პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს
ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებს გე­ნე­რალ - მა­ი­ო­რი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის ცე­რე­მო­ნია ვა­ზი­ან­ში გა­ი­მარ­თა. გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ამ გე­ნე­რალ-მა­ი­ორ გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის დრო­შა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ა­ბა­რა.

გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით და­ი­ნიშ­ნა. გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილ­მა და­ნიშ­ვნი­სა და წარ­დგე­ნის­თვის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და თავ­დაც­ვის მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ამას­თან, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის უკვე ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ამ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ქარ­თულ ჯარს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩემს ად­გილს იკა­ვებს ღირ­სე­უ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი და მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გე­ნე­რალ - მა­ი­ო­რი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი უკე­თე­სად გა­ა­კე­თებს იმ საქ­მეს, რა­საც 3 წელი და 7 თვე მე ვი­ყა­ვი შე­ჭი­დე­ბუ­ლი. ის არის ბევ­რად უკე­თე­სი, ვიდ­რე მე ვი­ყა­ვი ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. მე მივ­დი­ვარ თა­და­რიგ­ში, მაგ­რამ ვრჩე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რის­კა­ცად და იქ ვიქ­ნე­ბი, სა­დაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ეს დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ამ.

1977 წლის 18 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბულ გე­ნე­რალ-მა­ი­ორს, პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელს, სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, კა­ნა­და­ში, აშშ-სა და გერ­მა­ნი­ა­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვილს გერ­მა­ნი­ა­ში გავ­ლი­ლი აქვს სნა­ი­პე­რის, ქვე­ი­თი სა­მე­თა­უ­რო, ასე­უ­ლის მე­თა­უ­რის, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გე­ნე­რა­ლუ­რი სა­ად­მი­რა­ლო შტა­ბი­სა და ქვე­ით­თა სამ­თო ბრძო­ლის კურ­სე­ბი. აშშ-ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო სა­დე­სან­ტო მომ­ზა­დე­ბის კურ­სი, ხოლო კა­ნა­და­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­პა­რა­შუ­ტო-სა­დე­სან­ტო მომ­ზა­დე­ბის კურ­სი.

თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში სხვადსხვა პო­ზი­ცი­ა­ზე 1998 წლი­დან მსა­ხუ­რობს. 2016 - 2018 წლებ­ში სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ სარ­დლო­ბის სარ­დლის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ, 2018 - 2019 - თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის და­სავ­ლე­თის სარ­დლო­ბის სარ­და­ლი, ხოლო 2019 წლი­დან დღემ­დე - თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე - გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი იყო.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს ნა­ტოს მე­და­ლი, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის III ხა­რის­ხის ორ­დე­ნი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის, გე­ნე­რალ მაზ­ნი­აშ­ვი­ლი­სა და სხვა არა­ერ­თი მე­და­ლი. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის იხი­ლეთ ბმუ­ლი

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტანგერი
19

ვააააა...

გადაირევა კაცი რა, ტიპი მხოლოდ ოცეულის მეთაური იყო, არ ყოფილა ასეულის მეთაური, ბატალიონის მეთაური, ბრიგადის მეთაური და... ჰოპ, სარდლის მოადგილე, მერე ჰოპ და სარდალი, მერე ჰოპ და გენერალური შტაბის უფროსი, და ეხლა კიდევ თავდაცვის ძალების მეთაური...

პ.ს. ომის დროს G3-ის უფროსი იყო (დაგეგმარება), ხოდა მაგისი გვარით იყო ის რუკები და იოვერლეები, რომ წაიღეს რუსებმა...

პ.პ.ს. პირადად არაფერი ჯინი არ მჭირს მისი, უბრალოდ ფაქტები...

davit
36

პატიოსანი და ღირსეული გენერალი. წარმატებას უსურვებ ბატონ გიორგის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ვაზიანში გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა.

გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა. გიორგი მათიაშვილმა დანიშვნისა და წარდგენისთვის ქვეყნის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, თავდაცვის ძალების უკვე ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაწეული საქმიანობისთვის ქართულ ჯარს მადლობა გადაუხადა.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩემს ადგილს იკავებს ღირსეული, პატიოსანი და მაღალი დონის პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ, რომ გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი უკეთესად გააკეთებს იმ საქმეს, რასაც 3 წელი და 7 თვე მე ვიყავი შეჭიდებული. ის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მე ვიყავი ჩემს თანამდებობაზე. მე მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები, სადაც ჩვენს ქვეყანას ეს დასჭირდება", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

1977 წლის 18 დეკემბერს დაბადებულ გენერალ-მაიორს, პროფესიით ისტორიის მასწავლებელს, სამხედრო განათლება საქართველოს გარდა, კანადაში, აშშ-სა და გერმანიაში აქვს მიღებული. გიორგი მათიაშვილს გერმანიაში გავლილი აქვს სნაიპერის, ქვეითი სამეთაურო, ასეულის მეთაურის, ინტერნაციონალური გენერალური საადმირალო შტაბისა და ქვეითთა სამთო ბრძოლის კურსები. აშშ-ში სპეციალური ოპერაციების ძალების საჰაერო სადესანტო მომზადების კურსი, ხოლო კანადაში შეიარაღებული ძალების საპარაშუტო-სადესანტო მომზადების კურსი.

თავდაცვის ძალებში სხვადსხვა პოზიციაზე 1998 წლიდან მსახურობს. 2016 - 2018 წლებში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილე გახლდათ, 2018 - 2019 - თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სარდალი, ხოლო 2019 წლიდან დღემდე - თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი იყო.

მიღებული აქვს ნატოს მედალი, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, ღირსების ორდენი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გენერალ მაზნიაშვილისა და სხვა არაერთი მედალი. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს