრე მეგობარი, რომელთა საფუტკრე უკვე გასამმაგდა, რადგან მოთხოვნა დიდია. მაქვს მაისის, ცაცხვის, წაბლის, ოქროწკეპლას თაფლი, კახური მინდვრის ყვავილების, ასევე ძეძვის, მაყვლისა და მინდვრის შერეული. 5-6 სახეობის თაფლი ყოველთვის გვაქვს.

- ამ საქმეს დიდი დრო და ენერგია სჭირდება, რაც, ცხადია, შემდგომ შემოსავლით ფასდება, მაგრამ მეფუტკრეობას რა აქვს ისეთი, რაც ასე გიზიდავთ?

- ამ საქმეს დიდი შრომა უნდა, მაგრამ აზარტიც ახლავს, ნელ-ნელა ჩაგითრევს. თუმცა შრომა ფუჭად არ იკარგება, შედეგი მოაქვს. ვიღაცის ჰობი ნადირობა ან თევზაობაა, ჩემთვის კი მეფუტკრეობა საქმეც არის და ჰობიც.

2004 წელს ფრანგული ორგანიზაცია SESAME-ის პროგრამით სასწავლებლად საფრანგეთში წავედი. პროგრამის განმახორციელებელი იყო ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია. იმ პერიოდში სპორტს (ძიუდო, სამბო, ქართული ჭიდაობა) მივდევდი. სწავლა ნორმანდიიდან დავიწყეთ. ჩრდილოეთ და სამხრეთ საფრანგეთში სტაჟირებაზე წელიწად-ნახევარი ვიყავი, გავიარეთ მეხილეობა, წვენების დამზადება, ვაშლის ღვინის წარმოება, მესაქონლეობა, მეღორეობა, მებოცვრეობა, კომპლექსური მებაღეობა, ბოსტნეული კულტურების მოყვანა, მეღვინეობა და მარკეტინგი. ბევრი რამ არის იმაზე დამოკიდებული, პროდუქტს დახლზე როგორ დააწყობ, წარადგენ, თავად როგორ გამოიყურები. რა გამოცდილებაც საფრანგეთში მივიღე, აქაც მადგება, როცა ბაზრობები და ფესტივალები იმართება.

მოკლედ, საფრანგეთში სწავლის პარალელურად ძიუდოს დარბაზში დავდიოდი. ფრანგულ სპორტში ჩემი მისვლა ფილმს ჰგავს. ენა, ელემენტარული რაღაცების გარდა, პრაქტიკულად, არ ვიცოდი, მივედი დარბაზში და ვუთხარი, ვარჯიში მინდა-მეთქი. ჩემს სპორტულ ბიოგრაფიას ენის ბარიერის გამო ვერ მოვყვებოდი. კიმონოები კი წაღებული მქონდა, იქ ქამრებს ყურადღებას აქცევდნენ. იმ დღეს რატომღაც თეთრი ქამარი მეკეთა. ვარჯიშის მერე საფრანგეთის პრიზიორს ჩემს წონაში ვეჭიდავე და დავამარცხე. შესანიშნავი ტექნიკა ვაჩვენე და დაინტერესდნენ, მეკითხებოდნენ, სადაური ხარ, ვინ ხარო. მერე შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, უამრავი გულშემატკივარი მყავდა.

საფრანგეთში ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო კარიერა გამომივიდა. მაგრამ სხვა მიზნები მქონდა, სწავლაზე ვაკეთებდი აქცენტს. სხვათა შორის, წასვლამდე საქართველოს ნაკრების წევრიც გახლდით, ქვეყნის რამდენიმეგზის ჩემპიონი, უამრავ ტურნირში გამარჯვებული.

რომ ჩამოვედი, რამდენიმე სფეროში ვცადე ბედი, მათ შორის მესაქონლეობაში. ახლა ამ დარგს მამაჩემი უძღვება. გვაქვს საძოვრები და საქონელიც გვყავს. ერთხანს სასათბურე მეურნეობით დავინტერესდი, საბოლოოდ კი მეფუტკრეობა აღმოვაჩინე. დღეს ეს არის ჩემი ყველაზე საინტერესო საქმე.

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ - ისინი სადღესასწაულო რიტუალს ასრულებენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო