მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 1500-ზე მეტ ქალს ძუ­ძუს კი­ბოს დი­აგ­ნოზს უს­ვა­მენ. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სტა­ტის­ტი­კის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ვე­ლი მე-8 ქალი ძუ­ძუს კი­ბოს წარ­მო­შო­ბის რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბის ქვეყ­ნის­თვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, სა­წყის ეტაპ­ზე ის უსიმპტო­მოდ ვი­თარ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, დრო­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს და­ა­ვა­დე­ბის სწორ მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

ძუ­ძუს კი­ბოს ად­რე­ულ ნიშ­ნებ­ზე, სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კა­ზე, „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ არ­სე­ბულ უახ­ლე­სი თა­ო­ბის მა­მოგ­რაფ­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ზე კლი­ნი­კის მა­მო­ლო­გი თა­მი­ლა რო­ი­ნიშ­ვი­ლი და რა­დი­ო­ლო­გი თა­მარ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

რამ­დე­ნად ხში­რია ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

თა­მი­ლა რო­ი­ნიშ­ვი­ლი: სა­ქარ­თვე­ლო­ში ძუ­ძუს კი­ბოს შემ­თხვე­ვა­თა სიხ­ში­რე თით­ქმის უტოლ­დე­ბა ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ ქვეყ­ნებ­ში მისი გავ­რცე­ლე­ბის რი­ცხვებს, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 44 შემ­თხვე­ვა მო­დის 10 ათას ქალ­ბა­ტონ­ზე. ასე­ვე შე­სამ­ჩნე­ვია ძუ­ძუს კი­ბოს გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კის და­წე­ვა ანუ გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა.

ძუ­ძუს კი­ბოს გა­მოვ­ლე­ნის სიხ­ში­რემ 2018 წლის შემ­დეგ, ცო­ტა­თი იკლო, რაც შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს სკრი­ნინ­გუ­ლი პროგ­რა­მე­ბის აქ­ტი­ურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ამით მა­ინც რთუ­ლია თქვა, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლი პო­პუ­ლა­ცია არის გა­მოკ­ვლე­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძუ­ძუს კი­ბოს გავ­რცე­ლე­ბა, ევ­რო­პის ქვეყ­ნებს უტოლ­დე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად, სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია..

რო­მე­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ქა­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ და რა უწყობს ხელს ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას?

თა­მი­ლა რო­ი­ნიშ­ვი­ლი: ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ვი­ნა­ი­დან ასა­კი, წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ რისკ ფაქ­ტორს ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბი­სას. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა უფრო და­ბალ ასა­კობ­რივ ზღვარ­ში რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა რისკ ფაქ­ტო­რებს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას და რომ­ლის შეც­ვლაც არ შეგ­ვიძ­ლია: პირ­ველ რიგ­ში ეს არის სქე­სი - იყო ქალი ნიშ­ნავს იმას, რომ უკვე მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ ხარ. შემ­დეგ უკვე ასა­კი, რად­გან წლე­ბის მა­ტე­ბასთნ ერ­თად, მა­ტუ­ლობს ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. ასე­ვე რისკ ფაქ­ტო­რია გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ანამ­ნე­ზი - ად­რე­უ­ლი მე­ნარ­ხე, გვი­ა­ნი მე­ნო­პა­უ­ზა, მკვრი­ვი მკერ­დი, ვი­ნა­ი­დან ასე­თი ქა­ლა­ბა­ტო­ნე­ბი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში არი­ან ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

არ­სე­ბობს ასე­ვე რისკ ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­ზეც ზე­გავ­ლე­ნა შეგ­ვიძ­ლია მო­ვახ­დი­ნოთ - ეს არის იგი­ვე გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი ანამ­ნე­ზი, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში იგუ­ლის­ხმო­ბა პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა, ორ­სუ­ლო­ბა, ასე­ვე ლაქ­ტა­ცია.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნა და დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა?

თა­მი­ლა რო­ი­ნიშ­ვი­ლი: ზო­გა­დად, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი უკვე აღ­მო­ა­ჩენს გარ­კვე­ულ სიმპტომს, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად გვევ­ლი­ნე­ბა: სი­მაგ­რე ძუ­ძუ­ში, სი­წით­ლე სარ­ძე­ვე ჯირ­კვალ­ზე, ძუ­ძუს ფორ­მის შეც­ვლა ან ხე­ლის აწე­ვის დროს, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის დე­ფორ­მა­ცია - ეს უკვე არის ის ეტა­პი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, რომ­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, რა თქმა უნდა გაგ­ვაჩ­ნია პრე­ტენ­ზია მა­მო­ლო­გებს, თუმ­ცა მთა­ვა­რი მო­მენ­ტი არის ის, რომ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ად­რე­ულ ეტაპ­ზე, რაც წარ­მო­ად­გენს გა­რანტს სა­ა­ბო­ლოო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის. ად­რე­უ­ლად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და დრო­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მა­ღალ შან­სებს იძ­ლე­ვა.

ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა კი არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. ჩვენ არ უნდა და­ვე­ლო­დოთ სიმპტომს! სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შემ­დეგ, 18 წლი­დან, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის პირ­ვე­ლი, სა­ო­რი­ენ­ტა­ციო გა­მოკ­ვლე­ვა უნდა მოხ­დეს, რომ ვიც­ნობ­დეთ ჩვე­ნი ძუ­ძუს სტრუქ­ტუ­რას, 25 წლი­დან კი უფრო რე­გუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა “ავერ­სის“ კლი­ნი­კა­ში?

თა­მი­ლა რო­ი­ნიშ­ვი­ლი : “ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ ძუ­ძუს და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სარ­ჯე­ვე ჯირ­კვლე­ბის ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად და წარ­მა­ტე­ბით.

არ­სე­ბობს რენტგენ-მა­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვაც, რო­მე­ლიც ასე­ვე არის საკ­მოდ ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი კვლე­ვა და წარ­მო­ად­გენს ოქ­როს სტან­დარტს ძუ­ძუს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მისი სპე­ცი­ფი­უ­რო­ბი­დან და სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვაც. ყვე­ლა ამ კვლე­ვის მე­თოდს აქვს თა­ვი­სი ნიშა და ჩვე­ნე­ბა, რო­დის რო­მე­ლი ჯობს გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (25-30 წლამ­დე), უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რია ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გი ან მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი, ვიდ­რე მა­მოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა, თუმ­ცა მა­მოგ­რა­ფი­ულ კვლე­ვას გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტურს და ინ­ფორ­მა­ტი­ულს ხდის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებ­ში ის ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც ჩვენს მა­მოგ­რაფს აქვს.

ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხი, ასე­ვე ტო­მო­სინ­თე­ზის რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას უფრო დე­ტა­ლუ­რად და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სარ­ჯე­ვე ჯირ­კვა­ლი შრე­ობ­რი­ვად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის მსგავ­სად და მი­ვი­ღოთ უფრო ზუს­ტი და ნა­თე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვალ­ში

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პრე­ვენ­ცია და ად­რე­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არის გა­მო­სა­ვა­ლი?

თა­მი­ლა რო­ი­ნიშ­ვი­ლი: დიახ, აუ­ცი­ლებ­ლად. პრე­ვენ­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს რე­გუ­ლა­რულ გა­მოკ­ვლე­ვებს. თა­ნამ­დე­რო­ვე მა­მო­ლო­გი­ის ამ­ბი­ცია არის ის, რომ ძუ­ძუს კიბო და­ვი­ჭი­როთ სა­წყის ეტაპ­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს კლი­ნი­კურ ფა­ზას­თან, სა­ნამ სა­გან­გა­შო ნიშ­ნე­ბი წა­მო­ვა.

რო­გორ ხდე­ბა “ავერ­სის“ კლი­ნი­კა­ში სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

თა­მარ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი: „ავერ­სის“ კლი­ნი­კას აქვს უახ­ლე­სი თა­ო­ბის მა­მოგ­რა­ფი, ეს არის ჯე­ნე­რალ ელექტრი­კის ბოლო მა­მოგ­რა­ფი, სა­ხე­ლად “პრის­ტი­ნა”, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კვლე­ვას სთა­ვა­ზობს ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს. ეს აპა­რა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­მოგ­რა­მე­ბი მი­ვი­ღოთ და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე მოხ­დეს ძუ­ძუს კი­ბოს ან ძუ­ძუს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. გარ­და ამი­სა, მთლი­ა­ნად აპა­რა­ტი შექ­მნი­ლია ისე, რომ ქალ­ბა­ტონ­მა თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს გა­მოკ­ვლე­ვი­სას. პა­ცი­ენ­ტი თა­ვად ახორ­ცი­ე­ლებს კომ­პრე­სი­ას გა­მოკ­ვლე­ვი­სას, უფრო მარ­ტივ ენა­ზე რომ ავ­ხსნა: სტან­დარ­ტუ­ლი მა­მოგ­რა­ფი­ის დროს, ძუძუ თავ­სდე­ბა ორ და­ფას შო­რის და ვა­კე­თებთ კომ­პრე­სი­ას, თუმ­ცა ამ აპა­რატს აქვს პულ­ტი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვად აკე­თებს ამ კომ­პრე­სი­ას და აკონ­ტრო­ლებს კომ­პრე­სი­ის დო­ნეს. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვის პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გვი­თხრათ, რა არის ის ძი­რი­თა­დი და სა­ჭი­რო ფუნ­ქცი­ე­ბი, რაც მხო­ლოდ „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ არ­სე­ბულ ახალ მა­მოგ­რაფს გა­აჩ­ნია ?

თა­მარ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი: ახა­ლი მა­მოგ­რა­ფით ჩვენ ვი­ღებთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­მოგ­რა­მებს, რაც ხელს უწყობს უკე­თეს დი­აგ­ნოს­ტი­კას (რაც შე­იძ­ლე­ბა მცი­რე ზო­მის და­ზი­ე­ნე­ბა და­ვი­ნა­ხოთ). გარ­და ამი­სა, „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“, ქალ­ბა­ტო­ნებს შე­უძ­ლი­ათ გა­ი­კე­თონ მა­მოგ­რა­ფია ტო­მო­სინ­თე­ზით, ე.წ. „3D მა­მოგრფია“, რო­დე­საც ძუ­ძუს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა შრე­ობ­რი­ვად. ამ დროს, სტან­დარ­ტუ­ლი მა­მოგ­რა­ფი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ძუ­ძუს ქსო­ვილ­მა გა­და­ფა­როს რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა ან წარ­მო­ნაქ­მნი. „3D მა­მოგრფი­ის“ გა­კე­თე­ბი­სას, ეს პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლია. ჩვე­ნი აპა­რა­ტი ზრდის მა­მოგ­რა­ფის დი­აგ­ნოს­ტი­კურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, მის ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლო­ბას. თა­მა­მად და სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მსგავ­სი აპა­რა­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერთ სხვა კლი­ნი­კას არ გა­აჩ­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტრას­ტულ მა­მოგ­რა­ფი­ას, რაში მდგო­მა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა?

თა­მარ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი :კონ­ტრას­ტუ­ლი მა­მოგ­რა­ფი­ის დროს, კონ­ტრას­ტის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, ხდე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი მა­მოგ­რა­ფი­ის გა­კე­თე­ბა ანუ ის უბ­ნე­ბი ვი­ზუ­ა­ლიზ­დე­ბა მა­მოგ­რა­ფი­ა­ზე, რო­მე­ლიც კონ­ტრასტს ირ­თავს და კონ­ტრას­ტი ამ­ჟღავ­ნებს ამ უბ­ნებს უკე­თე­სად,. ეს არის მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ იმა­ვე მა­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვით ვი­ღებთ რო­გორც მა­მოგ­რა­ფი­ის დროს მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის დროს მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთი კვლე­ვა მო­ი­ცავს ორ კვლე­ვას და ორი კვლე­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს კვლე­ვაც მხო­ლოდ „ავერ­სის კლი­ნი­კა­ში“ კეთ­დე­ბა, მხო­ლოდ ჩვენს აპა­რატ­ზე. ეს არის, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც ინო­ვა­ცი­უ­რი კვლე­ვის მე­თო­დი. უნდა და­ვა­მა­ტო ისიც, რომ კვლე­ვის ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მგრძნო­ბე­ლო­ბა და სპე­ცი­ფი­უ­რო­ბა კი თით­ქმის 100%-ია­ნია.

პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რო­მელ ეტაპ­ზე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?

თა­მარ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი: და­ა­ვა­დე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა რაც უფრო ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე მოხ­დე­ბა, უფრო მეტი შან­სია, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვა მოხ­დეს. ეს აპა­რა­ტი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მცი­რე­დი და­ზი­ა­ნე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, და­ვა­ფიქ­სი­როთ და ქალს სი­ცო­ცხლე შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ, ამას­თა­ნა­ვე დავ­ზო­გოთ მისი ფი­ნან­სე­ბი და ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვე­ნი აპა­რა­ტი მთლი­ა­ნად არის მორ­გე­ბუ­ლი ქა­ლის ფორ­მებ­ზე. იგი ისე­თი მა­სა­ლის­გან არის შექ­მნი­ლი, რომ მაგ­ლი­თად დაფა არას­დროს არ არის ცივი. ამას­თან, აპა­რა­ტის­თვის არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ძუ­ძუს ზო­მას. ბევ­რს აქვს იმი­სი გან­ცდა, რომ პა­ტა­რა ან დიდი ზო­მის ძუ­ძუს გა­და­ღე­ბა ძნე­ლია. აპა­რა­ტი მთლი­ა­ნად არის შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ნა­ირ პო­ზი­ა­ცი­ა­ში, სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოხ­დეს ძუ­ძუს გა­მოკ­ვლე­ვა. ასე­ვე უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ კვლე­ვა ხდე­ბა შშმ პი­რებ­შიც და ეს არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­ი­დან აპა­რა­ტი მოძ­რა­ობს ისე, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სი­მაღ­ლის ქალ­ბა­ტო­ნის გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბა ნე­ბის­მი­ერ პო­ზი­ცი­ა­ში.

https://aversiclinic.ge/news/426/mamografia-uakhlesi-taobis-aparatit-aversis-klinikashi

R

00:00 / 00:00
ია
0

ფასი გვითხარით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში

ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში

საქართველოში ყოველწლიურად 1500-ზე მეტ ქალს ძუძუს კიბოს დიაგნოზს უსვამენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის ბოლო მონაცემებით, ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს წარმოშობის რისკის ქვეშ იმყოფება, რაც საქართველოს მასშტაბის ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

სპეციალისტების თქმით, საწყის ეტაპზე ის უსიმპტომოდ ვითარდება. სწორედ ამიტომ, დროული და კვალიფიციური დიაგნოსტიკა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაავადების სწორ მკურნალობაში.

ძუძუს კიბოს ადრეულ ნიშნებზე, საგანგაშო სტატისტიკაზე, „ავერსის კლინიკაში“ არსებულ უახლესი თაობის მამოგრაფსა და მკურნალობის მეთოდებზე კლინიკის მამოლოგი თამილა როინიშვილი და რადიოლოგი თამარ ნინიკაშვილი გვესაუბრებიან.

რამდენად ხშირია ძუძუს კიბოს შემთხვევები საქართველოში?

