საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში პოლიციელის მკვლელობისთვის 31 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული მოკლულის ბინაში ქირით ცხოვრობდა
გორში პოლიციელის მკვლელობისთვის 31 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული მოკლულის ბინაში ქირით ცხოვრობდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გორ­ში პო­ლი­ცი­ე­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერედ­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის მე­სა­მე გან­ყო­ფი­ლე­ბის უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლის - დ.ს.-ს და­ღუპ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სამ­ძი­მარს უცხა­დებს და­ღუ­პუ­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჰ.დ. გორ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მე­ლიც ბი­ნას ქი­რა­ობ­და 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ს.-სგან, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა დ.ს.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g.
2

ჩვენი ბრალია ძაან ველოლიავებით

ჯიჯი
2

შსს კიდე აპარპაშეთ ეს რჯულძაღლები. ისეთი გათამამებულები არიან რო უკვე თქვენზე გადმოვიდნენ(პოლიციაზე). ჯერ სად ხართ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის 31 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული მოკლულის ბინაში ქირით ცხოვრობდა

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის 31 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული მოკლულის ბინაში ქირით ცხოვრობდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - დ.ს.-ს დაღუპვასთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე, უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში

დავით ჭაკუა უკვე საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცი მამა

"ვადასტურებ, იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია... ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა" - რას წერს ნინო გიორგობიანი გახმაურებული საქმის მოწმეზე