სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება
კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება

აღ­მო­ა­ჩი­ნე ის რაც შე­ნია – იმოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში – ეს სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წლის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებს გვირ­ჩევს ვი­მოგ­ზა­უ­როთ, უკეთ შე­ვიც­ნოთ და აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, სა­ნა­ხა­ო­ბე­ბით, ბუ­ნე­ბით, ის­ტო­რი­ი­თა და ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით.

გა­სუ­ლი წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა იმ თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ ხარ­ჯა­ვენ. თუმ­ცა წელს, რო­დე­საც სა­ზღვრე­ბი და­კე­ტი­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ თან­ხის ნა­წი­ლი სწო­რედ ქვეყ­ნის შიდა ტუ­რიზ­მში და­ი­ხარ­ჯოს, რაც ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და კო­ვიდ 19–ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს, რათა მათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია და ზღაპ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც სწო­რედ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბით იწყე­ბა. ახლა ისღა დაგ­ვრჩე­ნია გა­დავ­წყვი­ტოთ, თუ სა­ი­დან და­ვი­წყოთ მოგ­ზა­უ­რო­ბა – ამ კი­თხვამ, ალ­ბათ, არა­ერ­თი ჩვენ­გა­ნის გო­ნე­ბა­ში უკვე ბევ­რჯერ გა­ი­ელ­ვა. ბევ­რმა და­ი­წყო კი­დეც მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბევ­რი კი სწო­რედ ახლა არ­ჩევს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რო­მელ­საც უნდა ეს­ტუმ­როს. მერ­წმუ­ნეთ, ერთ–ერთი პირ­ვე­ლი ტური აუ­ცი­ლებ­ლად და­გეგ­მეთ ყაზ­ბეგ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ზღაპ­რუ­ლი სი­ლა­მა­ზის აღ­მო­ჩე­ნა და და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იწყე­ბა!..

თბი­ლი­სი­დან 150 კი­ლო­მეტ­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის სა­ვა­ლი გზა და თქვენ სტე­ფან­წმინ­და­ში ხართ, ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ცას­თან და ნე­ბის­მი­ერ სტუ­მარს თა­ვი­სი მე­დი­დუ­რი მთე­ბით, ბუ­ნე­ბით, სი­დი­ა­დი­თა და ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით აჯა­დო­ებს. მყინ­ვარწვე­რი, გერ­გე­თის სა­მე­ბა, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა, ჯუთა, თრუ­სოს ხე­ო­ბა – მათი ნახ­ვის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?!

ყაზ­ბეგ­ში ჩა­სუ­ლე­ბი სას­ტუმ­რო „პორ­ტა კავ­კა­სი­ა­ში“ ვჩერ­დე­ბით. კავ­კა­სი­ის კა­რიბ­ჭე – სწო­რედ ამას ნიშ­ნავს 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს სა­ხელ­წო­დე­ბა და აღ­წერს კი­დეც ყაზ­ბეგს და მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც მარ­თლაც სა­ქარ­თვე­ლოს ჩრდი­ლო­ე­თის კა­რიბ­ჭეა, მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის ენი­თა­ღუ­წე­რე­ლი სი­ლა­მა­ზით, სა­უ­კე­თე­სო დას­ვე­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეკო­ლო­გი­ით, სიმ­შვი­დით და მა­ღალმთი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ის­ტო­რი­ის სი­დი­ა­დით. 33 ნო­მე­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი, ღია და და­ხუ­რუ­ლი ვე­რან­დე­ბი, ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო, სპა ცენ­ტრი, სპორტ-დარ­ბა­ზი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, სი­ლა­მა­ზის ცენ­ტრი, ღვი­ნის მა­ღა­ზია – ეს კი­დევ არ არის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სას­ტუმ­რო „პორ­ტა კავ­კა­სია“ სთა­ვა­ზობს სტუმ­რებს და თა­ნაც, საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად. სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბა 180 ლა­რი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი 1 ღა­მით 2 ად­გი­ლი­ან აპარ­ტა­მენ­ტში.

„პორ­ტა კავ­კა­სია“ ყაზ­ბე­გის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს და მისი ვე­რან­დე­ბი­დან, ნომ­რე­ბი­დან, ულა­მა­ზე­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა გარ­შე­მო შე­მორ­ტყმულ კავ­კა­სი­ო­ნის და­თოვ­ლილ ქე­დებ­სა და მყინ­ვა­რებ­ზე. მისი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სას­ტუმ­რო ერთ სივ­რცე­ში უყ­რის თავს, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მო­ლო­დი­ნე­ბის მქო­ნე ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­სურ­ველ მი­მარ­თუ­ლე­ბებს: სამ­თო და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მი, ეკო ტუ­რიზ­მი, ღვი­ნის ტუ­რიზ­მი, ეთნო ტუ­რიზ­მი... შე­სა­ბა­მი­სად ამ მხრივ იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მო იქ­მნე­ბა, რო­გორც სა­ო­ჯა­ხო, ასე­ვე სა­თავ­გა­და­სავ­ლო დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის, რომ სწო­რედ „პორ­ტა კავ­კა­სი­ა­ში“ იპო­ვოს თა­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და მო­ლო­დი­ნე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი გა­რე­მო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ სას­ტუმ­რო სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია სტუმ­რე­ბის­თვის.

შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო­ში სტუმ­რო­ბის მო­მენ­ტი­დან იქ­მნე­ბა, მარ­თლაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. „პორ­ტა კავ­კა­სია“ ეს არის დას­ვე­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სწო­რედ ის გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა დე­ტალ­ში ჩანს და იგ­რძნო­ბა სტუმ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - დი­ზა­ინ­ში ერ­თდრო­უ­ლად იკი­თხე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე, ავან­გარ­დუ­ლი და ამა­ვე დროს კლა­სი­კუ­რი, უზო­მოდ დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი. სას­ტუმ­როს ჰოლ­ში ინ­ტე­რი­ე­რის თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კურ დი­ზა­ინს სუ­რე­ა­ლის­ტუ­რი მხატ­ვრო­ბის ელე­მენ­ტე­ბი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მაზ ელ­ფერს სძენს, რომ სივ­რცე­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე უყა­ლი­ბებს სტუ­მარს დახ­ვე­წი­ლი გა­რე­მოს მი­მართ ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას. რაც უფრო მე­ტად ეც­ნო­ბი გა­რე­მოს, მით მე­ტად რწმუნ­დე­ბი, რომ არც ერთი დე­ტა­ლი შემ­თხვე­ვი­თი არ არის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თა და გე­მოვ­ნე­ბი­თაა შექ­მნი­ლი. კომ­პლექ­სის მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბა, კომ­პლექ­სის კედ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი 100 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე უნი­კა­ლუ­რი და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფოტო-ექ­სპო­ნა­ტე­ბით იწყე­ბა, რომ­ლე­ბიც ყაზ­ბე­გის ის­ტო­რი­ა­ზე, მთა­ში მცხოვ­რებ­თა ჩვე­უ­ლე­ბებ­ზე, ადა­თებ­ზე, ცხოვ­რე­ბის წეს­სა და ტრა­ცი­ცი­ებ­ზე გვიყ­ვე­ბა. გავ­დი­ვართ ვე­რან­და­ზე და თვალ­წინ 12 სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია, თით­ქოს ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა - ზღვის დო­ნი­დან 2200 მეტრზე აღ­მარ­თუ­ლი, ხე­ვის უმ­თავ­რე­სი სა­ლო­ცა­ვი გერ­გე­თის სა­მე­ბა გვირ­გვი­ნი­ვით ად­გას თავ­ზე ყაზ­ბეგს. ემო­ცი­ე­ბი აქ არ სრულ­დე­ბა...

მგზავ­რო­ბის­გან დაღ­ლი­ლებს, სა­ო­ცა­რი კე­თილ­გან­წყო­ბით სავ­სე მას­პინ­ძლე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. აქ კი კი­დევ ერთი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იწყე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ერ­თხმად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ხევ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და მათ შო­რის მა­ღალმთი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კერ­ძი - ხინ­კა­ლი სწო­რედ „პორ­ტა კავ­კა­სი­ა­ში“ მზად­დე­ბა, რომ­ლის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად, სტუმ­რე­ბი, ხში­რად გუ­და­უ­რი­დან, ფა­სა­ნა­უ­რი­დან და ყაზ­ბე­გის შე­მო­გა­რე­ნი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­დი­ან. ხინ­კლის გარ­და, შე­გიძ­ლი­ათ ასე­ვე და­ა­გე­მოვ­ნოთ მწვა­დი, ქა­ბა­ბი, ხა­ბიზ­გი­ნა, ფხა­ლი, წვნი­ა­ნი ქონ­დრი­ა­ნა, და სხვა უამ­რა­ვი კერ­ძი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, სას­ტუმ­რო­ში ევ­რო­პუ­ლი რეს­ტო­რა­ნი „ლი­გუ­რია“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბით უმას­პინ­ძლდე­ბა სტუმ­რებს.

ღვი­ნის ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის სას­ტუმ­რო­ში „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ ღვი­ნის ენო­თე­კაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ღვი­ნის შოუ-რუ­მე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, სა­ოც­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­ქის ფორ­მის ღვი­ნის ნიშა, სა­დე­გუს­ტა­ციო კუ­თხე და ხა­რე­ბას 50-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნოა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „მეღ­ვი­ნე­ო­ბა ხა­რე­ბას“ ბოთ­ლი­სა და ჩა­მო­სას­ხმე­ლი ღვი­ნო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ღა­ზია სტუმ­რებს ექ­სტრა-პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დის, „ლი­პარ­ტი­ა­ნის“ ღვი­ნო­სა და სხვა უნი­კა­ლურ ვა­ზის პრო­დუქ­ტებს სთა­ვა­ზობს, მა­გა­ლი­თად ერთ-ერთი ასე­თია წიპ­წის ზეთი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ბიბ­ლი­ა­ში „უძ­ვე­ლე­სი მკურ­ნა­ლის“ სა­ხე­ლი­თაა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის თურ­მე მარ­თლაც სა­ოც­რად სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტი ყო­ფი­ლა, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ­მა კონ­სულ­ტან­ტმა აგ­ვიხ­სნა. ღვი­ნის ტუ­რის ფარ­გლებ­ში მა­ღა­ზი­ა­ში მუდ­მი­ვად ეწყო­ბა დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი სტუმ­რე­ბის სურ­ვი­ლე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ის­მი­ნოთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ქარ­თულ ღვი­ნო­სა და მის ის­ტო­რი­ა­ზე და და­ა­გე­მოვ­ნოთ ისე­თი უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა „ოცხა­ნუ­რი სა­ფე­რე“, კრა­ხუ­ნა, ხიხ­ვი, უსა­ხე­ლო­უ­რი, ხვან­ჭკა­რა და კი­დევ 50-ზე მეტი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო. ხოლო მათ კი, ვი­საც აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა უყ­ვარს და ყაზ­ბე­გი­დან სხვა­დას­ხვა სამ­თო ტუ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს, სას­ტუმ­რო ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც სთა­ვა­ზობს. ინ­დივ­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი ტუ­რე­ბის და­გეგ­მვა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­გო­რი­ცაა, გერ­გე­თის სა­მე­ბა, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა, თრუ­სოს ხე­ო­ბა, სნო, ჯუთა და სხვა - სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ და კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. კო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტური კი სას­ტუმ­როს სტან­დარ­ტუ­ლი პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ში შე­დის.

ყაზ­ბე­გი­დან წა­მოს­ვლის დროც დად­გა. სტუმ­რო­ბის და­სას­რულს უამ­რა­ვი ემო­ცია და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ირე­ვა ერ­თმა­ნეთ­ში, თით­ქოს ერთი ამო­სუნ­თქვით გა­ვი­და დრო, რაც კი­დევ უფრო გიმ­ძაფ­რებს ამ გა­რე­მო­ში დარ­ჩე­ნის სურ­ვილს, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის, რაც მარ­თლაც უსა­ზღვრო და ამო­უ­წუ­რა­ვია. „პორ­ტა კავ­კა­სი­ას“ პერ­სო­ნა­ლი პირ­ვე­ლი წუ­თი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ სით­ბოს და ყუ­რა­დღე­ბას იჩენს თი­თო­ე­უ­ლი სტუმ­რის მი­მართ და გაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ მას­პინ­ძლო­ბის ტრა­დი­ცია მარ­თლაც ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ გინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­ხა­ტო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ეძებ სი­ტყვებს, ემო­ცი­ას და ძნე­ლია ორი სი­ტყვით მო­უ­ყა­რო სათ­ქმელს თავი.. ერთი ის გა­ი­მე­დებს, რომ გან­ვლი­ლი დღე­ე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში, ფო­ტო­ებ­ში თით­ქმის ყვე­ლა დე­ტა­ლი თავ­მოყ­რი­ლია, რი­თაც გინ­და ყვე­ლას უამ­ბო და გა­უ­ზი­ა­რო შენი ემო­ცი­ე­ბი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და რაც მთა­ვა­რია, უმ­თავ­რე­სი სათ­ქმე­ლი - აღ­მო­ა­ჩი­ნე ის რაც შე­ნია, რაც ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ა­მა­ყოა, ეს­ტუმ­რეთ ყაზ­ბეგს, შე­ა­ღეთ კავ­კა­სი­ის კა­რიბ­ჭე, იგი­ვე „Porta Caucasia“, სა­ი­და­ნაც იწყე­ბა დიდი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ჩვე­ნი ულა­მა­ზე­სი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს, გა­საც­ნო­ბად და აღ­მო­სა­ჩე­ნად!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება

აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში – ეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლის მთავარი მოწოდებაა, რომელიც ყველა საქართველოში მცხოვრებს გვირჩევს ვიმოგზაუროთ, უკეთ შევიცნოთ და აღმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყანა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მართლაც გამორჩეულია თავისი ღირსშესანიშნაობებით, სანახაობებით, ბუნებით, ისტორიითა და ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნებით.

გასული წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად იზრდება იმ თანხის მოცულობა, რომელსაც ქართველი მოგზაურები საზღვარგარეთ ხარჯავენ. თუმცა წელს, როდესაც საზღვრები დაკეტილია, მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის ნაწილი სწორედ ქვეყნის შიდა ტურიზმში დაიხარჯოს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და კოვიდ 19–ით გამოწვეული პრობლემების ფონზე მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლებს, რათა მათ შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა.

გადაწყვეტილება მიღებულია და ზღაპრული თავგადასავალიც სწორედ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობით იწყება. ახლა ისღა დაგვრჩენია გადავწყვიტოთ, თუ საიდან დავიწყოთ მოგზაურობა – ამ კითხვამ, ალბათ, არაერთი ჩვენგანის გონებაში უკვე ბევრჯერ გაიელვა. ბევრმა დაიწყო კიდეც მოგზაურობა, ბევრი კი სწორედ ახლა არჩევს იმ მიმართულებებს, რომელსაც უნდა ესტუმროს. მერწმუნეთ, ერთ–ერთი პირველი ტური აუცილებლად დაგეგმეთ ყაზბეგში, საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა და დაუვიწყარი თავგადასავალი იწყება!..

თბილისიდან 150 კილომეტრი, დაახლოებით 2 საათის სავალი გზა და თქვენ სტეფანწმინდაში ხართ, ადგილი, რომელიც ძალიან ახლოს არის ცასთან და ნებისმიერ სტუმარს თავისი მედიდური მთებით, ბუნებით, სიდიადითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით აჯადოებს. მყინვარწვერი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, ჯუთა, თრუსოს ხეობა – მათი ნახვის გარეშე საქართველოში მოგზაურობა ხომ წარმოუდგენელია?!

ყაზბეგში ჩასულები სასტუმრო „პორტა კავკასიაში“ ვჩერდებით. კავკასიის კარიბჭე – სწორედ ამას ნიშნავს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სახელწოდება და აღწერს კიდეც ყაზბეგს და მის ადგილმდებარეობას, რომელიც მართლაც საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭეა, მის გარშემო არსებული ბუნების ენითაღუწერელი სილამაზით, საუკეთესო დასვენებისთვის აუცილებელი ეკოლოგიით, სიმშვიდით და მაღალმთიანი საქართველოსთვის დამახასიათებელი ისტორიის სიდიადით. 33 ნომერი და მაქსიმალური კომფორტი, ღია და დახურული ვერანდები, ქართული და ევროპული სამზარეულო, სპა ცენტრი, სპორტ-დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, სილამაზის ცენტრი, ღვინის მაღაზია – ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რასაც სასტუმრო „პორტა კავკასია“ სთავაზობს სტუმრებს და თანაც, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. სასტუმროში დაბინავება 180 ლარიდან არის შესაძლებელი 1 ღამით 2 ადგილიან აპარტამენტში.

„პორტა კავკასია“ ყაზბეგის ცენტრში მდებარეობს და მისი ვერანდებიდან, ნომრებიდან, ულამაზესი პანორამული ხედები იშლება გარშემო შემორტყმულ კავკასიონის დათოვლილ ქედებსა და მყინვარებზე. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სასტუმრო ერთ სივრცეში უყრის თავს, სრულიად განსხვავებული ინტერესებისა და მოლოდინების მქონე ტურისტებისთვის სასურველ მიმართულებებს: სამთო და სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეთნო ტურიზმი... შესაბამისად ამ მხრივ იდეალური გარემო იქმნება, როგორც საოჯახო, ასევე სათავგადასავლო დასვენების მოყვარული ჯგუფებისთვის, რომ სწორედ „პორტა კავკასიაში“ იპოვოს თავის ინტერესებისთვის, სურვილებისა და მოლოდინებისთვის შესაფერისი გარემო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სასტუმრო სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად დაცულია სტუმრებისთვის.

შთაბეჭდილებები, რომელიც სასტუმროში სტუმრობის მომენტიდან იქმნება, მართლაც მრავალფეროვანია. „პორტა კავკასია“ ეს არის დასვენებისთვის განკუთვნილი სწორედ ის გარემო, სადაც ყველა დეტალში ჩანს და იგრძნობა სტუმრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება - დიზაინში ერთდროულად იკითხება თანამედროვე, ავანგარდული და ამავე დროს კლასიკური, უზომოდ დახვეწილი სტილი. სასტუმროს ჰოლში ინტერიერის თანამედროვე კლასიკურ დიზაინს სურეალისტური მხატვრობის ელემენტები იმდენად საინტერესო და ლამაზ ელფერს სძენს, რომ სივრცეში შესვლისთანავე უყალიბებს სტუმარს დახვეწილი გარემოს მიმართ ამაღლებულ განწყობას. რაც უფრო მეტად ეცნობი გარემოს, მით მეტად რწმუნდები, რომ არც ერთი დეტალი შემთხვევითი არ არის და განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და გემოვნებითაა შექმნილი. კომპლექსის მეორე სართულიდან, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის კულტურისა და ისტორიის გაცნობა, კომპლექსის კედლებზე განთავსებული 100 წლიანი ისტორიის მქონე უნიკალური და ექსკლუზიური ფოტო-ექსპონატებით იწყება, რომლებიც ყაზბეგის ისტორიაზე, მთაში მცხოვრებთა ჩვეულებებზე, ადათებზე, ცხოვრების წესსა და ტრაციციებზე გვიყვება. გავდივართ ვერანდაზე და თვალწინ 12 საუკუნოვანი ისტორია, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზეა - ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აღმართული, ხევის უმთავრესი სალოცავი გერგეთის სამება გვირგვინივით ადგას თავზე ყაზბეგს. ემოციები აქ არ სრულდება...

მგზავრობისგან დაღლილებს, საოცარი კეთილგანწყობით სავსე მასპინძლები სამზარეულოსკენ გვეპატიჟებიან. აქ კი კიდევ ერთი დიდი სიამოვნება, შთაბეჭდილებები და კულინარიული თავგადასავალი იწყება. ადგილობრივები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხევში ყველაზე გემრიელი სამზარეულო და მათ შორის მაღალმთიანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - ხინკალი სწორედ „პორტა კავკასიაში“ მზადდება, რომლის დასაგემოვნებლად, სტუმრები, ხშირად გუდაურიდან, ფასანაურიდან და ყაზბეგის შემოგარენიდან სპეციალურად მიდიან. ხინკლის გარდა, შეგიძლიათ ასევე დააგემოვნოთ მწვადი, ქაბაბი, ხაბიზგინა, ფხალი, წვნიანი ქონდრიანა, და სხვა უამრავი კერძი, რომლებიც ადგილობრივი სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. პარალელურად, სასტუმროში ევროპული რესტორანი „ლიგურია“ ფუნქციონირებს, რომელიც მრავალფეროვანი ევროპული კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს.

ღვინის ტურიზმის მოყვარულთათვის სასტუმროში „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის ენოთეკაა წარმოდგენილი, სადაც თანამედროვე ღვინის შოუ-რუმებისთვის დამახასიათებელი ინტერიერი, საოცრად ორიგინალური, საქართველოს რუქის ფორმის ღვინის ნიშა, სადეგუსტაციო კუთხე და ხარებას 50-ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. „მეღვინეობა ხარებას“ ბოთლისა და ჩამოსასხმელი ღვინოების პარალელურად მაღაზია სტუმრებს ექსტრა-პრემიუმ კლასის ბრენდის, „ლიპარტიანის“ ღვინოსა და სხვა უნიკალურ ვაზის პროდუქტებს სთავაზობს, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია წიპწის ზეთი, რომელიც ჯერ კიდევ ბიბლიაში „უძველესი მკურნალის“ სახელითაა მოხსენიებული და ჯანმრთელობისთვის თურმე მართლაც საოცრად სასარგებლო პროდუქტი ყოფილა, როგორც ადგილობრივმა კონსულტანტმა აგვიხსნა. ღვინის ტურის ფარგლებში მაღაზიაში მუდმივად ეწყობა დეგუსტაციები სტუმრების სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით. აქ შესაძლებელია მოისმინოთ საინტერესო ფაქტები ქართულ ღვინოსა და მის ისტორიაზე და დააგემოვნოთ ისეთი უნიკალური ღვინის სახეობები, როგორებიცაა „ოცხანური საფერე“, კრახუნა, ხიხვი, უსახელოური, ხვანჭკარა და კიდევ 50-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ღვინო. ხოლო მათ კი, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და ყაზბეგიდან სხვადასხვა სამთო ტურის განხორციელებას გეგმავს, სასტუმრო ამ მომსახურებასაც სთავაზობს. ინდივდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, თრუსოს ხეობა, სნო, ჯუთა და სხვა - სასტუმროს ადმინისტრაცია დაგეხმარებათ და კომფორტული ავტომობილებით გადაადგილებასაც შემოგთავაზებთ. კობის მიმართულებით ტური კი სასტუმროს სტანდარტული პაკეტის ღირებულებაში შედის.

ყაზბეგიდან წამოსვლის დროც დადგა. სტუმრობის დასასრულს უამრავი ემოცია და შთაბეჭდილება ირევა ერთმანეთში, თითქოს ერთი ამოსუნთქვით გავიდა დრო, რაც კიდევ უფრო გიმძაფრებს ამ გარემოში დარჩენის სურვილს, ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლებისთვის, რაც მართლაც უსაზღვრო და ამოუწურავია. „პორტა კავკასიას“ პერსონალი პირველი წუთიდან განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას იჩენს თითოეული სტუმრის მიმართ და გაგრძნობინებს, რომ მასპინძლობის ტრადიცია მართლაც ერთ-ერთი განსაკუთრებულია საქართველოში. ამ ყოველივეს შემდეგ გინდა განსაკუთრებულად გამოხატო შთაბეჭდილებები, ეძებ სიტყვებს, ემოციას და ძნელია ორი სიტყვით მოუყარო სათქმელს თავი.. ერთი ის გაიმედებს, რომ განვლილი დღეების ჩანაწერებში, ფოტოებში თითქმის ყველა დეტალი თავმოყრილია, რითაც გინდა ყველას უამბო და გაუზიარო შენი ემოციები, შთაბეჭდილებები და რაც მთავარია, უმთავრესი სათქმელი - აღმოაჩინე ის რაც შენია, რაც ყველაზე განსაკუთრებული და საამაყოა, ესტუმრეთ ყაზბეგს, შეაღეთ კავკასიის კარიბჭე, იგივე „Porta Caucasia“, საიდანაც იწყება დიდი თავგადასავალი ჩვენი ულამაზესი ქვეყნის, საქართველოს, გასაცნობად და აღმოსაჩენად!..

Mastercard და TKT.ge შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარი“ შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს