საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ
ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ

ზა­ფხუ­ლი წე­ლი­წა­დის ის დროა, რო­დე­საც გან­ტვირ­თვი­სა და ახა­ლი ენერ­გი­ით და­მუხ­ტვი­სათ­ვის მეტი დრო გვაქვს. ამ დრო­ის თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მო­ტი­ვა­ციო ჟან­რის წიგ­ნე­ბი­სათ­ვის დათ­მო­ბა სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვი­საც ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით ავ­სე­ბა სურს.

გთა­ვა­ზობთ ტოპ 5 სა­ზა­ფხუ­ლო სა­კი­თხავს "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" სე­რი­ი­დან, რომ­ლი­თაც მო­ტი­ვა­ცი­ას აი­მაღ­ლებთ და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხის მი­მართ, ახალ ხედ­ვას ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბებთ:

NEW YORK TIMES-ის ბესტსე­ლე­რი.

გა­მოს­ვლი­დან სულ რა­ღაც ერთ თვე­ში ამ წიგნ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­ი­პო­ვა ბესტსე­ლე­რის სტა­ტუ­სი და ბიბ­ლუ­სის ტოპ 10 გა­ყიდ­ვად წიგნს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

სა­კუ­თარ თავ­ში შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და სი­თა­მა­მის აღ­მო­ჩე­ნის­თვის, სუ­ლაც არაა სა­ჭი­რო თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა. პი­რი­ქით, ამის­თვის ჩვენს დე­ფექ­ტებ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე თვა­ლის გას­წო­რე­ბა უნდა შეგ­ვეძ­ლოს. სწო­რედ ასეთ იდე­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი წიგ­ნი, მარკ მენ­სო­ნის "ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა".

მარკ მენ­სო­ნი ამე­რი­კე­ლი სპი­კე­რი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც, თავ­და­პირ­ვე­ლად, პი­რა­დი ონ­ლა­ინბ­ლო­გი შექ­მნა და ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ვი­ღაც ენა­ბილ­წი ბოს­ტო­ნე­ლის, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "რა­ღაც მოჩ­მა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბის აზ­რის შე­სა­ხებ“ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტან­და.

წიგნ­ში, „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ ავ­ტო­რი ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ო­ბე­ბი მო­წამ­ლა და ჩა­ა­გო­ნა ადა­მი­ა­ნებს, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო.

მენ­სო­ნი გვირ­ჩევს, კარ­გად გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შე­ვე­გუ­ოთ მათ. ხოლო რო­დე­საც თვალს გა­ვუს­წო­რებთ ჩვენს ში­შებ­სა თუ სი­სუს­ტე­ებს და და­ვი­ნა­ხავთ მწა­რე სი­მარ­თლეს, სწო­რედ მა­შინ ვი­პო­ვით იმ სი­თა­მა­მეს, შე­უ­პოვ­რო­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ეძებს სა­კუ­თარ თავ­ში.

რე­ი­ჩე­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, ბლო­გე­რი და სპი­კე­რია. ის ასე­ვე გახ­ლავთ TheChicSite.com-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­კუ­თა­რი მე­დი­ა­კომ­პა­ნია Chic Media-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

წიგნ­ში „გონს მო­ე­გე, დაო“ რე­ი­ჩე­ლი წერს სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა­ზე, რომ­ლებ­საც ქა­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აწყდე­ბი­ან. გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს იმ ტყუ­ი­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ თავ­საც აჯე­რებ­და და რომ­ლებ­მაც და­ა­ზა­რა­ლა მისი ფსი­ქი­კა, თვით­შე­ფა­სე­ბა და შე­ა­ფერ­ხა მისი წარ­მა­ტე­ბა.

მისი გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და­გეხ­მა­რე­ბა, თა­ვა­დაც და­ა­მარ­ცხო მსგავ­სი ტყუ­ი­ლე­ბი და მეტი შე­მარ­თე­ბით იცხოვ­რო.

იუ­მო­რი­თა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სიბ­რძნით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წიგ­ნით, ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ­სა­ხე გვეხ­მა­რე­ბა, გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმ ტყუ­ი­ლე­ბის ტყვე­ო­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლის ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რი.

„გონს მო­ე­გე, დაოს“ თი­თო­ე­უ­ლი თავი იწყე­ბა ცალ­კე­უ­ლი ტყუ­ი­ლით, რომ­ლი­საც ჰო­ლისს ოდეს­ღაც სჯე­რო­და - ტყუ­ი­ლით, რო­მელ­მაც და­ა­ზა­რა­ლა მისი ფსი­ქი­კა, თვით­შე­ფა­სე­ბა და რო­მელ­საც ლა­მის და­ნებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც და­ა­მარ­ცხა ის.

ჰო­ლი­სი არა­ფერს მა­ლავს. ურ­ყე­ვი რწმე­ნი­თა და სი­თა­მა­მით მო­უ­წო­დებს ქა­ლებს, იცხოვ­რონ შე­მარ­თე­ბი­თა და ენერ­გი­ით, იყ­ვნენ თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი და გა­მო­აღ­ვი­ძონ თა­ვი­ან­თი მი­ძი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი.

სო­ფია ამო­რუ­ზო ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც 2006 წელს მე­ო­რე­უ­ლი ტან­საც­მლის ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია NASTY GAL შექ­მნა. მისი ბიზ­ნე­სი რამ­დე­ნი­მე წელ­ში მი­ლი­ო­ნი­ან კომ­პა­ნი­ად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარდ კომ­პა­ნი­ად და­ა­სა­ხე­ლა.

#GIRLBOSS სო­ფი­ას ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­აა, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი მკი­თხველს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და უყ­ვე­ბა, რო­გორ იქცა მე­ამ­ბო­ხე მა­წან­წა­ლი­დან სწრა­ფად მზარ­დი ბიზ­ნე­სის და­მა­არ­სებ­ლად და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რად.

წიგ­ნი მა­ლე­ვე გახ­და New York Times-ის ბესტსე­ლე­რი, Washington Post-მა კი მას „ორ­დი­ნა­რუ­ლი­დან გა­დახ­ვე­ვა“ უწო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ფი­ამ Girlboss-ის ფონ­დიც შექ­მნა, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნე­ბის, მო­დი­სა და დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ქა­ლებს ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას უწევს.

2016 წელს სო­ფია ამო­რუ­ზო „ფორბსმა“ და­ა­სა­ხე­ლა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქა­ლად, რო­მელ­მაც ეს სიმ­დიდ­რე და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­პო­ვა.

რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რი ხარ, ამას შენ გარ­შე­მო ყვე­ლა ამ­ჩნევს: რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ ბედ­ნი­ე­რე­ბას? ცხა­დია, მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბი­თა და ინ­სპი­რა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი მუხ­ტი­სა და მეტი მხი­ა­რუ­ლე­ბის შე­ტა­ნა. ამ წიგნ­ში გე­ლო­დე­ბა რჩე­ვე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბა, ყო­ვე­ლი დღე უფრო ბედ­ნი­ე­რად გა­ა­ტა­რო, ცხოვ­რე­ბა კი მხი­ა­რუ­ლი და ნა­თე­ლი გა­ხა­დო.

თუ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გაქვს, შე­საძ­ლოა, სრუ­ლი გან­ტვირ­თვის იდეა არა­რე­ა­ლუ­რა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ თუ არ სცდი, ამას ვე­რა­სო­დეს გა­ი­გებ - ეს იმა­ზე ბევ­რად ად­ვი­ლია, ვიდ­რე გგო­ნია. რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ­მა მე­თოდ­მა და ტექ­ნი­კამ შე­საძ­ლოა შენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლოს. წიგნ­ში ბევ­რი რჩე­ვა, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მე­თო­დი და აქ­ტი­ვო­ბაა მო­ცე­მუ­ლი - ყვე­ლა­ფე­რი, რაც ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დი­სა და კმა­ყო­ფი­ლე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ

ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც განტვირთვისა და ახალი ენერგიით დამუხტვისათვის მეტი დრო გვაქვს. ამ დროის თვითგანვითარებისა და სამოტივაციო ჟანრის წიგნებისათვის დათმობა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მათთვის, ვისაც ღირებულებების გადაფასება და დადებითი ემოციებით ავსება სურს.

გთავაზობთ ტოპ 5 საზაფხულო საკითხავს "ლურჯი ოკეანის" სერიიდან, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ და სხვადასხვა საკითხის მიმართ, ახალ ხედვას ჩამოიყალიბებთ:

NEW YORK TIMES-ის ბესტსელერი.

გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ თვეში ამ წიგნმა საქართველოშიც მოიპოვა ბესტსელერის სტატუსი და ბიბლუსის ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.

რეიჩელი ამერიკელი მწერალი, ბლოგერი და სპიკერია. ის ასევე გახლავთ TheChicSite.com-ის დამფუძნებელი და საკუთარი მედიაკომპანია Chic Media-ს აღმასრულებელი დირექტორი.

წიგნში „გონს მოეგე, დაო“ რეიჩელი წერს სხვადასხვა პრობლემაზე, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან. გულახდილად საუბრობს იმ ტყუილებზე, რომლებსაც საკუთარ თავსაც აჯერებდა და რომლებმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და შეაფერხა მისი წარმატება.

მისი გულწრფელი საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაგეხმარება, თავადაც დაამარცხო მსგავსი ტყუილები და მეტი შემართებით იცხოვრო.

იუმორითა და ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული წიგნით, ცნობილი ონლაინსახე გვეხმარება, გავთავისუფლდეთ იმ ტყუილების ტყვეობისგან, რომლებიც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერი.

„გონს მოეგე, დაოს“ თითოეული თავი იწყება ცალკეული ტყუილით, რომლისაც ჰოლისს ოდესღაც სჯეროდა - ტყუილით, რომელმაც დააზარალა მისი ფსიქიკა, თვითშეფასება და რომელსაც ლამის დანებდა, მაგრამ ბოლოს მაინც დაამარცხა ის.

ჰოლისი არაფერს მალავს. ურყევი რწმენითა და სითამამით მოუწოდებს ქალებს, იცხოვრონ შემართებითა და ენერგიით, იყვნენ თავდაჯერებულნი და გამოაღვიძონ თავიანთი მიძინებული მიზნები.

სოფია ამორუზო ამერიკელი ბიზნესლედი და მწერალია, რომელმაც 2006 წელს მეორეული ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია NASTY GAL შექმნა. მისი ბიზნესი რამდენიმე წელში მილიონიან კომპანიად იქცა და 2012 წელს Inc. Magazine-მა ის ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად დაასახელა.

#GIRLBOSS სოფიას ავტობიოგრაფიაა, რომელშიც ავტორი მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და უყვება, როგორ იქცა მეამბოხე მაწანწალიდან სწრაფად მზარდი ბიზნესის დამაარსებლად და აღმასრულებელ დირექტორად.

წიგნი მალევე გახდა New York Times-ის ბესტსელერი, Washington Post-მა კი მას „ორდინარულიდან გადახვევა“ უწოდა.

მოგვიანებით, სოფიამ Girlboss-ის ფონდიც შექმნა, რომელიც ხელოვნების, მოდისა და დიზაინის სფეროში მომუშავე ქალებს ფინანსურ დახმარებას უწევს.

2016 წელს სოფია ამორუზო „ფორბსმა“ დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად, რომელმაც ეს სიმდიდრე დამოუკიდებლად მოიპოვა.

როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდება რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარება, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატარო, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადო.

თუ დატვირთული რეჟიმი გაქვს, შესაძლოა, სრული განტვირთვის იდეა არარეალურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ თუ არ სცდი, ამას ვერასოდეს გაიგებ - ეს იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ შესაძლოა შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული - ყველაფერი, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!

რა არის "ფენიქსი" - პირველი ქართული ინტერაქციული წიგნი

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

აქციე მაკულატურა წიგნებად - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით