ავტორი:

პეტრე იბერის ქუჩაზე კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა - ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

პეტრე იბერის ქუჩაზე კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა - ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განუცხადეს, ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და შესაბამისი გამოკვლევები ამ წუთებში უტარდება.

„ამ ეტაპზე, რაც შემიძლია, გითხრათ არის რომ ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული მართვით სუნთქვაზე, არის კრიტიკულად მძიმე პაციენტი. მეტ ინფორმაციას ამ დროისათვის ვერ მოგაწვდით, რადგან ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება ამ წუთები“, - აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

"არ აღიარებდა, რომ იმშობიარა... ექიმმა გასინჯა და დადგინდა რომ ნამშობიარები იყო" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

კასპის ერთ-ერთ სოფელში, საპირფარეშოში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

სენაკში, მდინარე ტეხურაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო