საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე ახალი სერვისი - ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა.
უფრო კონკრეტულად, ბინის შეძენისას ნებისმიერი მომხმარებელი საკუთარ ანგარიშზე მიიღებს ბინის ღირებულების 5%-ს, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ კომპანია მომხმარებელს გაქირავების სერვისიდან გარანტირებულ შემოსავალს ჰპირდება.
სასტუმროს ტიპის კომპლექსებში აპარტამენტის გაქირავება თავდაპირველად, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ კომპანია, რომელმაც საქართველოში გაქირავების გარანტიის სერვისი შემოიტანა, მესაკუთრეებისთვის ამ მიმართულებით ხელშეწყობასაც უზრუნველყოფს.
სერვისი საქართველოში პირველად დეველოპერულმა კომპანია „ტერასა ჯგუფმა“ შემოიტანა და ბათუმში მიმდინარე პროექტის ფარგლებში განახორციელებს.
ბინის გაქირავების გარანტიის სერვისი შემდეგნაირად იმუშავებს: აპარტამენტების მომავალ მესაკუთრეებს ბინის შეძენისას საგარანტიო ანგარიშზე ერიცხებათ ბინის ღირებულების 5%, რითიც კომპანია ბინის მესაკუთრეს შემოსავლის დაკარგვისგან აზღვევს და ამავდროულად, გაქირავების გარანტიას ჰპირდება. ბინის ჩაბარებიდან 1 წლის განმავლობაში, თუ გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5%-ს არ გადააჭარბა, აპარტამენტის მფლობელს შეეძლება აღნიშნული თანხის გამოყენება.
დაზღვევის აღნიშნული პირობა მოქმედებს როგორც ერთიანი გადახდით, ისე განვადებით ბინის შეძენის შემთხვევაში.
ბინის გაქირავების დაზღვევის აღნიშნული მოდელი წლებია, დასავლეთის ქვეყნებსა და ისრაელში ამოქმედდა და მომხმარებლისთვის კომფორტისა და გონივრული ინვესტიციის შექმნის ერთგვარ პირობას წარმოადგენს. „ტერასა ჯგუფის“ განმარტებით, ახალი სერვისი საქართველოში ბინის მესაკუთრეებს ფინანსური დანაკარგებისგან თავის არიდებაში დაეხმარება. ამასთან, ისინი იგრძნობენ, რომ დეველოპერული კომპანია ბოლომდე იღებს პასუხისმგებლობას არამხოლოდ მის მიერ შესრულებულ პროექტზე, არამედ შემდგომ გაქრიავების მომსახურებაზეც.
პროექტი „ტერასა ბათუმი“ მულტიფუნქციური პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც ზღვიდან 200 მეტრში, ბათუმის ახალი ბულვარის დასაწყისში შენდება. ვინაიდან ის სასტუმროს ტიპისაა, „ბინის გაქირავების გარანტიის“ სერვისი „ტერასა ჯგუფმა“ აღნიშნულ პროექტს ამიტომ მოარგო.
„ტერასა ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თამარ გაფრინდაშვილის განმარტებით, კომპანიის ახალი სერვისით სარგებლობისას მესაკუთრე დაზღვეულია, რომ გაქირავების პირველ წელს შემოსავლის გარეშე არ დარჩეს. მისივე თქმით, კომპანია იღებს ვალდებულებასაც, მესაკუთრეს ბინის გაქირავებაში ხელი შეუწყოს.
„განთავსებიდან დაწყებული, კომპლექსის კონსიერჟის მიერ სასტუმროს ნომრის გასაღების გადაცემამდე ჩვენს კლიენტებს აპარტამენტების გაქირავებაში ყველანაირად დავეხმარებით. ამისათვის გამოვიყენებთ როგორც საერთაშორისო ვებ-გვერდებს, ასევე ადგილობრივ პლატფორმებს. ამასთან, ცხადია კლიენტებს გაქირავებული აპარტამენტის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მიღება უწყვეტ რეჟიმში შეეძლებათ. მაგალითად, რამდენი ხნით იქნება დაკავებული ბინა, ვინ იქნება ვიზიტორი და სხვა“, - განმარტავს თამარ გაფრინდაშვილი.
„ტერასა ბათუმი“ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ისეთ ელემენტებს მოიცავს, როგორიცაა აუზი, სპორტდარბაზი, რესტორანი, თანამედროვე ლობი და კონსიერჟი. კომპლექსის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში სრულდება. აპარტამენტები ბარდება რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად, მე-18 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, კომპლექსი კი სრულად 29-სართულიანია.
აღსანიშნავია, რომ ბინის გაქირავების გარანტიის სერვისთან ერთად, კომპანიამ გადაწყვიტა, მომხმარებლებს 50-თვიანი შიდა განვადება შესთავაზოს, რაც დამატებით ხარჯებს აარიდებთ თავიდან.
(R)