საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაგრილების მომავალი
გაგრილების მომავალი

International Energy Agency-ის მი­ხედ­ვით, შე­ნო­ბებ­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 20% გაგ­რი­ლე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა. ზო­გად სუ­რათს თუ შევ­ხე­დავთ, გლო­ბა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის 10% გა­მაგ­რი­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მო­დის.

2018 წლის­თვის, მსოფ­ლი­ო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1.6 მი­ლი­არ­დი კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ია­პო­ნი­ა­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და კო­რე­ა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-ს აქვს სახ­ლში გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. შემ­დეგ ად­გილ­ზე დგას სა­უ­დის არა­ბე­თი და ჩი­ნე­თი, სა­დაც იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 60%-ის ფარ­გლებ­შია. მე­ო­რეს მხრივ, იმ 2.8 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი­დან, რომ­ლე­ბიც დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ცხელ ად­გი­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მხო­ლოდ 8%-ს აქვს კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. ასე­თი და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა წნე­ხის ქვეშ ამ­ყო­ფებს გლო­ბა­ლურ ელექტრო სის­ტე­მას და რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, საგ­რძნობ­ლად აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს. გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი ფაზა დგე­ბა მა­შინ, როცა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­თხოვ­ნა პიკ­ში შე­დის.

გაგ­რი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნა უფრო სწრა­ფად იზ­რდე­ბა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მიზ­ნის­თვის. მა­გა­ლი­თის­თვის, 1990 წლი­დან 2016 წლამ­დე შუ­ა­ლედ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა 3-ზე მეტ­ჯერ გა­ი­ზარ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად, მოხ­მა­რე­ბა დრა­მა­ტუ­ლად გა­იზ­რდე­ბა და შემ­დე­გი 3 დე­კა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი გახ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ პროგ­ნოზს ხელს უწყობს ის ფაქ­ტიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სტა­ბი­ლუ­რად იზ­რდე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა ძლი­ერ­დე­ბა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი სა­კი­თხია ენერ­გი­ის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ბა­ტებ­ში. ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ 2050 წლის­თვის, მო­თხოვ­ნა გა­სამ­მაგ­დე­ბა და მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 2/3-ს ექ­ნე­ბა კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვა­რი კი ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ანუ ამ ეტაპ­ზე გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ცხე­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­ცაა. მა­გა­ლი­თის­თვის, პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ინ­დო­ეთ­ში გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა არ­სე­ბუ­ლი 10%-დან 45%-მდე გა­იზ­რდე­ბა.

ამა­ზე დაყ­რდნო­ბით, IEA მი­იჩ­ნევს, რომ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ვეს­ტი­ცია გა­კეთ­დეს ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შექ­მნის­თვის. მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის საკ­მა­რი­სად ეფექ­ტი­ა­ნი, რად­გან ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში, გაგ­რი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მზის ჩას­ვლის შემ­დე­გაც არის.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ეფექ­ტუ­რო­ბის რე­ი­ტინ­გი დგინ­დე­ბა იმა­ზე დაყ­რდნო­ბით, თუ რა შე­ფარ­დე­ბაა მოხ­მა­რე­ბულ ელექტრო ენერ­გი­ა­სა და სი­ცხის ჰა­ე­რი­დან მო­შო­რე­ბას შო­რის. რაც უფრო მა­ღა­ლია რე­ი­ტინ­გი, მით უფრო ეფექ­ტუ­რია მო­წყო­ბი­ლო­ბა. ეფექ­ტუ­რო­ბის რე­ი­ტინ­გი გან­სხვავ­დე­ბა ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რად­გან ის კლი­მატ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ეფექ­ტუ­რი კონ­დი­ცი­რე­ბის აპა­რა­ტე­ბის შექ­მნის და მა­სი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, IEA-ს გათ­ვლით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნა 45%-ით შემ­ცირ­დე­ბა. ეს კი, თა­ვის მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა გა­რე­მოს გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ: www.saga.ge -ზე.

R

გიორგი დნეპროპეტროვსკიდან.
0

თქვენ თვეში ერთხელ მაინც საგრძნობლად წაუმატეთ ფასები და ხალხის რიგს ვერ მორჩებით. შარშან ვიყავი უკრაინაში და მაღაზიებში, ჩვენზე გაცილებით კარგი ბრენების კონდიციონერებს, თითქმის ნახევარი ფასი ედო. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეგძლებაღ, გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია.

ავტორი:

გაგრილების მომავალი

გაგრილების მომავალი

International Energy Agency-ის მიხედვით, შენობებში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 20% გაგრილებაზე იხარჯება. ზოგად სურათს თუ შევხედავთ, გლობალურად გამოყენებული ელექტროენერგიის 10% გამაგრილებელ საშუალებებზე მოდის.

2018 წლისთვის, მსოფლიოში, დაახლოებით, 1.6 მილიარდი კონდიციონერი იყო გამოყენებაში. იაპონიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კორეაში, საშუალოდ, მოსახლეობის 90%-ს აქვს სახლში გამაგრილებელი საშუალება. შემდეგ ადგილზე დგას საუდის არაბეთი და ჩინეთი, სადაც იგივე მაჩვენებელი 60%-ის ფარგლებშია. მეორეს მხრივ, იმ 2.8 მილიარდი ადამიანიდან, რომლებიც დედამიწის ყველაზე ცხელ ადგილებში ცხოვრობენ, მხოლოდ 8%-ს აქვს კონდიციონერი. ასეთი დაუბალანსებელი მოთხოვნა წნეხის ქვეშ ამყოფებს გლობალურ ელექტრო სისტემას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საგრძნობლად აბინძურებს გარემოს. განსაკუთრებით კრიტიკული ფაზა დგება მაშინ, როცა წლის განმავლობაში, მოთხოვნა პიკში შედის.

გაგრილების საშუალებებისთვის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა მიზნისთვის. მაგალითისთვის, 1990 წლიდან 2016 წლამდე შუალედში, აღნიშნული მოთხოვნა 3-ზე მეტჯერ გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ გლობალურ დათბობასთან ერთად, მოხმარება დრამატულად გაიზრდება და შემდეგი 3 დეკადის განმავლობაში, კონდიციონერი გახდება ელექტროენერგიის მოხმარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ამ პროგნოზს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად იზრდება და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა ძლიერდება.

აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებულ დებატებში. ნავარაუდევია, რომ 2050 წლისთვის, მოთხოვნა გასამმაგდება და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2/3-ს ექნება კონდიციონერი. სრული რაოდენობის ნახევარი კი ჩინეთში, ინდოეთში და ინდონეზიაში იქნება განთავსებული, ანუ ამ ეტაპზე განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც გეოგრაფიულად ცხელი რეგიონებიცაა. მაგალითისთვის, პროგნოზის მიხედვით, ინდოეთში გამაგრილებელი საშუალების მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა არსებული 10%-დან 45%-მდე გაიზრდება.

ამაზე დაყრდნობით, IEA მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტიცია გაკეთდეს ენერგოეფექტური გამაგრილებელი საშუალებების შექმნისთვის. მზის ენერგიის გამოყენება ამ შემთხვევაში არ არის საკმარისად ეფექტიანი, რადგან ქვეყნების უმრავლესობაში, გაგრილების საჭიროება მზის ჩასვლის შემდეგაც არის.

კონდიციონერის ეფექტურობის რეიტინგი დგინდება იმაზე დაყრდნობით, თუ რა შეფარდებაა მოხმარებულ ელექტრო ენერგიასა და სიცხის ჰაერიდან მოშორებას შორის. რაც უფრო მაღალია რეიტინგი, მით უფრო ეფექტურია მოწყობილობა. ეფექტურობის რეიტინგი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, რადგან ის კლიმატზეც არის დამოკიდებული.

ეფექტური კონდიცირების აპარატების შექმნის და მასიურად გამოყენების შემთხვევაში, IEA-ს გათვლით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 45%-ით შემცირდება. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გარემოს გაფრთხილებისთვის.

კონდიციონერების შეძენა შეგიძლიათ: www.saga.ge -ზე.

R

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?