ავტორი:

ევროპის ქალაქებიდან ემიგრანტების ჩამოყვანა იწყება - "ორშაბათისთვის არსებობდეს განრიგი, ბილეთის მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი"

ევროპის ქალაქებიდან ემიგრანტების ჩამოყვანა იწყება - "ორშაბათისთვის არსებობდეს განრიგი, ბილეთის მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი"

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეკონომიკის სამინისტროს, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისების განრიგის შემუშავება დაავალა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბილეთის ფასი 200 ევროს არ უნდა აჭარბებდეს და ჩარტერული რეისები არა ერთი, არამედ რამდენიმე ავიაკომპანიის მიერ უნდა შესრულდეს.

"მოგვდის ბევრი ინფორმაცია ქართველი ემიგრანტების მდგომარეობაზე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღვადგინოთ ის პროგრამა, რომლითაც ევროპის ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები.

ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ სასწრაფოდ, ორშაბათისთვის არსებობდეს განრიგი მისაღები ფასებით, არ უნდა იყოს კატასტროფული ფასები, არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი. ამიტომ, პროექტი არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ, უნდა შეასრულოს რამდენიმე ავიაკომპანიამ.

ეს უნდა იყოს მორგებული ჩვენს ემიგრანტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გვყავს სხვადასხვა ქალაქებიდან გამოსაყვანი" - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

"ივანიშვილს შეიძლება უკვე კონკურენტები გამოუჩნდა, მაგალითად, გახარია" -  რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ექსპრემიერის პოლიტიკაში აქტიური ჩართვა?

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ღამურების მოძებნას და  მათ რეალიზაციას აპირებდა

LIVE: 360 გრადუსი - ეკა ბესელია; ხატია დეკანოიძე; სერგო რატიანი