თამილა როინიშვილი: საქართველოში ძუძუს კიბოს შემთხვევათა სიხშირე თითქმის უტოლდება ევროპის ცენტრალურ ქვეყნებში მისი გავრცელების რიცხვებს, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 44 შემთხვევა მოდის 10 ათას ქალბატონზე. ასევე შესამჩნევია ძუძუს კიბოს გავრცელების საშუალო ასაკის დაწევა ანუ გაახალგაზრდავება.

ძუძუს კიბოს გამოვლენის სიხშირემ 2018 წლის შემდეგ, ცოტათი იკლო, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სკრინინგული პროგრამების აქტიურ ინტეგრაციასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა ამით მაინც რთულია თქვა, რომ მთელი საქართველოს ჯანმრთელი პოპულაცია არის გამოკვლეული. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში ძუძუს კიბოს გავრცელება, ევროპის ქვეყნებს უტოლდება, რაც თავისთავად, საგანგაშო მაჩვენებელია..

რომელი ასაკობრივი ჯგუფის ქალები არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ და რა უწყობს ხელს ძუძუს კიბოს განვითარებას?

თამილა როინიშვილი: ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან 50 წელს გადაცილებული ქალბატონები, ვინაიდან ასაკი, წარმოადგენს ერთ-ერთ რისკ ფაქტორს ძუძუს კიბოს განვითარებისას. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში შეინიშნება უფრო დაბალ ასაკობრივ ზღვარში რაოდენობის მატებაც. რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს ძუძუს კიბოს განვითარებას და რომლის შეცვლაც არ შეგვიძლია: პირველ რიგში ეს არის სქესი - იყო ქალი ნიშნავს იმას, რომ უკვე მაღალი რისკის ქვეშ ხარ. შემდეგ უკვე ასაკი, რადგან წლების მატებასთნ ერთად, მატულობს ძუძუს კიბოს განვითარების შესაძლებლობაც. ასევე რისკ ფაქტორია გინეკოლოგიური ანამნეზი - ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, მკვრივი მკერდი, ვინაიდან ასეთი ქალაბატონები შედარებით მაღალი რისკის ჯგუფში არიან ძუძუს კიბოს განვითარებაში.

არსებობს ასევე რისკ ფაქტორები, რომელზეც ზეგავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ - ეს არის იგივე გინეკოლოგიური ანამნეზი, თუმცა ამ შემთხვევაში იგულისხმობა პირველი მშობიარობა, ორსულობა, ასევე ლაქტაცია.

რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და დროული მკურნალობა?

თამილა როინიშვილი: ზოგადად, როდესაც პაციენტი უკვე აღმოაჩენს გარკვეულ სიმპტომს, რომელიც ძირითადად გვევლინება: სიმაგრე ძუძუში, სიწითლე სარძევე ჯირკვალზე, ძუძუს ფორმის შეცვლა ან ხელის აწევის დროს, სარძევე ჯირკვლის დეფორმაცია - ეს უკვე არის ის ეტაპი დაავადების განვითარების, რომლის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რა თქმა უნდა გაგვაჩნია პრეტენზია მამოლოგებს, თუმცა მთავარი მომენტი არის ის, რომ ავთვისებიანი დაავადება აღმოვაჩინოთ ადრეულ ეტაპზე, რაც წარმოადგენს გარანტს სააბოლოო გამოჯანმრთელების. ადრეულად დასმული დიაგნოზი და დროულად დაწყებული მკურნალობა, შესაძლებლობის მაღალ შანსებს იძლევა.

ერთადერთი ყველაზე ეფექტური გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ რეგულარული გამოკვლევები. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ სიმპტომს! სქესობრივი მომწიფების შემდეგ, 18 წლიდან, სარძევე ჯირკვლების პირველი, საორიენტაციო გამოკვლევა უნდა მოხდეს, რომ ვიცნობდეთ ჩვენი ძუძუს სტრუქტურას, 25 წლიდან კი უფრო რეგულარული ხდება ეს ყველაფერი.

მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება “ავერსის“ კლინიკაში?

თამილა როინიშვილი : “ავერსის კლინიკაში“ ძუძუს დაავადების დიაგნოსტირების პროცესში გამოიყენება სარჯევე ჯირკვლების ულტრასონოგრაფიული კვლევა საკმაოდ ეფექტურად და წარმატებით.

არსებობს რენტგენ-მამოგრაფიული გამოკვლევაც, რომელიც ასევე არის საკმოდ ინფორმატიული კვლევა და წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ძუძუს ავთვისებიანი დაავადებების დიაგნოსტირების პროცესში მისი სპეციფიურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე. შესაძლებელია ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც. ყველა ამ კვლევის მეთოდს აქვს თავისი ნიშა და ჩვენება, როდის რომელი ჯობს გამოვიყენოთ.

ახალგაზრდა ქალბატონების შემთხვევაში (25-30 წლამდე), უფრო მეტად ეფექტურია ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის შედეგი ან მაგნიტურ-რეზონანსული, ვიდრე მამოგრაფიული გამოკვლევა, თუმცა მამოგრაფიულ კვლევას გაცილებით ეფექტურს და ინფორმატიულს ხდის ახალგაზრდა გოგონებში ის ფუნქციები, რაც ჩვენს მამოგრაფს აქვს.

ვიზუალიზაციის ხარისხი, ასევე ტომოსინთეზის რეჟიმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უფრო დეტალურად დავათვალიეროთ სარჯევე ჯირკვალი შრეობრივად, კომპიუტერული ტომოგრაფიის მსგავსად და მივიღოთ უფრო ზუსტი და ნათელი ინფორმაცია, რა ხდება სარძევე ჯირკვალში

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრევენცია და ადრეული მკურნალობა არის გამოსავალი?

თამილა როინიშვილი: დიახ, აუცილებლად. პრევენცია, რომელიც გულისხმობს რეგულარულ გამოკვლევებს. თანამდეროვე მამოლოგიის ამბიცია არის ის, რომ ძუძუს კიბო დავიჭიროთ საწყის ეტაპზე, მაქსიმალურად ახლოს კლინიკურ ფაზასთან, სანამ საგანგაშო ნიშნები წამოვა.

როგორ ხდება “ავერსის“ კლინიკაში სარძევე ჯირკვლის დაავადების დიაგნოსტირება?

თამარ ნინიკაშვილი: „ავერსის“ კლინიკას აქვს უახლესი თაობის მამოგრაფი, ეს არის ჯენერალ ელექტრიკის ბოლო მამოგრაფი, სახელად “პრისტინა”, რომელიც მაღალი ხარისხის კვლევას სთავაზობს ჩვენს პაციენტებს. ეს აპარატი საშუალებას იძლევა ძალიან მაღალი ხარისხის მამოგრამები მივიღოთ და შესაბამისად, უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდეს ძუძუს კიბოს ან ძუძუს სხვადასხვა დაავადების აღმოჩენა. გარდა ამისა, მთლიანად აპარატი შექმნილია ისე, რომ ქალბატონმა თავი კომფორტულად იგრძნოს გამოკვლევისას. პაციენტი თავად ახორციელებს კომპრესიას გამოკვლევისას, უფრო მარტივ ენაზე რომ ავხსნა: სტანდარტული მამოგრაფიის დროს, ძუძუ თავსდება ორ დაფას შორის და ვაკეთებთ კომპრესიას, თუმცა ამ აპარატს აქვს პულტი, რომლის საშუალებითაც ქალბატონი თავად აკეთებს ამ კომპრესიას და აკონტროლებს კომპრესიის დონეს. შესაბამისად, კვლევის პროცესი სრულიად უმტკივნეულოა.

უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა არის ის ძირითადი და საჭირო ფუნქციები, რაც მხოლოდ „ავერსის კლინიკაში“ არსებულ ახალ მამოგრაფს გააჩნია ?

თამარ ნინიკაშვილი: ახალი მამოგრაფით ჩვენ ვიღებთ მაღალი ხარისხის მამოგრამებს, რაც ხელს უწყობს უკეთეს დიაგნოსტიკას (რაც შეიძლება მცირე ზომის დაზიენება დავინახოთ). გარდა ამისა, „ავერსის კლინიკაში“, ქალბატონებს შეუძლიათ გაიკეთონ მამოგრაფია ტომოსინთეზით, ე.წ. „3D მამოგრფია“, როდესაც ძუძუს დათვალიერება ხდება შრეობრივად. ამ დროს, სტანდარტული მამოგრაფიისგან განსხვავებით, თითქმის შეუძლებელია, რომ ძუძუს ქსოვილმა გადაფაროს რაიმე დაზიანება ან წარმონაქმნი. „3D მამოგრფიის“ გაკეთებისას, ეს პრობლემა მოხსნილია. ჩვენი აპარატი ზრდის მამოგრაფის დიაგნოსტიკურ ღირებულებას, მის ინფორმატიულობას. თამამად და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი აპარატი საქართველოში არცერთ სხვა კლინიკას არ გააჩნია.

რაც შეეხება კონტრასტულ მამოგრაფიას, რაში მდგომარეობს აღნიშნული კვლევის აუცილებლობა?

თამარ ნინიკაშვილი :კონტრასტული მამოგრაფიის დროს, კონტრასტის შეყვანის შემდეგ, ხდება სტანდარტული მამოგრაფიის გაკეთება ანუ ის უბნები ვიზუალიზდება მამოგრაფიაზე, რომელიც კონტრასტს ირთავს და კონტრასტი ამჟღავნებს ამ უბნებს უკეთესად,. ეს არის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ალტერნატივა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმავე მამოგრაფიული კვლევით ვიღებთ როგორც მამოგრაფიის დროს მიღებულ ინფორმაციას, ასევე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს მიღებულ ინფორმაციას. პრაქტიკულად, ერთი კვლევა მოიცავს ორ კვლევას და ორი კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას. ეს კვლევაც მხოლოდ „ავერსის კლინიკაში“ კეთდება, მხოლოდ ჩვენს აპარატზე. ეს არის, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ინოვაციური კვლევის მეთოდი. უნდა დავამატო ისიც, რომ კვლევის ინფორმატიულობა ძალიან მაღალია, მგრძნობელობა და სპეციფიურობა კი თითქმის 100%-იანია.

პათოლოგიის განვითარების რომელ ეტაპზე არის შესაძლებელი ორგანოს შენარჩუნება?

თამარ ნინიკაშვილი: დაავადების დაფიქსირება რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება, უფრო მეტი შანსია, რომ მინიმალური ინვაზიური ჩარევა მოხდეს. ეს აპარატი გვაძლევს საშუალებას, რომ მცირედი დაზიანება აღმოვაჩინოთ, დავაფიქსიროთ და ქალს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, ამასთანავე დავზოგოთ მისი ფინანსები და ემოციური მდგომარეობა. ჩვენი აპარატი მთლიანად არის მორგებული ქალის ფორმებზე. იგი ისეთი მასალისგან არის შექმნილი, რომ მაგლითად დაფა არასდროს არ არის ცივი. ამასთან, აპარატისთვის არ აქვს მნიშვნელობა ძუძუს ზომას. ბევრს აქვს იმისი განცდა, რომ პატარა ან დიდი ზომის ძუძუს გადაღება ძნელია. აპარატი მთლიანად არის შექმნილი იმისთვის, რომ ყველანაირ პოზიაციაში, სიტუაციაში, მდგომარეობაში მოხდეს ძუძუს გამოკვლევა. ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ კვლევა ხდება შშმ პირებშიც და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან აპარატი მოძრაობს ისე, რომ ნებისმიერი სიმაღლის ქალბატონის გამოკვლევა ხდება ნებისმიერ პოზიციაში.

https://aversiclinic.ge/news/426/mamografia-uakhlesi-taobis-aparatit-aversis-klinikashi

R

„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება

რა კითხვები უნდა დავსვათ სასტუმროს დაჯავშნამდე, რომ მან ჩვენი მოლოდინები გაამართლოს?

Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის