პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში
"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში

19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე იმ­დე­ნად რე­ზო­ნან­სუ­ლი გახ­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია. ახლა ყვე­ლა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მო­ლო­დინ­შია - საქ­მის მთა­ვარ კი­თხვა­ზე, თუ რა გახ­და ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, პა­სუ­ხი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ უნდა გას­ცეს.

საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტიც, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ რე­ზო­ნან­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძის თქმით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ბლაგ­ვი საგ­ნით აქვს დარ­ტყმა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მუშტს არ ჰგავს და უფრო ძლი­ე­რია.

რა დრო სჭირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზას და რა დრო­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ე­ცეს სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხე­ბი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში დაგ­რო­ვილ კი­თხვებს? - AMBEBI.GE და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტს მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რა დრო სჭირ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სა­ბო­ლოო პა­სუ­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ერ­თოდ, ერთი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს. საქ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას გა­აჩ­ნია. კონ­კრე­ტულ ვა­დებ­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა რთუ­ლია, თუმ­ცა ვა­დე­ბი ცხა­დია არ­სე­ბობს. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის სა­შუ­ა­ლო ვადა ერთ თვეს შე­ად­გენს. ეს რო­დე­საც საქ­მე გვა­მის ექ­სპერ­ტი­ზას ეხე­ბა. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოკ­ვლე­ვა უფრო მარ­ტი­ვია.

კო­მი­სი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მელ­საც ახლა ასე არ უწო­დე­ბენ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მა­ინც ტარ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლოდ სამ თვეს მო­ი­თხოვს. პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში სა­ქარ­თვე­ლო ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის მაქ­სი­მა­ლურ ვა­დად ორი წე­ლია გან­სა­ზღვრუ­ლი. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! ეს სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი, არა­გო­ნივ­რუ­ლი ვა­დაა.

გვა­მის ექ­სპერ­ტი­ზას რო­დე­საც ეხე­ბა საქ­მე, წე­სით ერთ თვე­ში დას­კვნაც უნდა და­ი­წე­როს და ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გი უნდა მო­ვი­დეს. ორ წელ­ში რომ პა­სუ­ხი მი­უ­ვა და­ზა­რა­ლე­ბულს, რა უნდა გა­ა­კე­თოს ორი წლის შემ­დეგ?! და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამის გამო ორ­მა­გად ზა­რალ­დე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს. რა დრო­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ექ­სპერ­ტი­ზის სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხე­ბი და რა სირ­თუ­ლი­საა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- ამ საქ­მე­ზე ბევ­რს და კონ­კრე­ტუ­ლად არ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან არ ვარ მიწ­ვე­უ­ლი და არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან მტკი­ვა გული ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ეს საქ­მე სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის თა­ვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს. აქ უნდა გა­ი­აზ­როს ექ­სპერ­ტმა, რა და რა გა­ნა­ცალ­კე­ვოს ერ­თმა­ნე­თის­გან.

საქ­მე­ში უპირ­ვე­ლე­სად სამი გა­რე­მო­ე­ბაა ერ­თმა­ნე­თის­გან გა­სა­მიჯ­ნი: პირ­ვე­ლი - ხომ არ ჰქონ­და ად­გი­ლი ფი­ზი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, ანუ ჩხუბს? მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბაა ვარ­დნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რო­გორც ვიცი, იქ არის ხი­დიც და ხე­ვიც. ორი­ვე ვერ­სია უნდა იქ­ნას გა­მოკ­ვლე­უ­ლი - ვარ­დნის და ხე­ვი­დან გა­და­ჩეხ­ვის.

მე­სა­მე რი­გის კი­თხვა უკვე ისაა, ახალ­გაზ­რდა ბიჭი წყალ­ში ცო­ცხა­ლი მოხ­ვდა თუ გარ­დაც­ვლი­ლი. ეს სამი მო­მენ­ტი უნდა გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თმა­ნე­თის­გან. ხე­ვია, ხევ­ზეც უნდა იფიქ­რო, ხი­დია - სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნა­ზეც უნდა იფიქ­რო, ცე­მა­ზეც უნდა იფიქ­რო.

მე რომ მივ­დი­ო­დე ასეთ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, ამ­დენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და­ვუშ­ვებ­დი. თი­თე­ულს სჭირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა კვლე­ვა და მიდ­გო­მა. ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა და­უშ­ვა, რომ არ გა­მოგრჩეს არა­ფე­რი და თუ კარ­გი ექ­სპერ­ტი ხარ, ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა გქონ­დეს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლი.

ამ საქ­მე­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა არ არის პრობ­ლე­მა. ცო­ცხა­ლი მოხ­ვდა თუ არა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი წყალ­ში და რამ გა­მო­იწ­ვია მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი - ამის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია და რთუ­ლიც არ ჩანს. მაგ­რამ, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა სა­კი­თხი, რო­დის და რით მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ვინ მი­ა­ყე­ნა კონ­კრე­ტუ­ლად მას ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ეს კი მე, რო­გორც ექ­სპერტს, რთუ­ლად და­სად­გე­ნი მეჩ­ვე­ნე­ბა.

ხაზ­გას­მით ვამ­ბობ - ძა­ლი­ან ძნე­ლი გა­სარ­ჩე­ვი იქ­ნე­ბა ამ საქ­მე­ში სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­დის რა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო შა­ქა­რაშ­ვილ­მა.

- ამ საქ­მის და სხვა საქ­მე­ე­ბის გა­მოც, კრი­ტი­კა ის­მის სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მი­სა­მარ­თით. ამ სტრუქ­ტუ­რას ყვე­ლა­ზე ხში­რად დრო­ში გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი დას­კვნე­ბის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ. რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზი?

- მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა ეს გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი ვა­დე­ბი და აქ მი­ზე­ზე­ბი კომ­პლექ­სუ­რია. მე მი­ნა­ხავს პრო­ცე­სე­ბი, რო­დე­საც გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ იღებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ არის!

სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ახლა არის სა­ჯა­რო სა­მარ­თლის პირი და იგი პრე­მი­ერს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. 2000-იან წლებ­ში მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი ამ ბი­უ­როს და მთა­ვა­რი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სწო­რედ მა­შინ გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩემი იდეა იყო, ყვე­ლა­ფე­რი ერთი ქოლ­გის ქვეშ ყო­ფი­ლი­ყო, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო ძლი­ე­რი სა­ექ­სპერ­ტო ცენ­ტრი. ასეც მოხ­და, თუმ­ცა ამ რე­ფორ­მამ გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი მო­ი­ტა­ნა. და­იღ­ვა და უკონ­ტრო­ლო გახ­და ექ­სპერ­ტი­ზის ვა­დე­ბი.

მი­ზე­ზე­ბი კომ­პლექ­სუ­რია. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ამ­ხე­ლა უწყე­ბა­ში ბორ­დი არ არ­სე­ბო­ბობს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­ხე­ლა მონ­სტრი იმარ­თოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად. სა­ჭი­როა სა­თათ­ბი­რო ორ­გა­ნოს არ­სე­ბო­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ასე­ვე, სტრუქ­ტუ­რას სხვა­ნა­ი­რი გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. წე­სით, ექ­სპერ­ტი წე­ლი­წად­ში ერთხელ უნდა იმაღ­ლებ­დეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. უნდა უტარ­დე­ბო­დეს ტრე­ნინ­გე­ბი, ეც­ნო­ბოდ­ნენ უცხო­ურ ტენ­დენ­ცი­ებს.

ბევ­რჯერ შემ­ხვედ­რია ჩემი კო­ლე­გე­ბის ისე­თი შეც­დო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა­ზე

ბი­უ­რო ექ­სპერ­ტე­ბის სიმ­ცი­რე­საც გა­ნიც­დის. უნდა იყოს იმ­დე­ნი ექ­სპერ­ტი, რამ­დე­ნიც საქ­მეს გას­წვდე­ბა. ახლა მათ ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვთ. წე­სით, ექ­სპერტს უნდა ჰქონ­დეს ისე­თი­ვე სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, რო­გორც ექიმს - ნა­ხე­ვა­რი დღე. ისი­ნი კი მუ­შა­ო­ბენ სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თით. ადრე ექ­სპერტს 45 დღე ჰქონ­და შვე­ბუ­ლე­ბა და მისი შრო­მა მავ­ნე სა­მუ­შა­ოდ ით­ვლე­ბო­და. ხელ­ფა­სიც ყვე­ლა ექიმ­ზე მა­ღა­ლი ჰქონ­და. ახლა ასე არ არის. ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბი­ან ჩემი კო­ლე­გე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი შრო­მის პი­რო­ბე­ბი და იწ­ვე­ბი­ან პრო­ფე­სი­უ­ლად.

პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იქ­მნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა გარ­ღვე­ვა იყო ეს. მაგ­რამ მას შემ­დეგ, მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბო­და გა­ნახ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ამ სის­ტე­მას. ბი­უ­რო ჯერ კი­დევ ადე­იშ­ვი­ლის დროს მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ყვე­ლა­ფე­რი შე­საც­ვლე­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო კუ­თხი­თაც. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ისე­თი მა­ღა­ლი კლა­სის იუ­რის­ტებ­მა, რო­გო­რე­ბიც არი­ან - შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე, ეკა ბე­სე­ლია, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, არ და­ა­ყე­ნეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. შავ­გუ­ლი­ძეს და ბე­სე­ლი­ას ჰქონ­დათ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, უსუ­ფაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე იყო და არ­ცერ­თმა არ იფიქ­რა ადე­იშ­ვი­ლის შე­მო­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეც­ვლა­ზე. მათ არ იზ­რუ­ნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბებ­ზე.

სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს თუ ადა­მი­ანს კლავ­დნენ, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან რთულ­დე­ბო­და, რად­გან არ აძ­ლევ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბულს არა­ნა­ირ დო­კუ­მენ­ტებს, საქ­მე­ში არ ახე­დებ­დნენ. მთავ­რო­ბის შეც­ვლის შემ­დეგ ამ კუ­თხით უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა. ახლა და­ზა­რა­ლე­ბულს აქვს უფ­ლე­ბა, გა­ეც­ნოს საქ­მის მა­სა­ლებს. თუმ­ცა, გარ­და ამი­სა, ვე­რა­ფერს აკე­თებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რად­გან მის ად­ვო­კატს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბი არ გა­აჩ­ნია, უუფ­ლე­ბოა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მისი დამ­ცვე­ლი მხო­ლოდ პრო­კუ­რო­რია და ეს სა­ხელ­მწი­ფოს პრობ­ლე­მაა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

გამოიძიებენ, გაარკვევენ , რომელმა ფსიქოპატმა მოკლა ახალგაზრდა სპორცმენი....მაგრამ დღე არ გავა, რომ საქართველოში მკვლელობა ან ძალადობა არ მოხდეს უაზრო მიზეზის გამო! 

საზოგადოებამ და მთავრობამ უნდა იზრუნოს ადამიანების შეგნების, პასუხისმგებლობის, კულტურის, ინტელექტის და ფსიქოლოგიურუ მდგომარეობის ამაღლებაზე! 

მთავრობა მხოლოდ უცხოელებისთვის თავის მოწონებაზე ზრუნავს, ( რაც აინტერესებთ ევროპაში და აშშ , ვითომ მუშაობენ შეკერილი საქმეებით: ქურდების, პედოფილების, ტრეფიკინგის წინააღმდეგ! 

ადამიანებზე იზრუნეთ ! 

keti
6

kalbaton maia nikoleishvils 100 procentit vetanxmebi rac chamotvala da rasac itxovs unda moxdes chamokalibdes sheikmnes is strukturebi axali rom ekspertebs sheedzlos srulad mushaoba imedia sheicvleba am sakitxshi kvelaperi es adamianebi koveldgiur cxovrebashi gvchirdebian rogorc koveldgiurad ekimi mascvleblebi eseni dasapasebeli pirebi arian da tavistavad kargadac unda ikvnen anazgaurebulebi advili sakme ar aris mati propesia imedia mogvardeba es sakitxi da medi gvakvs rom giorgi shakarashvilis sakmes shi kvela eksperti chaertveba da ckvils sheitans rom damtkicdes es angelozivit bavshvi rom mokles usamartlod mousmine gvaramias da ese gamodis scored pirdapir ikvnen mimartuli giorgis mkvlelobaze

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში

"გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე მაია ნიკოლეიშვილი და რა დრო სჭირდება ექსპერტიზის დასკვნას საქართველოში

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ნებისმიერი დეტალი საზოგადოების ინტერესის საგანია. ახლა ყველა ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია - საქმის მთავარ კითხვაზე, თუ რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი, პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა გასცეს.

საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ რეზონანსული განცხადება გააკეთა - ალექსანდრე გეჯაძის თქმით, შაქარაშვილის დაზიანებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მას ბლაგვი საგნით აქვს დარტყმა მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს და უფრო ძლიერია.

რა დრო სჭირდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას და რა დროში შეიძლება გაეცეს სრულყოფილი პასუხები გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაგროვილ კითხვებს? - AMBEBI.GE დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

- რა დრო სჭირდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო პასუხებს საქართველოში?

