საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"
პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბულ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­მა რე­ფე­რენ­დუმ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის - 78%-იანი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა, რაც პუ­ტინს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა კი­დევ 16 წლით, 2036 წლამ­დე გა­ი­ხან­გრძლი­ვოს. იმ დრო­ის­თვის ის უკვე 83 წლის იქ­ნე­ბა...

რე­ფორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, პუ­ტი­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა 2024 წელს გა­ნულ­დე­ბა, რაც მას შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, პრე­ზი­დენ­ტად კი­დევ ორ­ჯერ, თი­თო­ე­ულ ჯერ­ზე ექ­ვსი წლის ვა­დით აირ­ჩი­ონ.

ოპო­ზი­ცი­ამ რე­ფე­რენ­დუ­მი დაგ­მო და აღ­ნიშ­ნა, რომ პუ­ტი­ნის მი­ზა­ნი "მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბაა".

რო­გორ მი­აღ­წია პუ­ტინ­მა რუსი მო­სახ­ლე­ო­ბის ასეთ მხარ­და­ჭე­რას, და მე­ო­რე მხრივ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­ზე მისი "მა­რა­დი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბა"? - ამ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ა­სა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ანს ესა­უბ­რა.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­უ­ბა­რი იყო, რომ პარ­ლა­მენტს მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პუ­ტინს ჰქო­ნო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ ეყა­რა კენ­ჭი, რამ­დენ­ჯე­რაც მო­ე­სურ­ვე­ბო­და, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტმა სა­კი­თხი რე­ფე­რენ­დუმ­ზე გან­გებ გა­ი­ტა­ნა:

VIDEO: "სტა­ლი­ნის შემ­დეგ მე­ო­რე, ვი­საც სა­მუ­და­მოდ შე­ეძ­ლე­ბა დარ­ჩეს ლი­დე­რად" - რას ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პუ­ტი­ნის ზე­ო­ბა 2036 წლამ­დე

"პუ­ტინს უნდა, სა­ხალ­ხო მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ფე­რენ­დუმ­ზე გა­ი­ტა­ნა ეს სა­კი­თხი. იმ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სა­კი­თხე­ბი შე­ე­ხე­ბა ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას, პენ­სი­ო­ნე­რე­ბის, მუ­შე­ბის თუ სხვა­თა უფ­ლე­ბებს, და ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მათ­ზე თქვას "არა" იმ მა­სებ­მა, რო­მელ­ზეც პუ­ტი­ნი მუ­შა­ობს.

პუ­ტი­ნი ხდე­ბა სტა­ლი­ნის შემ­დეგ მე­ო­რე ლი­დე­რი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­მუ­და­მოდ დარ­ჩეს ლი­დე­რად

ეს არის ის გლო­ბა­ლუ­რი ტრენ­დი, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და რო­მელ­საც ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­პირ­წო­ნედ ვხე­დავთ - ერ­თპარ­ტი­უ­ლი, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა. ამ რე­ფე­რენ­დუ­მით პუ­ტინ­მა ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი და­უს­ვა რუ­სე­თის, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მის და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ვე­ბას და სწო­რედ ერ­თპი­როვ­ნულ, ერ­თპარ­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, იქამ­დე, სა­ნამ ის ცო­ცხა­ლია.

თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პუ­ტინ­მა და მის­მა სის­ტე­მამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, ძალა ან ლი­დე­რი. ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა. იქ­ნე­ბო­და ეს ნემ­ცო­ვი თუ სხვე­ბი, ზოგი და­ი­ღუ­პა, ზოგ­მა და­კარ­გა შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყოს საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი. სწო­რედ ეს არის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი, ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, რუს ხალ­ხს, გარ­და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბი­სა, სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვას არ უტო­ვებს.

78%-იანი მხარ­და­ჭე­რა მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სი მუ­შა­ობს ერ­თპარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პი­რო­ბებ­ში და ნე­ბის­მი­ე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ან არ რე­გის­ტრირ­დე­ბა, ან უბ­რა­ლოდ, უმ­ცი­რე­სო­ბის უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექსტს - ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ამ ფონ­ზეც არის ოკუ­პა­ცია, რუ­სე­თის აგ­რე­სია, რო­მე­ლიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია 1990-იანი წლე­ბი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­შა­ლოს საბ­ჭო­თა სის­ტე­მის მი­ხედ­ვით:

"პუ­ტი­ნის იმ­პე­რი­უ­ლი გეგ­მაა, და­ა­ნა­წევ­როს სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში და­უმ­თავ­რე­ბე­ლი აქვს ეს პრო­ექ­ტი. ამ რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად ის შე­საძ­ლოა, სა­მუ­და­მოდ გახ­დეს პრე­ზი­დენ­ტი და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა იმ გეგ­მის ერთ-ერთი ობი­ექ­ტი, რაც არ­სე­ბობს 2022-ის­თვის, რომ მან უნდა შე­მო­ი­ერ­თოს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - უფრო ჰიბ­რი­დუ­ლად, ნელ-ნელა, ვიდ­რე ღია აგ­რე­სი­ით, ამას უკვე ვხე­დავთ და და­ვი­ნა­ხავთ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­შიც.

"ამო­მა­ვა­ლი ცარი" - ილუსტრა­ცია ჟურ­ნალ TIME-ის­თვის, ავ­ტო­რი: Justin Metz

რუ­სე­თის­თვის იმ­პე­რი­უ­ლი ზრახ­ვე­ბი, შე­მო­ი­ერ­თოს „ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის თვალ­საზ­რი­სით და და­ამ­ყა­როს რუ­სუ­ლი, პუ­ტი­ნის სის­ტე­მის მსგავ­სი ერ­თპი­როვ­ნუ­ლი, ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, ჩაკ­ლას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და უკ­რა­ი­ნა­ში, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზა­ნია. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­სის შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა - მას არ უნდა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მის გარ­შე­მო.

სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე­ე­ბია (ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ასე თუ ისე ეს სა­კი­თხი და­ლა­გე­ბუ­ლი აქვს) და ის შე­ეც­დე­ბა, რომ რუ­სუ­ლი, პუ­ტი­ნის ტი­პის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი, ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, ერთ დოგ­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. ვფიქ­რობ, დღე­ვან­დე­ლი მმარ­თვე­ლო­ბით ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცდი­ლობს, არა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში არ შე­ვი­დეს არც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან, არა­ნა­ირ კო­ა­ლი­ცი­ა­ზე არ ფიქ­რობს.

ეს არის სწო­რედ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და "ოც­ნე­ბა" შე­ეც­დე­ბა სწო­რედ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი, ერ­თპარ­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რათა და­ამ­სგავ­სოს პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბას და ამით მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის გული მო­ი­გოს" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

"სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია პუ­ტი­ნის "სა­მუ­და­მო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე" სა­უბ­რობს. მისი მო­საზ­რე­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ვი­თა­რე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი დარ­ჩე­ბა:

- პუ­ტი­ნის მი­ზა­ნი იყო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნემ­ტკი­ცე­ბი­ნა რე­ჟი­მის უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­კუ­თა­რი ყოფ­ნა სა­თა­ვე­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ის სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც მხა­რი და­უ­ჭი­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ ანა­ლო­გი­უ­რი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს აფ­რი­კულ და აზი­ის ქვეყ­ნებს, სა­დაც ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მია გამ­ყა­რე­ბუ­ლი.

ეს კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია იმი­სა, რომ რუ­სეთ­ში მტკიც­დე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი და პუ­ტი­ნის სა­მუ­და­მო მმარ­თვე­ლო­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მას გა­უ­ნულ­დე­ბა ის საპ­რე­ზი­დენ­ტო წლე­ბი, რო­მე­ლიც უკვე ჰქონ­და და კი­დევ და­მა­ტე­ბით შე­ეძ­ლე­ბა ორი ვა­დით ყოფ­ნა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს პუ­ტი­ნის ავ­ტო­რი­ტა­რულ მის­წრა­ფე­ბებს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან წა­ა­გავს საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ბოლო ეტაპს და ლო­გი­კუ­რია, რომ ეს ოდეს­ღაც დას­რულ­დე­ბა.

თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, თუ რა ტი­პის რე­ჟი­მი იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი. ვფიქ­რობ, ამ ნა­ბი­ჯით ის კი­დევ ერთხელ უპი­რის­პირ­დე­ბა და­სავ­ლეთს არა მხო­ლოდ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­სტში, არა­მედ, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გამ­ყა­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც უპი­რის­პირ­დე­ბა და­სავ­ლეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ამას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კი­დევ უფრო მეტი შე­ზღუდ­ვა ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის კი­დევ ერთი, ახა­ლი ფაზა უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მართ, რა თქმა უნდა, კი­დევ უფრო ავ­ტო­რი­ტა­ტუ­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნით და გან­სა­კუთ­რე­ბით, ქვეყ­ნის შიგ­ნით პა­ტა­რა ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი­სად­მი

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა არც მე­ფის რუ­სე­თის დროს, არც მეტ-ნაკ­ლე­ბად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რუ­სე­თის დროს და მით უფრო, პუ­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში. ჩვენ ვი­ცით, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნდა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბებს არ ვე­ლო­დე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთა­ვა­რი რის­კი ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა ის, რომ პუ­ტი­ნი კი­დევ უფრო და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა და­სავ­ლეთს, მას შემ­დეგ, რაც კი­დევ უფრო გა­იმ­ყა­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი უვა­დო მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­სავ­ლეთ­მა კონ­კრე­ტუ­ლი სტრა­ტე­გია შე­ი­მუ­შა­ვოს აგ­რე­სი­ულ რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, ისე­თი, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო და ასე­ვე და­იც­ვას ის ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც დღეს ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თი დგას" - აღ­ნიშ­ნავს აქუ­ბარ­დია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ფე­რენ­დუმს, შვიდ­დღი­ა­ნი ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ვის მის­ცე­მია. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ისიც, რომ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ებ­ში ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ას­ლე­ბი გა­მოჩ­ნდა.

კრემ­ლის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა კრი­ტი­კოს­მა, ალექ­სეი ნა­ვალ­ნიმ შე­დე­გებს "დიდი ტყუ­ი­ლი" უწო­და, რო­მე­ლიც არ ასა­ხავს რე­ა­ლურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს ქვე­ყა­ნა­ში. სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ კი მოს­კოვ­სა და სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი და მისი მომ­ხრე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მთლი­ა­ნო­ბა­ში, 200-ს აღე­მა­ტე­ბა - ეროვ­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფა­დაა სა­ჭი­რო. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი კი­დევ მო­ი­ცავს მა­გა­ლი­თად, ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვას და მი­თი­თე­ბის შე­მო­ღე­ბას რუ­სე­თის ის­ტო­რი­უ­ლი, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი "ღვთი­სად­მი რწმე­ნის" შე­სა­ხებ.

პუ­ტი­ნი უკვე 20 წე­ლია რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­შია - ხან პრე­ზი­დენ­ტის, ხა­ნაც კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში...

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
230

ჰალსტუხჭამიამ რუსეთს ყველაფერი სურვილები აუსრულა იმაზე მეტი ვიდრე რუსეთს უნდოდა დაჟე ! 

 

კოდორი და ახალგორი ლანგარზე მიართვა რუსეთს ჰალსტუხჭამიამ ! 

 

ჰალსტუხჭამია არის მოღალატე და საქართველოს მტერი ! 

samtredski
9

2022 წელს აღადგენს საბჭოთა კავშირს ? მანამდე თუ დავრჩით ქართველები ხო კარგი ყოვლ დღე ხოცვა ჟლეტაა ამ ტემპით თუ გაგრძელდა რუსეთი კი არა ნაურუც დაგვიპყრობს.

ავტორი:

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობის - 78%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც პუტინს აძლევს საშუალებას, პრეზიდენტობის ვადა კიდევ 16 წლით, 2036 წლამდე გაიხანგრძლივოს. იმ დროისთვის ის უკვე 83 წლის იქნება...

რეფორმების ფარგლებში, პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს განულდება, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, პრეზიდენტად კიდევ ორჯერ, თითოეულ ჯერზე ექვსი წლის ვადით აირჩიონ.

ოპოზიციამ რეფერენდუმი დაგმო და აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი "მთელი ცხოვრება პრეზიდენტობაა".

როგორ მიაღწია პუტინმა რუსი მოსახლეობის ასეთ მხარდაჭერას, და მეორე მხრივ, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე მისი "მარადიული პრეზიდენტობა"? - ამ საკითხებზე AMBEBI.GE უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, თეონა აქუბარდიასა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

მაჭავარიანის თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო, რომ პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება და პუტინს ჰქონოდა საშუალება, კიდევ ეყარა კენჭი, რამდენჯერაც მოესურვებოდა, თუმცა პრეზიდენტმა საკითხი რეფერენდუმზე განგებ გაიტანა:

VIDEO: "სტალინის შემდეგ მეორე, ვისაც სამუდამოდ შეეძლება დარჩეს ლიდერად" - რას ნიშნავს საქართველოსთვის პუტინის ზეობა 2036 წლამდე

"პუტინს უნდა, სახალხო მხარდაჭერა ჰქონდეს და შესაბამისად, რეფერენდუმზე გაიტანა ეს საკითხი. იმ საკითხებთან ერთად, რომელიც რუსეთის პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, საკითხები შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, პენსიონერების, მუშების თუ სხვათა უფლებებს, და ფაქტობრივად, ძალიან რთულია, მათზე თქვას "არა" იმ მასებმა, რომელზეც პუტინი მუშაობს.

პუტინი ხდება სტალინის შემდეგ მეორე ლიდერი, საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ დარჩეს ლიდერად

ეს არის ის გლობალური ტრენდი, რომელიც ჩინეთმა ჩამოაყალიბა და რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის საპირწონედ ვხედავთ - ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობა. ამ რეფერენდუმით პუტინმა ფაქტობრივად, საბოლოო წერტილი დაუსვა რუსეთის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მის დასავლეთთან დაახლოვებას და სწორედ ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი, იქამდე, სანამ ის ცოცხალია.

თუ დავაკვირდებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პუტინმა და მისმა სისტემამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ ჩამოყალიბებულიყო ახალი პოლიტიკური ცენტრი, ძალა ან ლიდერი. ის უალტერნატივოა. იქნებოდა ეს ნემცოვი თუ სხვები, ზოგი დაიღუპა, ზოგმა დაკარგა შესაძლებლობა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. სწორედ ეს არის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობის ნიშნები, რომელიც ფაქტობრივად, რუს ხალხს, გარდა ქვეყნის დატოვებისა, სხვა ალტერნატივას არ უტოვებს.

78%-იანი მხარდაჭერა მიანიშნებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული სახელმწიფო რესურსი მუშაობს ერთპარტიული მხარდაჭერის პირობებში და ნებისმიერი განსხვავებული აზრი ან არ რეგისტრირდება, ან უბრალოდ, უმცირესობის უმცირესობაში აღმოჩნდება" - აღნიშნავს მაჭავარიანი.

რაც შეეხება საქართველოს კონტექსტს - ექსპერტის თქმით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ამ ფონზეც არის ოკუპაცია, რუსეთის აგრესია, რომელიც ჩაფიქრებულია 1990-იანი წლებიდან, რომ საქართველო დაშალოს საბჭოთა სისტემის მიხედვით:

"პუტინის იმპერიული გეგმაა, დაანაწევროს საქართველო, საქართველოსა და უკრაინაში დაუმთავრებელი აქვს ეს პროექტი. ამ რეფერენდუმის შედეგად ის შესაძლოა, სამუდამოდ გახდეს პრეზიდენტი და საქართველო იქნება იმ გეგმის ერთ-ერთი ობიექტი, რაც არსებობს 2022-ისთვის, რომ მან უნდა შემოიერთოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიები - უფრო ჰიბრიდულად, ნელ-ნელა, ვიდრე ღია აგრესიით, ამას უკვე ვხედავთ და დავინახავთ უახლოეს პერიოდშიც.

"ამომავალი ცარი" - ილუსტრაცია ჟურნალ TIME-ისთვის, ავტორი: Justin Metz

რუსეთისთვის იმპერიული ზრახვები, შემოიერთოს „ახალი ტერიტორიები“ საქართველოს და უკრაინის თვალსაზრისით და დაამყაროს რუსული, პუტინის სისტემის მსგავსი ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა, ჩაკლას ევროატლანტიკური პერსპექტივა საქართველოში და უკრაინაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მიზანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის შიდა პოლიტიკური გავლენა - მას არ უნდა დემოკრატიული სახელმწიფოები მის გარშემო.

საქართველო და უკრაინა ერთ-ერთი მთავარი სამიზნეებია (ცენტრალურ აზიაში ასე თუ ისე ეს საკითხი დალაგებული აქვს) და ის შეეცდება, რომ რუსული, პუტინის ტიპის ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა, ერთ დოგმაზე დამყარებული სისტემა ჩამოაყალიბოს. ვფიქრობ, დღევანდელი მმართველობით ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ცდილობს, არანაირ მოლაპარაკებაში არ შევიდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არანაირ კოალიციაზე არ ფიქრობს.

ეს არის სწორედ დემოკრატიული მმართველობა და "ოცნება" შეეცდება სწორედ ერთპიროვნული, ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, რათა დაამსგავსოს პუტინის მმართველობას და ამით მეზობელი ქვეყნის გული მოიგოს" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია პუტინის "სამუდამო მმართველობაზე" საუბრობს. მისი მოსაზრებით, რაც შეეხება საქართველოს, ვითარება ანალოგიური დარჩება:

- პუტინის მიზანი იყო, რომ მაქსიმალურად განემტკიცებინა რეჟიმის უსაფრთხოება და საკუთარი ყოფნა სათავეში. შესაბამისად, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის უმრავლესობამ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. საინტერესოა ის, რომ ანალოგიური საკონსტიტუციო ცვლილებები ახასიათებს აფრიკულ და აზიის ქვეყნებს, სადაც ავტორიტარიზმია გამყარებული.

ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისა, რომ რუსეთში მტკიცდება ავტორიტარული რეჟიმი და პუტინის სამუდამო მმართველობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას გაუნულდება ის საპრეზიდენტო წლები, რომელიც უკვე ჰქონდა და კიდევ დამატებით შეეძლება ორი ვადით ყოფნა და ხელისუფლებაში დარჩენა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის ავტორიტარულ მისწრაფებებს, რომელიც ძალიან წააგავს საბჭოთა პერიოდის ბოლო ეტაპს და ლოგიკურია, რომ ეს ოდესღაც დასრულდება.

თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, თუ რა ტიპის რეჟიმი იქნება, რამდენად აგრესიული. ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება დასავლეთს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში, არამედ, კონსტიტუციაში გამყარებული კონსერვატიული ღირებულებებით, რომელიც უპირისპირდება დასავლეთში დამკვიდრებულ ლიბერალურ ღირებულებებს. ამასთან, ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა ხდება, განსაკუთრებით, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

პუტინის მმართველობის კიდევ ერთი, ახალი ფაზა უფრო აგრესიული იქნება დასავლეთის მიმართ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ავტორიტატული ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით, ქვეყნის შიგნით პატარა ოპოზიციური ჯგუფებისადმი

რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა არც მეფის რუსეთის დროს, არც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული რუსეთის დროს და მით უფრო, პუტინის პერიოდში. ჩვენ ვიცით, რა ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ცვლილებებს არ ველოდები.

საქართველოსთვის მთავარი რისკი ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ პუტინი კიდევ უფრო დაუპირისპირდება დასავლეთს, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო გაიმყარა თავისი პოზიციები უვადო მმართველობასთან დაკავშირებით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, დასავლეთმა კონკრეტული სტრატეგია შეიმუშავოს აგრესიულ რუსეთთან მიმართებაში, რომ დაიცვას საკუთარი მოკავშირეები, ისეთი, როგორიცაა საქართველო და ასევე დაიცვას ის ლიბერალური ღირებულებები, რომელზეც დღეს ცივილიზებული დასავლეთი დგას" - აღნიშნავს აქუბარდია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება რეფერენდუმს, შვიდდღიანი ხმის მიცემის პროცესზე დამოუკიდებელი დაკვირვების განხორციელების საშუალება არავის მისცემია. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ კვირის განმავლობაში, წიგნების მაღაზიებში ახალი კონსტიტუციის ასლები გამოჩნდა.

კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ შედეგებს "დიდი ტყუილი" უწოდა, რომელიც არ ასახავს რეალურ საზოგადოებრივ აზრს ქვეყანაში. საკონსტიტუციო ცვლილებების რამდენიმე ასეულმა მოწინააღმდეგემ კი მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციები გამართა.

რუსეთის პრეზიდენტი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ რეფორმები, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში, 200-ს აღემატება - ეროვნული სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. კონსერვატიული რეფორმები კიდევ მოიცავს მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას და მითითების შემოღებას რუსეთის ისტორიული, მემკვიდრეობითი "ღვთისადმი რწმენის" შესახებ.

პუტინი უკვე 20 წელია რუსეთის ხელისუფლების სათავეშია - ხან პრეზიდენტის, ხანაც კი პრემიერ-მინისტრის რანგში...

ევროკავშირი ამერიკული კომპანიისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 160 მილიონ დოზას შეიძენს

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში და ფოტოები აზერბაიჯანის პირველი ლედის "ინსტაგრამიდან" - "ჩემმა ძმამ, ერდოღანმა მხარდაჭერა გაგვიწია"

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი