საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა
"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა

ფოთ­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ჯუმ­ბერ ბა­ი­რა­მი­დის დაჯ­გუ­ფე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­დის.

მოკ­ლუ­ლის მა­მის თქმით, მისი შვი­ლი ამ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

"ფოთ­ში და­დის ბა­ი­რა­მი­დე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა ხელ­კე­ტე­ბით, ია­რა­ღე­ბით და ვინც არ მო­ე­წო­ნე­ბათ, სცე­მენ. ჩემს შვილს მათ­თან უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და. სწო­რედ ისი­ნი დაგ­ვესხნენ თავს და გა­ი­ტა­ცეს ვაჟა. მთელ ქა­ლაქ­ში ვე­ძებ­დი, მათ შო­რის ბა­ი­რა­მი­დე­ბის სახ­ლშიც. იქ მი­სულს არა­ვინ დამ­ხვედ­რია, უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, გზა­ზე ფი­ზი­კუ­რად გა­მის­წორ­დნენ“, - აცხა­დებს მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცის მამა გივი ტყე­ბუ­ჩა­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­პოვ­ნია მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც გარ­დაც­ვლი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს. გუ­შინ მოკ­ლულ მა­მა­კა­ცის ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­უ­ტარ­და და სახ­ლშია დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, წუ­ხელ ფოთ­ში 45 წლამ­დე მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შსს-მ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ვინ არ არის.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
33

ედიკას დროა

ილია
10

ეს იცით რისი ბრალია? ზედმეტი თავისუფლების. შიში არააქვს ხალხს სასჯელის და ღორივით გამოგჭრის ვიღაცა ყელს უკანმოუხედავად. ეს არის იმათი ბრალი ვისაც ეხება გამკაცრება და არ ამკაცრებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცის მამა

ფოთში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამის განცხადებით, ქალაქში კრიმინალური ავტორიტეტის ჯუმბერ ბაირამიდის დაჯგუფება შეიარაღებული დადის.

მოკლულის მამის თქმით, მისი შვილი ამ დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს.

"ფოთში დადის ბაირამიდების დაჯგუფება ხელკეტებით, იარაღებით და ვინც არ მოეწონებათ, სცემენ. ჩემს შვილს მათთან უთანხმოება ჰქონდა. სწორედ ისინი დაგვესხნენ თავს და გაიტაცეს ვაჟა. მთელ ქალაქში ვეძებდი, მათ შორის ბაირამიდების სახლშიც. იქ მისულს არავინ დამხვედრია, უკან რომ ვბრუნდებოდი, გზაზე ფიზიკურად გამისწორდნენ“, - აცხადებს მოკლული მამაკაცის მამა გივი ტყებუჩავა.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია მანქანა, რომლითაც გარდაცვლილი გადაიყვანეს. გუშინ მოკლულ მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლშია დასვენებული.

შეგახსენებთ, წუხელ ფოთში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ამ დრომდე დაკავებული არავინ არ არის.

კაცს, რომელიც ქალიშვილს იმიტომ კლავდა, რომ როგორც მამას და მამაკაცს უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი, 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს