მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია
"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ბი­ნა­ში ინ­ტერ­პო­ლით ძებ­ნი­ლი, ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რუს­ლან გე­რე­მე­ე­ვი ცხოვ­რობ­და.

Открытые медиа-ს ცნო­ბით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, წლე­ბია რამ­ზან კა­დი­რო­ვის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. სწო­რედ ეს ბინა ფი­გუ­რი­რებს ახლა ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში.

"აღ­ნიშ­ნულ ბი­ნას კა­დი­რო­ვის და მისი ოჯა­ხი 2002 წლი­დან ფლო­ბენ, იმა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­დნენ "ნორდ-ოს­ტის" 23-26 -ოქ­ტომ­ბრის ტე­რაქ­ტის ავ­ტო­რე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მათ შო­რის, ჩეჩ­ნე­თის ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე მოვ­სარ ბა­რა­ე­ვი... იმა­ვე ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ, ასე­ვე ჩეჩ­ნე­თის სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ბო­რის ნემ­ცოვ­ზე თავ­დას­ხმას და­გეგ­მეს და მისი მკვლე­ლო­ბის შემ­დე­გაც თავი იმ ბი­ნას შე­ა­ფა­რეს" – წერს Открытые медиа.

სახ­ლი 1997 წელს სა­ხელ­მწი­ფო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის აშენ­და და 150 კვ-მეტ­რი უფ­როს­მა კა­დი­როვ­მა მი­ი­ღო. 2000 წელს აჰ­მედ კა­დი­რო­ვი, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა. 2002 წელს სახ­ლი კა­დი­რო­ვე­ბის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბად იქცა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, ვე­ერ­ნო­ის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში არ­სე­ბუ­ლი ბი­ნის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 42 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ბო­რის ნემ­ცო­ვის ად­ვო­კატ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კა­დი­რო­ვის სა­კუთ­რე­ბა­ში ამა­ვე კორ­პუს­ში იყო კი­დევ ერთი ბინა, რო­მე­ლიც რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მკვლე­ლო­ბამ­დე ორი თვით ადრე, კა­დი­როვ­მა, თა­ვის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რს, ჩეჩ­ნუ­რი ბა­ტა­ლი­ონ Север–ის ოფი­ცერს, რუს­ლან გე­რე­მე­ევს გა­და­უ­ფორ­მა, რო­მე­ლიც ახლა ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 2020 წლის 17 თე­ბერ­ვალს, ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, "ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის", "პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის" ბი­ძა­მი­სი, სუ­ლე­ი­მან გე­რე­მე­ე­ვი მად­ლო­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა. თუმ­ცა, მა­შინ რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გე­რე­მე­ევს არც ერთი კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ში არ ჰქონ­და წვლი­ლი შე­ტა­ნი­ლი.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, ნემ­ცო­ვის საქ­მე­ზე მოს­კო­ვის სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თლომ ზაურ და­და­ევს, ან­ზორ გუ­ბა­შევს, შა­გი­და გუ­ბა­შევს, თა­მერ­ლან ეს­კერ­ხა­ნოვ­სა და ხამ­ზატ ბა­ხა­ევს, 11-დან 20- წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. საქ­მე­ში ასე­ვე ფი­გუ­რი­რებ­დნენ რუს­ლან გე­რე­მე­ე­ვი და მისი მძღო­ლი რუს­ლან მუ­ხუ­დი­ნო­ვი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა მუ­ხუ­დი­ნოვ­მა შე­უკ­ვე­თა, თუმ­ცა ნემ­ცო­ვის ოჯა­ხის ამ­ბობს, რომ ნამ­დვი­ლი შემ­კვე­თე­ბი ჩენ­ჩე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში უნდა ეძე­ბონ. მათი თქმით, რად­გან გე­რე­მე­ე­ვი კა­დი­რო­ვის ახ­ლო­ბე­ლი იყო, გა­მო­ძი­ე­ბამ მას გვერ­დი აუ­ა­რა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

"მოსკოვში მდებარე კადიროვის მდიდრულ ბინაში ნემცოვის მკვლელობის ორგანიზატორი ცხოვრობდა" - რას წერს რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მდებარე ჩეჩნეთის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ბინაში ინტერპოლით ძებნილი, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რუსლან გერემეევი ცხოვრობდა.

Открытые медиа-ს ცნობით, უძრავი ქონება, წლებია რამზან კადიროვის ქონებრივ დეკლარაციაში არ ფიქსირდება. სწორედ ეს ბინა ფიგურირებს ახლა ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში.

"აღნიშნულ ბინას კადიროვის და მისი ოჯახი 2002 წლიდან ფლობენ, იმავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ "ნორდ-ოსტის" 23-26 -ოქტომბრის ტერაქტის ავტორები და ორგანიზატორები, მათ შორის, ჩეჩნეთის ერთ-ერთი მოქალაქე მოვსარ ბარაევი... იმავე ბინაში ცხოვრობდნენ, ასევე ჩეჩნეთის სხვა მოქალაქეები, რომლებმაც ბორის ნემცოვზე თავდასხმას დაგეგმეს და მისი მკვლელობის შემდეგაც თავი იმ ბინას შეაფარეს" – წერს Открытые медиа.

სახლი 1997 წელს სახელმწიფო მაღალჩინოსნებისთვის აშენდა და 150 კვ-მეტრი უფროსმა კადიროვმა მიიღო. 2000 წელს აჰმედ კადიროვი, ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. 2002 წელს სახლი კადიროვების ოჯახის საკუთრებად იქცა. არაოფიციალურად, ვეერნოის ქუჩაზე მდებარე კორპუსში არსებული ბინის საბაზრო ღირებულება 42 მილიონი რუბლია.

ადგილობრივი მედია ბორის ნემცოვის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვის საკუთრებაში ამავე კორპუსში იყო კიდევ ერთი ბინა, რომელიც რუსი ოპოზიციონერის მკვლელობამდე ორი თვით ადრე, კადიროვმა, თავის უახლოესი გარემოცვის წევრს, ჩეჩნური ბატალიონ Север–ის ოფიცერს, რუსლან გერემეევს გადაუფორმა, რომელიც ახლა ნემცოვის მკვლელობის საქმეზე, ინტერპოლით იძებნება.

ცნობისთვის, 2020 წლის 17 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა, "ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის", "პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის" ბიძამისი, სულეიმან გერემეევი მადლობის მედლით დააჯილდოვა. თუმცა, მაშინ რუსული მედია წერდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გერემეევს არც ერთი კანონპროექტის განხილვაში არ ჰქონდა წვლილი შეტანილი.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ნემცოვის საქმეზე მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ზაურ დადაევს, ანზორ გუბაშევს, შაგიდა გუბაშევს, თამერლან ესკერხანოვსა და ხამზატ ბახაევს, 11-დან 20- წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში ასევე ფიგურირებდნენ რუსლან გერემეევი და მისი მძღოლი რუსლან მუხუდინოვი.

ოფიციალური გამოძიების ცნობით, მკვლელობა მუხუდინოვმა შეუკვეთა, თუმცა ნემცოვის ოჯახის ამბობს, რომ ნამდვილი შემკვეთები ჩენჩეთის ხელმძღვანელობაში უნდა ეძებონ. მათი თქმით, რადგან გერემეევი კადიროვის ახლობელი იყო, გამოძიებამ მას გვერდი აუარა...

მძიმე კადრები ბოტსვანიდან - მეცნიერები სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენენ

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