საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია
"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

აფხა­ზე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია მშვი­დო­ბით, მაგ­რამ მისი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მზად უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის მო­სა­გე­რი­ებ­ლად. ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა შავ ზღვა­ში სა­ქარ­თვე­ლო-ნა­ტოს ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„ჩვენ არ ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტე­ბის გა­ჩა­ღე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მზად უნდა იყოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის მო­სა­გე­რი­ებ­ლად. რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად, ჩვე­ნი მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მო­მა­ვალს მშვი­დად ვუ­ყუ­როთ“ , - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

მისი თქმით, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით, მაგ­რამ, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პრობ­ლე­მა აფხა­ზეთ­ში არ არის.

„ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, მის უფ­ლე­ბებს. სხვა საქ­მეა, რომ ჩვენ არ გვა­ღი­ა­რე­ბენ. არ ვიცი, სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა, მიგ­ვიყ­ვა­ნოს ასეთ­მა პო­ლი­ტი­კამ. ვფიქ­რობ, ეს არ არის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა.

მან მო­იყ­ვა­ნა ცი­ტა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი­დან: „ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ“, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ქვეყ­ნის დი­ნა­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფა­სე­ბუ­ლო­ბაა მშვი­დო­ბა.

ბჟა­ნი­ას თქმით, მი­ე­სალ­მე­ბი­ან ასეთ მიდ­გო­მას, მაგ­რამ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, სა­ქარ­თვე­ლო ამ დრომ­დე რა­ტომ არ აწერს ხელს შე­თან­ხმე­ბას ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ აფხა­ზეთ­თან მი­მარ­თე­ბით.

„რო­გორც კი ეს პირ­ვე­ლი პუნ­ქტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი სულ უფრო კარ­გად წავა. ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან არ ვი­თხოვთ, აღი­ა­რონ აფხა­ზე­თის სა­ხელ­მწი­ფო, მაგ­რამ ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბა დი­ა­ლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს“ , - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­თლაც არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მშვი­დო­ბით, ის სწო­რედ ამ გზით უნდა წა­ვი­დეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ჯ.
2

ესეც ისე უბერავს ,როგორც მისი წინარე სეპარატისტები. ბჟანია რას გეტყვი იცი. ქართველები ვაღიარებთ თქვენს უფლებებს აფხაზეთზე, თქვენც აღიარეთ ჩვენი უფლებები აფხაზეთზე და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ.

მაია
1

სუულ ცოტახანში აფხაზი მოსახლეობის კვალი არ დარჩება მაგსაქართველოს ტერიტირიაზე, თუ ასე გააგრძელეთ აფხაზებმა.. ღირსიც იქნებით

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ მისი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს საქართველოს მხრიდან შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა შავ ზღვაში საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლების შესახებ.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე სახის კონფლიქტების გაჩაღებით, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყოს შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენი მომზადების ხარისხი გვაძლევს საშუალებას, მომავალს მშვიდად ვუყუროთ“ , - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობით, მაგრამ, მისივე განცხადებით, პრობლემა აფხაზეთში არ არის.

„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს სახელმწიფოს, მის უფლებებს. სხვა საქმეა, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ. არ ვიცი, სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ასეთმა პოლიტიკამ. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მან მოიყვანა ციტატა საქართველოს ხელისუფლების დოკუმენტიდან: „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის დინამიკური განვითარების გზაზე, საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი ფასებულობაა მშვიდობა.

ბჟანიას თქმით, მიესალმებიან ასეთ მიდგომას, მაგრამ მისთვის გაუგებარია, საქართველო ამ დრომდე რატომ არ აწერს ხელს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ აფხაზეთთან მიმართებით.

„როგორც კი ეს პირველი პუნქტი განხორციელდება, ყველაფერი სულ უფრო კარგად წავა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ, აღიარონ აფხაზეთის სახელმწიფო, მაგრამ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება დიალოგის საშუალებას მოგვცემს“ , - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლება მართლაც არის დაინტერესებული მშვიდობით, ის სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს.

რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი