2 ივლის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს წარმოუდგენელი სიურპრიზი მოუწყეს და საკუთარ დაბადების დღეზე მანქანა აჩუქეს. "საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში" - დაწერა გახარებულმა ევამ "ინსტაგრამზე" და საჩუქრის ფოტოებიც გამოაქვეყნა.
არსებული ინფორმაციით, ევას ავტომობილი შორენას ბეგაშვილის მეგობარმა აჩუქა.
2016 წლის მარტში ევას უმძიმესი ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექიმები დამაიმედებელ პროგნოზსაც ვერ აკეთებდნენ.
თურქეთში მკურნალობისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. სკოლა დაამთავრა და ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტია. გოგონა ხშირად მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებში და დედის მსგავსად საკმაოდ ძვირადღირებული ინფლუენსერი და ფოტომოდელია.
ღმერთმა სულ ბედნიერად ამყოფოს. ისე ზოგს რა ბედი აქვს, მაქანა კი არადა გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარეთ, ვისაც ამდენი შესაძლებლობა გაქვთ ვაიკაცებო,რომლებიც საჭმელს ნაგავში ეძებენ. რა ნახეთ ასეთი ამ დედა-შვილში მამა-კაცებო, რომ 30 000-იან ჩანთებს და ავტომობილებს ჩუქნით და ა. შ. საუბედუროდ პატიოსანი გოგონების ცხოვრებას არანაირი ფასი აღარ აქვს, თორემ ეს გოგონა ბედნიერებით სავსე იყოს მუდამ.....ჩემი რა მიდის....
ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს....დედაც ასეთი უნდა ):