საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი ლეო ბო­კე­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს, 81 წლი­საა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის სტი­ლით და ცხოვ­რე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ბევ­რი ახალ­გაზ­რდის­თვის მა­გა­ლი­თია.

81 წლის ქი­რურ­გი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 5 ოპე­რა­ცი­ას აკე­თებს, არის რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რი და გულ-სის­ხლძარ­ღვთა ქი­რურ­გი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის პრე­ზი­დენ­ტი. სა­ა­გენ­ტო ТАСС-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი ბო­კე­რია იმ ჩვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს და სი­ცო­ცხლეს გა­უ­ხან­გრძლი­ვებს.

"ტყუ­ი­ლად არ ამ­ბო­ბენ, რომ სი­ცო­ცხლე მოძ­რა­ო­ბა­შია. უკვე მრა­ვალ­ჯერ იქნა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნის გა­ჯან­სა­ღე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი, ფე­ხით სი­ა­რუ­ლია. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კვი­რა­ში ორ სა­ათს მა­ინც და­დის ფე­ხით, არა სირ­ბი­ლით, არა­მედ მშვი­დი, ნელი ნა­ბი­ჯე­ბით, 6-7 წლით მეტს ცო­ცხლობს" - ამ­ბობს ბო­კე­რია.

- ცოტა ხნის წინ გა­ვე­ცა­ნი კვლე­ვას - სე­უ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ დღე­ში სამ­ჯერ კბი­ლე­ბის ხეხ­ვას, შე­უძ­ლია შე­ამ­ცი­როს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი. ეს ნამ­დვი­ლად ასეა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ, რო­დე­საც ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მა უფრო მწვა­ვედ იდგა, კბი­ლის ჯაგ­რისს საპ­ნი­თა და ცხე­ლი წყლით რე­ცხავ­დნენ, რად­გან მი­იჩ­ნე­ო­და, რომ წყლის გა­დავ­ლე­ბით ბაქ­ტე­რი­ე­ბის მო­შო­რე­ბა ვერ ხდე­ბო­და. დღეს ეს პრობ­ლე­მა შეგ­ვიძ­ლია მო­ვაგ­ვა­როთ ჯაგ­რი­სის ხში­რი გა­მოც­ვლით და პი­რის ღრუს სპე­ცი­ა­ლუ­რი სავ­ლე­ბით, კბი­ლე­ბის გა­მო­ხეხ­ვის შემ­დეგ.

პი­რის ღრუს ფლო­რის ჰი­გი­ე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სწო­რედ პი­რი­დან შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს მიკ­რო­ბე­ბი სის­ხლსა და ორ­გა­ნიზ­მში.

- რა ჩვე­ვე­ბი გვეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში?

- პირ­ვე­ლი ჩვე­ვა - კარგ ხა­სი­ათ­ზე ყოფ­ნაა, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა ცხოვ­რე­ბი­სად­მი. ჩემი ღრმა რწმე­ნით, ამის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. მა­გა­ლი­თად, მე, რო­დე­საც დი­ლას ვდგე­ბი, რა­ღა­ცას ისეთს ვა­კე­თებ, რომ ჩემი მე­უღ­ლე გა­ვა­ხა­ლი­სო - ვყვე­ბი ანეკ­დოტს, ვა­ცი­ნებ. მე­ო­რე - ჩემი აზ­რით, ადა­მი­ანს სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე უნდა ჰქონ­დეს, რომ რა­მეს ქმნი­დეს და აკე­თებ­დეს, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს.

შემ­დე­გი ელე­მენ­ტია - ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, რო­მელ­შიც შე­დის სწო­რი ძილი, ჯან­სა­ღი კვე­ბა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი სა­ა­თი­ვი­თაა - მას ჭირ­დე­ბა ენერ­გი­ის წყა­რო, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი ძი­ლია. ღრმა ძილი, პრე­პა­რა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლი არ არის ზედ­მე­ტად და­ნაყ­რე­ბა და კარ­გია, თუ ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია რა­ი­მე სა­ხის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

რამ­დე­ნი სა­ა­თი უნდა გვე­ძი­ნოს? ამ შე­კი­თხვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა დრო, არა­მედ რე­ჟი­მი - მა­გა­ლი­თად, მე დი­ლის 07:45 სა­ათ­ზე უკვე სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში ვარ, ამი­ტომ ვდგე­ბი დი­ლის 6 სა­ათ­ზე და მძი­ნავს 6 სა­ა­თი. ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე დროს ვი­ძი­ნებ და ვიღ­ვი­ძებ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურუ
122

სამარცხვინო ქვეყანაა ეგ თქვენი რუსეთი, სადაც 80 წელს გადაცილებული ადამიანები მუშაობენ.

ყველა ის ქვეყანა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების ნორმალურ პენსიას არის სამარცხვინო, მათ შორის რა თქმა უნდა ეს ჩვენი დიადი სამშობლოც.

 

ტოტო
2

ბოკერია არის საუკეთესო პროფესიონალი და რაც მთავარია დიდი ჰუმანისტი.იმიტომაც არის 81 წლის,რომ შრომობს და აქვს საყვარელი საქმე.

ასეთი კლინიცისტები ერთეულებია და ამიტომაც მუშაობს და არა იმიტომ ,რომ უჭირს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

"საუკეთესო ჩვევა ჯანმრთელი ცხოვრებისთვის - ეს კარგი განწყობაა" - ცნობილი კარდიოქირურგის რჩევები სიცოცხლის გასახანგრძლივებლად

მსოფლიოში აღიარებული ქართველი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია, რომელიც წლებია რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 81 წლისაა, თუმცა ცხოვრების სტილით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით, ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითია.

81 წლის ქირურგი დღის განმავლობაში, დაახლოებით 5 ოპერაციას აკეთებს, არის რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი და გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალური სამედიცინო კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი. სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ბოკერია იმ ჩვევებზე საუბრობს, რომლებიც ადამიანს ჯანმრთელობას შეუნარჩუნებს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

"ტყუილად არ ამბობენ, რომ სიცოცხლე მოძრაობაშია. უკვე მრავალჯერ იქნა დამტკიცებული, რომ ადამიანის გაჯანსაღების ყველაზე ეფექტური მეთოდი, ფეხით სიარულია. ადამიანი, რომელიც კვირაში ორ საათს მაინც დადის ფეხით, არა სირბილით, არამედ მშვიდი, ნელი ნაბიჯებით, 6-7 წლით მეტს ცოცხლობს" - ამბობს ბოკერია.

- ცოტა ხნის წინ გავეცანი კვლევას - სეულის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღეში სამჯერ კბილების ხეხვას, შეუძლია შეამციროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ეს ნამდვილად ასეა?

- დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც ჰიგიენის პრობლემა უფრო მწვავედ იდგა, კბილის ჯაგრისს საპნითა და ცხელი წყლით რეცხავდნენ, რადგან მიიჩნეოდა, რომ წყლის გადავლებით ბაქტერიების მოშორება ვერ ხდებოდა. დღეს ეს პრობლემა შეგვიძლია მოვაგვაროთ ჯაგრისის ხშირი გამოცვლით და პირის ღრუს სპეციალური სავლებით, კბილების გამოხეხვის შემდეგ.

პირის ღრუს ფლორის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ პირიდან შეიძლება მოხვდეს მიკრობები სისხლსა და ორგანიზმში.

- რა ჩვევები გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?

- პირველი ჩვევა - კარგ ხასიათზე ყოფნაა, პოზიტიური განწყობა ცხოვრებისადმი. ჩემი ღრმა რწმენით, ამის გარეშე არაფერი გამოვა. მაგალითად, მე, როდესაც დილას ვდგები, რაღაცას ისეთს ვაკეთებ, რომ ჩემი მეუღლე გავახალისო - ვყვები ანეკდოტს, ვაცინებ. მეორე - ჩემი აზრით, ადამიანს საინტერესო საქმე უნდა ჰქონდეს, რომ რამეს ქმნიდეს და აკეთებდეს, განვითარების საშუალება ჰქონდეს.

შემდეგი ელემენტია - ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელშიც შედის სწორი ძილი, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობები.

ადამიანის ორგანიზმი საათივითაა - მას ჭირდება ენერგიის წყარო, რაც ამ შემთხვევაში კარგი ძილია. ღრმა ძილი, პრეპარატების დახმარების გარეშე. ამასთან, სასურველი არ არის ზედმეტად დანაყრება და კარგია, თუ ადამიანი დაკავებულია რაიმე სახის ფიზიკური აქტივობით.

რამდენი საათი უნდა გვეძინოს? ამ შეკითხვაში მნიშვნელოვანია არა დრო, არამედ რეჟიმი - მაგალითად, მე დილის 07:45 საათზე უკვე საოპერაციოში ვარ, ამიტომ ვდგები დილის 6 საათზე და მძინავს 6 საათი. ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვიძინებ და ვიღვიძებ.

ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ ჩაცმის სტილიც შეიცვალა - მომღერლის ახალი ფოტოები ამერიკიდან

"მეც მაქვს პრობლემები ოჯახში... შვილიშვილები მეუბნებიან, რატომ არ გვიშვებ სკოლაშიო, ჰგონიათ, მე არ ვუშვებ" - ამირან გამყრელიძე

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კორონავირუსი უკვე მეორე თანამშრომელს დაუდასტურდა