პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა
"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

იუ­ბი­ლა­რი გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტი ლიკა ბი­ცა­ძე, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა AMBEBI.GE-სთან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცი­ას გან­მარ­ტავს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ა­შუ­ქა.

"ძა­ლი­ან მინ­და ისე მი­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რო­გორც ამას ჩვენ ვა­ცხა­დებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგ­რძელ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან მუ­ქა­რე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ვი­სარ­გებ­ლოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით და მო­ვი­თხო­ვოთ სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა.

ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ, ამ ეტაპ­ზე ჩვენ არ ვი­თხოვთ დაც­ვას, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში" - აცხა­დებს ლიკა ბი­ცა­ძე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კვლავ მძი­მეა. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სახ­ლი­დან არ გა­მო­დის.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა რა ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და და ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ხომ არ უნდა მიჰ­ყვეს მას უკან მე­ო­რეც?! 18 წლის გო­გოა, მისი ფსი­ქი­კა ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტაპ­ზეა და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ხომ არ უნდა გავ­ხა­დოთ იძუ­ლე­ბუ­ლი ცუდ­ზე იფიქ­როს?!

სულ სახ­ლშია, არ გა­მო­დის სახ­ლი­დან. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ ჰყავს და მამა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი უწე­ვენ თა­ნად­გო­მას. ტე­ლე­ფო­ნიც არ აქვს. უნდა ძალა მო­იკ­რი­ბოს, რომ მე­დი­ით გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა თვი­თონ.

სა­ი­დან წა­მო­ვი­და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის თემა, მიკ­ვირს. სრუ­ლი აბ­სურ­დია. მა­მამ გა­და­უ­ხა­და და­ბა­დე­ბის დღე. რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი?! ბი­ლე­თე­ბი კი არა, ფუ­ლიც არ აუ­ღია სა­ჩუქ­რად რომ შე­უგ­რო­ვეს მე­გობ­რებ­მა. 50 ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ და­უ­პა­ტი­ჟე­ბია. ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა მი­იყ­ვა­ნა და ასე შე­იკ­რი­ბა ამ­დე­ნი ხალ­ხი", - უყ­ვე­ბა AMBEBi.GE -ს ად­ვო­კა­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რედაქციას
202

ძალიან გთხოვთ, დახუროთ კომენტარები ამ სტატიაზე, რადგან დიდი ალბათობით ამ გოგონას ბულინგი აქ გაგრძელდება.

ტოტო
31

ვიღაცამ ვიღაცა მოიყვანა და მცხეთაში ჩაიყვანა?. ათ კაცზე,თუ აკეთებდით,რა საჭირო იყო აგარაკის დაქირავება ? თუ ამდენი ხალხი მოგროვდა ვერ აუხსენით,რომ არ შეიძლებოდა ამდენი ხალხი ერთად ? პირველი ჩხუბი,რომ ატყდა,რატომ არ დარეკეთ პოლიციაში ? აშკარად იგრძნობა,რომ იტყუებიან,იტყუება უმეტესობა ვინც მაგ საქმეშია,ასეთი შტაბეჭდილებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

იუბილარი გოგონას ადვოკატი ლიკა ბიცაძე, რომლის დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებულ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა AMBEBI.GE-სთან მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას განმარტავს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთმა მედიასაშუალებამ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა.

"ძალიან მინდა ისე მივიდეს საზოგადოებამდე ჩვენი პოზიცია, როგორც ამას ჩვენ ვაცხადებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგრძელდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მუქარები და შეურაცხყოფები, იძულებული ვიქნებით, ვისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული უფლებით და მოვითხოვოთ სახელმწიფო სპეციალური დაცვა.

ხაზგასმით ვაცხადებ, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვითხოვთ დაცვას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში" - აცხადებს ლიკა ბიცაძე.

უფლებადამცველის თქმით, გოგონას მდგომარეობა ფსიქოლოგიურად კვლავ მძიმეა. ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახლიდან არ გამოდის.

"საშინელებაა რა ტრაგედიაც დატრიალდა და ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ხომ არ უნდა მიჰყვეს მას უკან მეორეც?! 18 წლის გოგოა, მისი ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა და არაფერია გამორიცხული. ხომ არ უნდა გავხადოთ იძულებული ცუდზე იფიქროს?!

სულ სახლშია, არ გამოდის სახლიდან. დედა საზღვარგარეთ ჰყავს და მამა და ოჯახის სხვა წევრები უწევენ თანადგომას. ტელეფონიც არ აქვს. უნდა ძალა მოიკრიბოს, რომ მედიით გააკეთოს განცხადება თვითონ.

საიდან წამოვიდა ბილეთების გაყიდვის თემა, მიკვირს. სრული აბსურდია. მამამ გადაუხადა დაბადების დღე. რა არის ამაში გასაკვირი?! ბილეთები კი არა, ფულიც არ აუღია საჩუქრად რომ შეუგროვეს მეგობრებმა. 50 ადამიანი ნამდვილად არ დაუპატიჟებია. ვიღაცამ ვიღაცა მიიყვანა და ასე შეიკრიბა ამდენი ხალხი", - უყვება AMBEBi.GE -ს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ვინ გაისროლა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით? - რას აცხადებს შსს?

ლერი სულაბერიძის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

მაშველებმა მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს