სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა
კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დე­რი კიმ ჩენ ინი აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნამ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით "ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბას“ მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"ბრწყინ­ვა­ლე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ. დამ­ღუპ­ვე­ლი ვირუ­სის ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა აღვკვე­თეთ და სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ფხიზ­ლე უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და ან­ტი­ე­პი­დე­მი­ურ ფრონტზე არ უნდა მოვ­დუნ­დეთ, ვი­ნა­ი­დან ვირუ­სი მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში კვლავ არ­სე­ბობს" - გა­ნა­ცხა­და კიმ ჩენ ინმა პო­ლიტ­ბი­უ­როს სხდო­მა­ზე.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, ქვეყ­ნის ლი­დერ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ან­ტი­ე­პი­დე­მი­უ­რი ზო­მე­ბის ნაჩ­ქა­რე­ვი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვევს წარ­მო­უდ­გე­ნელ და შე­უქ­ცე­ვად კრი­ზისს.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჩრდლი­ო­ეთ კო­რე­ამ სა­ზღვრე­ბი 6 თვის წინ ჩა­კე­ტა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა ამის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს არ სჯე­რა და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა რე­ა­ლურ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას მა­ლავს.

ეპი­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი დახ­ვრი­ტეს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ცნო­ბა არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

რო­დე­საც 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და და ჩი­ნე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­საც მო­ე­დო, იქ მყო­ფი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, მსოფ­ლი­ომ არ იცის ოფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­უბ­რუნ­და სამ­შობ­ლოს და რამ­დენ მათ­განს აღ­მო­აჩ­ნდა ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი.

"ასი პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი", - ამ­ბობს სამ­ხრეთ კო­რე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი ნამ სუნგ ვუკი.

ჩი­ნე­თის ელჩი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იტან­ჯე­ბი­ან ამ და­ა­ვა­დე­ბით მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში არც ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სით ამ დრო­ის­თვის 11 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 524 177 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 6.1 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, ეს­პა­ნე­თი, პერუ, ჩილე, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია და მექ­სი­კა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბონდო ბონდარენკო
3

ხო და კიდევ ყოველ მსოფლიო ჩემპიონატს ეგენი იგებენ...

სტანგერი
3

რა მაგრად გამაცინეთ....

უფრო სწორედ, ბატონმა კიმმა გამაცინა

:))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატებას“ მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნეთ. ჯერჯერობით სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოვდუნდეთ, ვინაიდან ვირუსი მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ არსებობს" - განაცხადა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს სხდომაზე.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანტიეპიდემიური ზომების ნაჩქარევი შემსუბუქება გამოიწვევს წარმოუდგენელ და შეუქცევად კრიზისს.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო ჩრდლიოეთ კორეამ საზღვრები 6 თვის წინ ჩაკეტა. ოფიციალურად ქვეყანაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ამის საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა და მიიჩნევენ, რომ ქვეყანა რეალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას მალავს.

ეპიდემიის საწყის ეტაპზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი დახვრიტეს, თუმცა ოფიციალურად ეს ცნობა არავის დაუდასტურებია.

როდესაც 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსი გავრცელდა და ჩინეთის სხვა ქალაქებსაც მოედო, იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, მსოფლიომ არ იცის ოფიციალურად რამდენი ადამიანი დაუბრუნდა სამშობლოს და რამდენ მათგანს აღმოაჩნდა ახალი ტიპის ვირუსი.

"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არიან ინფიცირებული პაციენტები", - ამბობს სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი ნამ სუნგ ვუკი.

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები იტანჯებიან ამ დაავადებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არც ერთი ინფიცირებული არ არის.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ამ დროისთვის 11 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 524 177 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 6.1 მილიონი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, დიდი ბრიტანეთი, იტალია და მექსიკა.

კიმ ჩენ ინი ჯინსის შარვლების წინააღმდეგ - რატომ აუკრძალა დიქტატორმა ქალებს ტანზე მომდგარი შარვლის ჩაცმა

ინდოეთში მდინარე განგის ნაპირებთან ასობით გვამია ნაპოვნი - რას უკავშირებენ ადგილობრივები ყოველივეს

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?