- საერთოდ, ერთი სტანდარტი არ არსებობს. საქმის თავისებურებას გააჩნია. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა ვადები ცხადია არსებობს. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში სამედიცინო ექსპერტიზის საშუალო ვადა ერთ თვეს შეადგენს. ეს როდესაც საქმე გვამის ექსპერტიზას ეხება. ცოცხალი ადამიანის გამოკვლევა უფრო მარტივია.

კომისიური ექსპერტიზა, რომელსაც ახლა ასე არ უწოდებენ, თუმცა რეალურად მაინც ტარდება, საშუალოდ სამ თვეს მოითხოვს. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მაქსიმალურ ვადად ორი წელია განსაზღვრული. წარმოგიდგენიათ?! ეს სრულიად აბსურდული, არაგონივრული ვადაა.

გვამის ექსპერტიზას როდესაც ეხება საქმე, წესით ერთ თვეში დასკვნაც უნდა დაიწეროს და ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი უნდა მოვიდეს. ორ წელში რომ პასუხი მიუვა დაზარალებულს, რა უნდა გააკეთოს ორი წლის შემდეგ?! დაზარალებული ამის გამო ორმაგად ზარალდება.

- რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს. რა დროში შეიძლება იყოს ექსპერტიზის სრულყოფილი პასუხები და რა სირთულისაა გარდაცვალების მიზეზის დადგენა ამ შემთხვევაში?

- ამ საქმეზე ბევრს და კონკრეტულად არ ვისაუბრებ, რადგან არ ვარ მიწვეული და არაკორექტული იქნება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან მტკივა გული ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების გამო. ეს საქმე სამედიცინო ექსპერტიზის თავალსაზრისით საკმაოდ რთულია. სტანდარტი არ არსებობს. აქ უნდა გაიაზროს ექსპერტმა, რა და რა განაცალკევოს ერთმანეთისგან.

საქმეში უპირველესად სამი გარემოებაა ერთმანეთისგან გასამიჯნი: პირველი - ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ზემოქმედებას, ანუ ჩხუბს? მეორე გარემოებაა ვარდნის შესაძლებლობა. როგორც ვიცი, იქ არის ხიდიც და ხევიც. ორივე ვერსია უნდა იქნას გამოკვლეული - ვარდნის და ხევიდან გადაჩეხვის.

მესამე რიგის კითხვა უკვე ისაა, ახალგაზრდა ბიჭი წყალში ცოცხალი მოხვდა თუ გარდაცვლილი. ეს სამი მომენტი უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ხევია, ხევზეც უნდა იფიქრო, ხიდია - სიმაღლიდან ვარდნაზეც უნდა იფიქრო, ცემაზეც უნდა იფიქრო.

მე რომ მივდიოდე ასეთ ექსპერტიზაზე, ამდენ შესაძლებლობას დავუშვებდი. თითეულს სჭირდება სხვადასხვა კვლევა და მიდგომა. ბევრი შესაძლებლობა უნდა დაუშვა, რომ არ გამოგრჩეს არაფერი და თუ კარგი ექსპერტი ხარ, ყველა შესაძლებლობა უნდა გქონდეს დამუშავებული და პასუხგაცემული.

ამ საქმეში გარდაცვალების მიზეზის დადგენა არ არის პრობლემა. ცოცხალი მოხვდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი წყალში და რამ გამოიწვია მისი ბიოლოგიური სიკვდილი - ამის დადგენა შესაძლებელია და რთულიც არ ჩანს. მაგრამ, აუცილებლად დადგება საკითხი, როდის და რით მიიღო დაზიანებები და ვინ მიაყენა კონკრეტულად მას ეს დაზიანებები. ეს კი მე, როგორც ექსპერტს, რთულად დასადგენი მეჩვენება.

ხაზგასმით ვამბობ - ძალიან ძნელი გასარჩევი იქნება ამ საქმეში სხვადასხვა ეტაპზე მიღებული დაზიანებები, როდის რა დაზიანება მიიღო შაქარაშვილმა.

- ამ საქმის და სხვა საქმეების გამოც, კრიტიკა ისმის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მისამართით. ამ სტრუქტურას ყველაზე ხშირად დროში გაჭიანურებული დასკვნების გამო საყვედურობენ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა ეს გაჭიანურებული ვადები და აქ მიზეზები კომპლექსურია. მე მინახავს პროცესები, როდესაც განაჩენის გამოტანის შემდეგ იღებს პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას. ეს წარმოუდგენელი რამ არის!

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი ახლა არის საჯარო სამართლის პირი და იგი პრემიერს ექვემდებარება. 2000-იან წლებში მე ვხელმძღვანელობდი ამ ბიუროს და მთავარი სტრუქტურული ცვლილებები სწორედ მაშინ განხორციელდა. ჩემი იდეა იყო, ყველაფერი ერთი ქოლგის ქვეშ ყოფილიყო, ჩამოყალიბებულიყო ძლიერი საექსპერტო ცენტრი. ასეც მოხდა, თუმცა ამ რეფორმამ გარკვეული ხარვეზები მოიტანა. დაიღვა და უკონტროლო გახდა ექსპერტიზის ვადები.

მიზეზები კომპლექსურია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ამხელა უწყებაში ბორდი არ არსებობობს. შეუძლებელია ამხელა მონსტრი იმართოს ერთპიროვნულად. საჭიროა სათათბირო ორგანოს არსებობა, რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ასევე, სტრუქტურას სხვანაირი განვითარება სჭირდება. წესით, ექსპერტი წელიწადში ერთხელ უნდა იმაღლებდეს კვალიფიკაციას. უნდა უტარდებოდეს ტრენინგები, ეცნობოდნენ უცხოურ ტენდენციებს.

ბევრჯერ შემხვედრია ჩემი კოლეგების ისეთი შეცდომები, რომლებიც აშკარად მიუთითებს კვალიფიკაციის პრობლემაზე

ბიურო ექსპერტების სიმცირესაც განიცდის. უნდა იყოს იმდენი ექსპერტი, რამდენიც საქმეს გასწვდება. ახლა მათ ძალიან მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვთ. წესით, ექსპერტს უნდა ჰქონდეს ისეთივე სამუშაო გრაფიკი, როგორც ექიმს - ნახევარი დღე. ისინი კი მუშაობენ სრული განაკვეთით. ადრე ექსპერტს 45 დღე ჰქონდა შვებულება და მისი შრომა მავნე სამუშაოდ ითვლებოდა. ხელფასიც ყველა ექიმზე მაღალი ჰქონდა. ახლა ასე არ არის. ძალიან მენანებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი შრომის პირობები და იწვებიან პროფესიულად.

პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებელი, ალტერნატიული ექსპერტიზა. წარმოიდგინეთ რამხელა გარღვევა იყო ეს. მაგრამ მას შემდეგ, მუდმივად სჭირდებოდა განახლება და განვითარება ამ სისტემას. ბიურო ჯერ კიდევ ადეიშვილის დროს მიღებული საკანონმდებლო რეგულაციებით ხელმძღვანელობს.

ყველაფერი შესაცვლელია საკანონმდებლო კუთხითაც. ძალიან მწყდება გული, რომ ისეთი მაღალი კლასის იურისტებმა, როგორებიც არიან - შალვა შავგულიძე, ეკა ბესელია, დავით უსუფაშვილი, არ დააყენეს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი ამ მიმართულებით. შავგულიძეს და ბესელიას ჰქონდათ მაღალი თანამდებობები, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არცერთმა არ იფიქრა ადეიშვილის შემოღებული რეგულაციების შეცვლაზე. მათ არ იზრუნეს დაზარალებულის უფლებებზე.

სააკაშვილის დროს თუ ადამიანს კლავდნენ, ექსპერტიზის ჩატარება ძალიან რთულდებოდა, რადგან არ აძლევდნენ დაზარალებულს არანაირ დოკუმენტებს, საქმეში არ ახედებდნენ. მთავრობის შეცვლის შემდეგ ამ კუთხით უკეთესობისკენ შეიცვალა ვითარება. ახლა დაზარალებულს აქვს უფლება, გაეცნოს საქმის მასალებს. თუმცა, გარდა ამისა, ვერაფერს აკეთებს დაზარალებული, რადგან მის ადვოკატს არანაირი უფლებები არ გააჩნია, უუფლებოა. სასამართლო პროცესზე მისი დამცველი მხოლოდ პროკურორია და ეს სახელმწიფოს პრობლემაა.

"ახვლედიანი შემთხვევის ადგილზე იმაზე დიდხანს დარჩა, ვიდრე ეს ჩვენებაში თქვა" - რა აჩვენა სატელეფონო ანძების ჩანაწერებმა

"მკვლელი ტრაილერი რიკოთზე..." - რა რეაგირება მოჰყვა შსს-ს მხრიდან დარღვევას, რომელმაც მძიმე საავარიო სიტუაცია შექმნა

"ერთი წლის წინ შემხვდა კაფეში... მთელი დღეა ვფიქრობ, რომ მაშინ უკვე პრობლემები ჰქონდათ" - რას წერს ბლოგერი ქმრის მიერ მოკლულ გოგოზე