ავტორი:

ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი – საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აბიტურიენტებში ძალიან პოპულარულია

ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი – საბაკალავრო პროგრამა, რომელიც აბიტურიენტებში ძალიან პოპულარულია

ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი – საბაკალავრო პროგრამა, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, დღეს ქართულ საგანმანათლებო ბაზარზე ერთ–ერთი ყველზე პოპულარული პროგრამაა, რადგან ის ორ მიმართულებას: მენეჯმენტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ერთმანეთთან კავშირში შეასწავლის. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა გახდა საფუძველი იმისა, რომ ის მაღალი რანგის მენეჯერებსა და მმართველებს ზრდის. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სამი წლის წინ შექმნილი უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკვე შექმნეს სტარტაპები და საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ეწევიან.

პროგრამის მიზანია: სტუდენტს გამოუმუშავოს კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში, გადასცეს უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს, დაგეგმოს და განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეუწყოს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც მას კონკურენტუნარიანი კომპანიის შექმნაში დაეხმარება.

უნივერსიტეტის სტრატეგიის მთავარი ნაწილი არის ის, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ ძლიერი სასწავლო პროგრამა შესთავაზონ, არამედ მათ დასაქმებაში მაქსიმალურად დაეხმარონ. ამ მიზნით შეიქმნა პროექტი „დაასაქმე სმარტსტუდენტი“. პროექტის ფარგლებში, წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით. ორგანიზაციები სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ.

სტუდენტების ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სტუდენტური სტარტაპები. ეს არის მასშტაბური, ყოველსემესტრული ღონისძიება, სადაც ინვესტორებსა და ფონდების, პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე, სტუდენტები მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეებით წარსდგებიან. საინტერესო სტარტაპ იდეის მქონე სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე, დაკომპლექტებული ბიზნეს ტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ სტუდენტური ბიზნესის განვითარებას იდეიდან კომერციალიზაციამდე, მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებასა და ბიზნესის მდგრადობის მხარდაჭერას.

ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შეთავაზება უნივერსიტეტის სტრატეგიის კიდევ ერთი მთავარი ნაწილია. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ სრულად ან/და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 1 ან 2 სემესტრი გაატარონ პარტნიორ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში.

გარდა იმისა, რომ ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა სრულად ადაპტირებულია დასაქმების თანამედროვე მოთხოვნებთან, ის ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. სტუდენტებს მაღალი დონის სამ უნივერსიტეტს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.

ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი – სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ბოლო სასწავლო წელი ისწავლონ პორტუგალიაში, სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე სასწავლებელში - Polytechnic Institute of Braganca-ში. ორმხრივი შეთანხმება პორტუგალიაში ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1983 წელს და ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოწინავე ტექნიკური სასწავლებელია. 2018 წლის რეიტინგების მიხედვით, ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პორტუგალიული სასწავლებელი იყო SCImago სასწავლებლების რეიტინგში, ხოლო შანხაის გლობალურ რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებდა. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტში 8000 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც 30% საერთაშორისო სტუდენტია. გაცვლით პროგრამებში ყოველწლიურად 900 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტის დიპლომი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, შეძლებენ ბოლო სასწავლო წელს ისწავლონ ეკონომიკის ევროპული სკოლის (ESE, 4 Mandeville Place, W1U 2BG London) ლონდონის კამპუსში, ბრიტანეთის მოწინავე სასწავლებლის, ჩიჩესტერის პროგრამით - University of Chichester (College Lane, Chichester, West Sussex, PO19 6PE, United Kingdom) და მიიღონ ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი რეიტინგული უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობს. უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა.

სტეფორდშირის უნივერსიტეტის დიპლომი – სტეფორდშირის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია და მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორისაა. სტეფორდშირის უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ 1971 წელს ჩაეყარა, თუმცა ამჟამინდელი ფორმით/სახელწოდებით ის 1992 წლიდან არსებობს, უნივერსიტეტში დანერგილია 29 სხვადასხვა სასწავლო პროგრამა მათ შორის ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით. სტეფორდშირის უნივერსიტეტში დაახლოებით 15 000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.

BTU-ში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი კი ასეთია: Agile, Scrum, Lean საერთაშორისოსერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში, HP Life სტანდარტი მეწარმეობაში, ACCA სტანდარტი ფინანსებში, ABPM სტანდარტიოპერაციების მართვაში, IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია. ხოლო ორმაგი დიპლომის მიღების მსურველებმა ბოლო წლის სწვალის საფასური შერჩეული უნივერსიტეტის მიხდვით უნდა გადაიხადონ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101. ჩასაბარებელი საგნები – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა ან ისტორია. ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არის 500, მათემატიკის ჩაბარების მსურველთათვის – 100 ადგილი, ისტორიის კი – 400.

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია