სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა. რო­გორც მან თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გან­მარ­ტა, მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა შემ­დე­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა - სრუ­ლად გა­და­ი­ხუ­რე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რის ბა­ქა­ნი, მოხ­დე­ბა სად­გუ­რის ადაპ­ტა­ცია შშმ პირ­თათ­ვის, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ორი ლიფ­ტი და მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლი­კე­ბი.

"მეტ­რო­ში ვა­წარ­მო­ებთ მთელ რიგ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს, რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის გა­ხა­ლე­ბა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხდე­ბა. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვაქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რი ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა, თუ ვინ არის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია.

დღეს მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცის­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გვქონ­და ტენ­დე­რი ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, გვყავს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლია და მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ და­ი­წყე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მეტ­რო­სად­გურ „გო­ცი­რი­ძის“ სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა შემ­დე­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა:

სრუ­ლად გა­და­ი­ხუ­რე­ბა მეტ­რო­სად­გუ­რის ბა­ქა­ნი, მოხ­დე­ბა სად­გუ­რის ადაპ­ტა­ცია შშმ პირ­თათ­ვის, და­მონ­ტაჟ­დე­ბა ორი ლიფ­ტი და მო­ე­წყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლი­კე­ბი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა, რო­გორც სად­გუ­რის ვეს­ტი­ბი­ულს, რო­მე­ლიც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ასე­ვე ბა­ქანს. გა­ნახ­ლდე­ბა და გა­რე­მონტდე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ოთა­ხე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბი­სად სრუ­ლად გა­მო­იც­ვლე­ბა სად­გუ­რის ელექტრო­სის­ტე­მა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცა ჩა­ტარ­დე­ბა.

ზო­გა­დად, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვაქვს, ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად, ვარ­კე­თი­ლი შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო, სა­დაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჭერი ჩა­მო­ინ­გრა და ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რად­გან ძა­ლი­ან დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის საქ­მე ამ კონ­კრე­ტულ მეტ­რო­სად­გურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყოთ და­ზღვე­უ­ლე­ბი, რომ ანა­ლო­გი­უ­რი არ მოხ­დეს და სა­მუ­შა­ო­ე­ბი ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა სად­გუ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
7

მეტრო გოცირიძე კი გადაიხურება, მაგრამ მთელ ხელისუფლებას რომ კრამიტი დაუცურდა, ამდენს სად ნახავთ? 

ეტიკი
1

 გადახურვა კარგია?! მეტროში ჩასასვლელ-ამოსასვლელი წერეთლის გამზირზე რომ გამოგიოდეს მთლად კარგი იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

მეტრო "გოცირიძე" გადაიხურება და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება - სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები.

"მეტროში ვაწარმოებთ მთელ რიგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ასევე არსებული მეტროს ვაგონების გახალება-რეაბილიტაცია ხდება. გამოცხადებული გვაქვს საერთაშორისო ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცისთან დაკავშირებით. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ამ პროექტის განხორციელებაზე, გვყავს გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში უშუალოდ დაიწყება სამუშაოები. მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება:

სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ასევე ბაქანს. განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების მომსახურების ოთახები, თანამედროვე სტანდარტების შესაბისად სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა. ამ პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცა ჩატარდება.

ზოგადად, მეტროსადგურები მძიმე მდგომარეობაში გვაქვს, ერთ-ერთ მაგალითად, ვარკეთილი შემიძლია მოვიყვანო, სადაც რამდენიმე წლის წინ ჭერი ჩამოინგრა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამუშაოები, რადგან ძალიან დიდ სირთულეებთან არის საქმე ამ კონკრეტულ მეტროსადგურთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, რომ ანალოგიური არ მოხდეს და სამუშაოები ძალიან მაღალ დონეზე იყოს შესრულებული. ასევე, პარალელურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვა სადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალაძემ.

"30 ქართველთან ერთად დამაკავეს... ქურდულ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს" - რამ აიძულა ამერიკაში წარმატებული სპორტსმენი საქართველოში დაბრუნებულიყო

ყაზბეგში სამასამდე ტესტის ნიმუში უკვე აიღეს - ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგი ხვალ გახდება ცნობილი

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის„ქართული სახვითი ხელოვნება აბრეშუმზე“ პრეზენტაცია გამართა