პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი
"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი

აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ბა­დით უნდა მი­ვი­დეს სა­გა­მოც­დო ად­გილ­ზე, დაჯ­დეს მერ­ხთან, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა დე­ზო­ბა­რი­ე­რით გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში, ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პირ­ბა­დე მო­იხ­სნას, რად­გან იქ დის­ტან­ცია იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­გა­მოც­დო ოთახ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­აღ­წევს 30 გრა­დუსს, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ჩარ­თვა.

„ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა 6 ივ­ლი­სი­დან და 25 ივ­ლი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. დღეს, დი­ლით ჩვენ გვქონ­და შე­სა­ბა­მი­სი თათ­ბი­რი, რო­გორც ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ასე­ვე ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ დღეს შეგ­ვიძ­ლია გა­ვახ­მო­ვა­ნოთ და რო­მელ­ზეც შემ­დგომ უნდა ვიმ­სჯე­ლოთ, გახ­ლავთ შემ­დე­გი - იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გან­თლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ტექ­ნი­კუ­რად საკ­მა­ოდ კარ­გად მო­ემ­ზა­და ამ გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად პირ­ბა­დით უნდა მი­ვი­დეს თა­ვის სა­გა­მოც­დო ად­გილ­ზე, დაჯ­დეს მერ­ხთან, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა დე­ზო­ბა­რი­ე­რით, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ პირ­ბა­დე მო­იხ­სნას, რად­გან იქ დის­ტან­ცია იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი. ასე­ვე, ფან­ჯრე­ბი ყველ­გან უნდა იყოს ღია, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­გა­მოც­დო ოთახ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­აღ­წევს 30 გრა­დუ­სამ­დე, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა. ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ჩვენ ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ სრუ­ლად კომ­ფორ­ტულ გა­რე­მოს შე­ვუქ­მნით, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს იმი­სათ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა, ეფექ­ტუ­რად და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი, შემ­დგომ გა­აგ­რძე­ლონ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ულოცავ ყველა აბიტურიენტს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილების მიღებას და წარმატებებს უსურვებ

დემე
0

ის ფორმიანი გოგო რომელ საგამოცდო ც ენტრში იქნება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი

აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.

„ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე გრძელდება. დღეს, დილით ჩვენ გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი - იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. ასევე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა