მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და  რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა, დი­ა­რეა, მე­ტე­ო­რიზ­მი ეს ის ნიშ­ნე­ბია, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვართ. ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში უამ­რა­ვი მე­დი­კა­მენ­ტი ან დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბაა შექ­მნი­ლი მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი უძ­ლუ­რია, თუ ეს ნიშ­ნე­ბი რძის მი­ღე­ბას­თან და ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რა არის ლაქ­ტო­ზა და რა­ტომ ხდე­ბა აუ­ტა­ნე­ლი ჩვე­ნი ყოფა თუნ­დაც ასე უწყი­ნა­რი რძი­ა­ნი ყა­ვის მი­ღე­ბი­სას. კი­დევ უფრო დიდი პრობ­ლე­მაა ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ბავ­შვთა ასაკ­ში, მა­შინ როცა ბავ­შვის ძი­რი­ტად რა­ცი­ონს სწო­რედ რძე და მას­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი შე­ად­გენს.

ლაქ­ტო­ზა ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლუ­რი რძის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. ლაქ­ტო­ზა, ანუ იგი­ვე რძის შა­ქა­რი, სწო­რედ ის ნივ­თი­ე­რე­ბაა, რომ­ლის­გა­ნაც ბავ­შვი სა­ჭი­რო ენერ­გი­ის დიდ ნა­წილს იღებს. გარ­და ამი­სა ლაქ­ტო­ზა მო­ნა­წი­ლე­ობს კალ­ცი­უ­მის, თუ­თი­ის, მაგ­ნი­უ­მი­სა და რკი­ნის შე­წო­ვა­სა და ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნაწ­ლა­ვის მიკროფ­ლო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ლაქ­ტო­ზის გა­და­მუ­შა­ვე­ბას ფერ­მენ­ტი ლაქ­ტა­ზა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­მე­ლიც წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ლორ­წო­ვან­ში სინ­თეზ­დე­ბა. სწო­რედ ამ ჯა­დოს­ნუ­რი ფერ­მენ­ტის, ლაქ­ტა­ზის უკ­მა­რი­სო­ბა ან არარ­სე­ბო­ბა იწ­ვევს ლაქ­ტო­ზის, შე­სა­ბა­მი­სად, რძი­სა და მისი ნა­წარ­მის აუ­ტან­ლო­ბას.

რო­გორც წესი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ვლინ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა დღე­ნაკ­ლულ ბავ­შვებ­შია. წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით ის შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი, ეს მსოფ­ლი­ო­ში ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტის ყვე­ლა­ზე ხში­რი ფორ­მაა. ამ ტი­პის დე­ფი­ცი­ტი გე­ნე­ტი­კუ­რია და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა. მე­ო­რა­დი ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტი მოზ­რდილ ასაკ­ში ვლინ­დე­ბა და მისი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს კუჭ-ნაწ­ლა­ვის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხში­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ან ქი­მი­ო­თე­რა­პია. თუმ­ცა მე­ო­რა­დი ლაქ­ტა­ზის დე­ფი­ცი­ტი, რო­გორც წესი უმე­ტეს­წი­ლად დრო­ე­ბი­თია და პირ­ვე­ლა­დი და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მეს უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბობს მემ­კვიდ­რუ­ლი ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან­ვე ვლინ­დე­ბა.

თუ თქვენ ან თქვენს პა­ტა­რას რძის მი­ღე­ბი­დან ნა­ხე­ვარ სათ­ში აგეღ­ნიშ­ნე­ბათ შმ­დე­გი ნიშ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მკვეთ­რია და რომ­ლე­ბიც არას­დროს რჩე­ბა ყუ­რე­დღე­ბის მიღ­მა:, თქვენ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა გა­წუ­ხებთ:

  • ნაწ­ლავ­თა კო­ლი­კა კვე­ბის დროს ან კვე­ბის შემ­დეგ (30 წუთ­ში);
  • დი­ა­რეა ქა­ფი­ა­ნი, თხე­ვა­დი და მჟა­ვე­სუ­ნი­ა­ნი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით (დღე­ში 10-12-ჯერ). 10%-თან პა­თო­ლო­გია შე­საძ­ლოა ყაბ­ზო­ბით გა­მოვ­ლინ­დეს;
  • მუც­ლის შე­ბე­რი­ლო­ბა და აი­რე­ბის დაგ­რო­ვე­ბა. წე­სი­სა­მებრ, ამ დროს ბავ­შვებს მადა კარ­გი აქვთ, ხარ­ბად წო­ვენ ძუ­ძუს, მაგ­რამ კვე­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იწყე­ბენ ტი­რილს, თავს ანე­ბე­ბენ ძუ­ძუს წო­ვას და ფე­ხე­ბი მუ­ცელ­თან მი­აქვთ;
  • ნაწ­ლავ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხმი­ა­ნო­ბა, ყურ­ყუ­რი;
  • წა­მო­ქა­ფე­ბა;
  • მძი­მე შემ­თხვე­ვებ­ში – წო­ნის კლე­ბაც კი...

ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია ცხო­ვე­ლურ რძე­სა და მის პრო­დუქ­ტებს ბავ­შვთა კვე­ბა­ში. მათ­თვის რძე ან მას­ზე და­ამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი თით­ქმის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონს შე­ად­გენს. ექიმ­თან ვი­ზი­ტი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­დეგ ასეთ პა­ცი­ენ­ტებს, რო­გორც წესი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბის: ყვე­ლის, ხა­ჭოს, მაწ­ვნის, ბი­ფი­დო­ბაქ­ტე­რი­ე­ბის შემ­ცვე­ლი იო­გურ­ტე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი აქვთ, მა­შინ, როცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ უა­რის თქმა უწევთ ცხო­ვე­ლურ რძე­ზე და მის მიერ მო­ტა­ნილ სი­კე­თე­ზე. სწო­რედ ამ ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა რძის წარ­მო­ე­ბა­ში „ულაქ­ტო­ზო რძის „ წარ­მო­ე­ბა. ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის წყა­ლო­ბით „პარ­მა­ლა­ტის“ ულაქ­ტო­ზო რძის წყა­ლო­ბით ერ­თდრო­უ­ლად შეგ­ვიძ­ლია მოვხსათ ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა და ამავდრო­უ­ლად ვი­სარ­გებ­ლოთ ცხო­ვე­ლუ­რი რძის ყვე­ლა კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბით. „პარ­მა­ლა­ტის“ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, ლაქ­ტო­ზას მო­ლე­კუ­ლე­ბი მარ­ტი­ვად შე­წო­ვად სა­ქა­რი­დე­ბად იშ­ლე­ბა, თუმ­ცა რძე ინარ­ჩუ­ნებს მის კვე­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბას და იგი მდი­და­რია ცი­ლე­ბით, კალ­ცი­უ­მით, ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და ყვე­ლა იმ აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით, რო­მელ­თა მი­ღე­ბა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი და ჩვე­ნი პა­ტა­რას ჯან­მრთე­ლო­ბა.

R

d
0

დედის რძის ჩანაცვლება შესაძლებელია თხის რძით.ამისათვის საჭიროა იყოლიოთ თხა.აჭამოთ ქორფა ბალახი და მოწველოთ.ხოლო მოწველილი რძე აადუღოთ.დაიმახსოვრეთ ეს რჩევა,განსაკუთრებით კორპუსებში მაცხოვრებლებმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და  რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?

მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში, მაშინ როცა ბავშვის ძირიტად რაციონს სწორედ რძე და მასზე მომზადებული პროდუქტები შეადგენს.

ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ლაქტოზა, ანუ იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.

როგორც წესი ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში ვლინდება. განსაკუთრებით ხშირი ლაქტოზის აუტანლობა დღენაკლულ ბავშვებშია. წარმოშობის მიხედვით ის შეიძლება იყოს პირველადი, ეს მსოფლიოში ლაქტაზის დეფიციტის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ ტიპის დეფიციტი გენეტიკურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეორადი ლაქტაზის დეფიციტი მოზრდილ ასაკში ვლინდება და მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია ან ქიმიოთერაპია. თუმცა მეორადი ლაქტაზის დეფიციტი, როგორც წესი უმეტესწილად დროებითია და პირველადი დაავადების სიმძიმეს უკავშირდება. ასევე არსებობს მემკვიდრული ლაქტოზის აუტანლობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ვლინდება.

თუ თქვენ ან თქვენს პატარას რძის მიღებიდან ნახევარ სათში აგეღნიშნებათ შმდეგი ნიშნები, რომლებიც საკმაოდ მკვეთრია და რომლებიც არასდროს რჩება ყურედღების მიღმა:, თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ:

  • ნაწლავთა კოლიკა კვების დროს ან კვების შემდეგ (30 წუთში);
  • დიარეა ქაფიანი, თხევადი და მჟავესუნიანი განავლოვანი მასებით (დღეში 10-12-ჯერ). 10%-თან პათოლოგია შესაძლოა ყაბზობით გამოვლინდეს;
  • მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. წესისამებრ, ამ დროს ბავშვებს მადა კარგი აქვთ, ხარბად წოვენ ძუძუს, მაგრამ კვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ ტირილს, თავს ანებებენ ძუძუს წოვას და ფეხები მუცელთან მიაქვთ;
  • ნაწლავთა გაძლიერებული ხმიანობა, ყურყური;
  • წამოქაფება;
  • მძიმე შემთხვევებში – წონის კლებაც კი...

ყველასთვის ნათელია რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოველურ რძესა და მის პროდუქტებს ბავშვთა კვებაში. მათთვის რძე ან მასზე დაამზადებული პროდუქტები თითქმის ყოველდღიურ რაციონს შეადგენს. ექიმთან ვიზიტისა და დიაგნოსტირების შემდეგ ასეთ პაციენტებს, როგორც წესი რძემჟავა პროდუქტების: ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტების მიღება ნებადართული აქვთ, მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში საერთოდ უარის თქმა უწევთ ცხოველურ რძეზე და მის მიერ მოტანილ სიკეთეზე. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა რძის წარმოებაში „ულაქტოზო რძის „ წარმოება. ინოვაციური მეთოდის წყალობით „პარმალატის“ ულაქტოზო რძის წყალობით ერთდროულად შეგვიძლია მოვხსათ ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და ამავდროულად ვისარგებლოთ ცხოველური რძის ყველა კვებითი ღირებულებით. „პარმალატის“ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ლაქტოზას მოლეკულები მარტივად შეწოვად საქარიდებად იშლება, თუმცა რძე ინარჩუნებს მის კვებით ღირებულებას და იგი მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინებითა და ყველა იმ აქტიური ნივთიერებებით, რომელთა მიღებაზეც დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი პატარას ჯანმრთელობა.

R

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება