პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს
გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

"ვი­ზე­ა­რი" აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რჩე­ბა თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერ­თგუ­ლი" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია "ვი­ზე­ა­რი" ქუ­თა­ის­ში სა­კუ­თარ ბა­ზას ხუ­რავს, რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, უნ­გრუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლი­დან ოპე­რი­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ „ვი­ზე­ა­რის“ არე­ა­ლი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი­ყო. ნა­თია თურ­ნა­ვას თქმით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე, „ვი­ზე­ა­რი“ სა­ქარ­თვე­ლო­დან 30-მდე მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებ­და და კი­დევ 10-მდე ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და და­ა­ა­ნონ­სე­ბუ­ლი.

„ახ­ლა­ხან პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე კომ­პა­ნი­ას და „ვი­ზე­ა­რი“ თა­ვა­დაც და­ა­დას­ტუ­რებს სა­ჯა­როდ, რომ არ­სად არ გა­დის, აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ერ­თგუ­ლი რჩე­ბა თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ვინც მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში „ვი­ზე­ა­რის“ მეშ­ვე­ო­ბით და ჩვე­ნი ხელ­შე­წყო­ბით ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად და საკ­მა­ოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბით მგზავ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და პი­რი­ქით“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, დღეს ავი­ა­ცი­ის გლო­ბა­ლუ­რი ინ­დუსტრია საკ­მა­ოდ დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შეა და ბუ­ნებ­რი­ვია, ნე­ბის­მი­ე­რი ავი­ა­კონმპა­ნია ცდი­ლობს შე­ამ­ცი­როს და­ნა­ხარ­ჯე­ბი, აკე­თებს სხვა­დას­ხვა თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბას, რე­ა­ლო­კა­ცი­ას, რაც არის წმინ­და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი. ამი­ტომ არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, „ვი­ზე­არს“ თვითმფრი­ნა­ვი ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტში ეყო­ლე­ბა და­ყე­ნე­ბუ­ლი, თუ რო­მე­ლი­მე თა­ვის ბა­ზა­ზე გა­და­იყ­ვანს.

„მთავ­რია, რომ „ვი­ზე­ა­რი“ არ­სად გა­დის. კომ­პა­ნი­ის გა­ნა­ცხა­დი შე­მო­სუ­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ელო­დე­ბა ჩვენს შე­ტყო­ბი­ნე­ბას. რა მო­მენ­ტშიც ვიქ­ნე­ბით მზად და ჩავ­თვლით შე­საძ­ლებ­ლად, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა ზო­მის დაც­ვით გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს, „ვი­ზე­ა­რი“ გა­აგ­რძე­ლებს ფრე­ნებს და ამას თა­ვად კომ­პა­ნია უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში და­ა­დას­ტუ­რებს“, - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა Wizz Air-მაც. ავი­ა­კომ­პა­ნია გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას შე­ას­რუ­ლოს ფრე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნებს შო­რის, რო­გორც კი აღ­დგე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბი.

"Wizz Air აქ­ტი­უ­რად აკ­ვირ­დე­ბა გლო­ბა­ლურ და ლო­კა­ლურ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას, ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებს და გა­ნაგ­რძობს ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რი­რე­ბას.

Wizz Air 2012 წლი­დან მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზარ­ზე და კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­და 2016 წელს, ბა­ზის და­არ­სე­ბის შემ­დეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც 2.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა უზ­რუნ­ველ­ყო. რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი ტრე­ფი­კის და ტუ­რიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

Wizz Air გა­მო­ხა­ტავს მზა­ო­ბას შე­ას­რუ­ლოს ფრე­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნებს შო­რის, რო­გორც კი აღ­დგე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბი.

Wizz Air მზა­დაა აღად­გი­ნოს ფრე­ნე­ბი და და­ა­მა­ტოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან, რო­გორც კი გლო­ბა­ლუ­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე მო­თხოვ­ნა და­ი­წყებს ად­რინ­დელ ნიშ­ნულ­ზე დაბ­რუ­ნე­ბას", - ნათ­ქვა­მია ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
6

რავიცი, ივლისში ყველაფერი გააუქმეს და აგერ უკვე აგვისტოს დასაწყისშიც! ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს - ევროპაში ყველგან დაფრინავს ვიზეარი, მაგრამ ჩვენთან აღარ შვებიან და მე სწორედაც რომ ჩვენი მინისტრების არაკომპეტენტურ კომუნიკაციას ვაბრალებ ამას! 

გ55
0

სულ ირჯერ ვიფრინე "ვიზეარ" - ით ევროპის ქალაქში იქეთ-აქეთ, ძალიან კმაყოფილი ვარ. პროფი პილოტები, ხელმისაწვდომი ბილეთის ფასი, ულამაზესი სტიუარდესები, ჩაჯდები და უცებ გრძნობ, რომ ევროპაში ხარ, თუმცა ჯერ ისევ კოპიტნარში იდგა აფრენამდე.))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

"ვიზეარი" აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული" - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია.

მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ვიზეარის“ არეალი გაფართოებულიყო. ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, „ვიზეარი“ საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დააანონსებული.

„ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა Wizz Air-მაც. ავიაკომპანია გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

"Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას.

Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია