სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს
რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ოს ბევ­რი ქვე­ყა­ნა უკვე ახერ­ხებს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან მეტ-ნაკ­ლე­ბად გამ­კლა­ვე­ბას და არის ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბა­ზეც სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სა­უბ­რო­ბენ, აშშ-ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ მკვეთ­რად იზ­რდე­ბა და ეპიდ­ვი­თა­რე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად უკონ­ტრო­ლოა.

აშშ-ის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი აცხა­დებს, რომ მას არ გა­უკ­ვირ­დე­ბა, თუკი შტა­ტებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 100 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფად 4 შტატ­ში - ფლო­რი­და­ში, არი­ზო­ნა­ში, ტე­ხას­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ვრცელ­დე­ბა.

ის ვირუ­სის ასე გავ­რცე­ლე­ბას სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რე­ბით ხსნის. ფა­უ­ჩი ამ­ბობს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას არ იცავს და პირ­ბა­დეს არ ატა­რებს.

ფა­უ­ჩის აზ­რით, ყო­ვე­ლი­ვე ზო­გი­ერთ შტატ­ში შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­ად­რე­ვად მოხ­სნა­მაც გა­მო­იწ­ვია. ის აკ­რი­ტი­კებს იმ შტა­ტებს, რომ­ლებ­მაც გა­მო­ტო­ვეს "სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი“, გახ­სნეს სკო­ლე­ბი და გა­აგ­რძე­ლეს ბიზ­ნე­სი. ფა­უ­ჩის თქმით, შე­დე­გი უკვე სა­ხე­ზეა და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

"სა­ჭი­როა ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ერთ შტატ­ში სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რია და მო­სახ­ლე­ო­ბა წე­სებს იცავს, თუ მის­მა მე­ზო­ბელ­მა შტა­ტებ­მაც არ და­იც­ვეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნორ­მე­ბი, მა­შინ ვირუ­სი მარ­ტი­ვად შეძ­ლებს გავ­რცე­ლე­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა ამ 4 შტა­ტის მი­მართ არ უნდა მი­ვა­პყროთ, რად­გან ამ­ჟა­მად რის­კის ქვეშ მთე­ლი ქვე­ყა­ნა დგას,“ - გა­ნა­ცხა­და ფა­უ­ჩიმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრო­ის­თვის შტა­ტებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ დღე 45 ათასს აჭარ­ბებს, გა­სულ დღე-ღა­მე­ში კი 47 ათა­სი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს, რაც რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"ზუს­ტი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ ეს იქ­ნე­ბა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი“, - ამ­ბობს ამე­რი­კის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2,7 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლია 130 000 პა­ცი­ენ­ტი და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით ამე­რი­კა მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი 1.1 მი­ლი­ო­ნია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
18

რატომ და იმიტომ რომ დიდი ქვეყანაა, რომელსაც არ შეუძლია გააჩეროს მთელი ეკონომიკა მთელი წლით.

ნანა
25

იმიტომ რო აფერისტი ფაუჩი ყავთ სათავეში და თავიანთ გეგმებს მიყვებიან მსოფლიო ვაკცინაცია ყველას ვაკცინის პასპორტის გაკეთება უნდათ ხელზე მაგის გარეშე ვერ იმოგზაურებ ვერსად ვერ შეხვალთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

რატომ ვერ ახერხებს აშშ COVID-19-ის კონტროლს - ვარაუდობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 100 000 ადამიანს გადააჭარბებს

მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა უკვე ახერხებს კორონავირუსის პანდემიასთან მეტ-ნაკლებად გამკლავებას და არის ქვეყნები, რომელთა წარმატებაზეც საერთაშორისო არენაზე საუბრობენ, აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მკვეთრად იზრდება და ეპიდვითარება ფაქტობრივად უკონტროლოა.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მას არ გაუკვირდება, თუკი შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსი განსაკუთრებით სწრაფად 4 შტატში - ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში ვრცელდება.

ის ვირუსის ასე გავრცელებას სხვადასხვა ფაქტორებით ხსნის. ფაუჩი ამბობს, რომ ამერიკელების დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და პირბადეს არ ატარებს.

ფაუჩის აზრით, ყოველივე ზოგიერთ შტატში შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამაც გამოიწვია. ის აკრიტიკებს იმ შტატებს, რომლებმაც გამოტოვეს "სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები“, გახსნეს სკოლები და გააგრძელეს ბიზნესი. ფაუჩის თქმით, შედეგი უკვე სახეზეა და ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"საჭიროა ერთობლივი მოქმედება. მაშინ, როდესაც ერთ შტატში სიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობა წესებს იცავს, თუ მისმა მეზობელმა შტატებმაც არ დაიცვეს აუცილებელი ნორმები, მაშინ ვირუსი მარტივად შეძლებს გავრცელებას ყველა მიმართულებით. ჩვენ მთავარი ყურადღება ამ 4 შტატის მიმართ არ უნდა მივაპყროთ, რადგან ამჟამად რისკის ქვეშ მთელი ქვეყანა დგას,“ - განაცხადა ფაუჩიმ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე 45 ათასს აჭარბებს, გასულ დღე-ღამეში კი 47 ათასი ახალი ინფიცირებული გამოავლინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

"ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს იქნება შემაშფოთებელი“, - ამბობს ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი.

საერთო ჯამში, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,7 მილიონს აჭარბებს, ვირუსით გარდაცვლილია 130 000 პაციენტი და ამ მაჩვენებლებით ამერიკა მსოფლიოს პირველი ქვეყანაა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1.1 მილიონია.

ჩინეთში შავი ჭირის შემთხვევა გამოვლინდა

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი, ენიო მორიკონე გარდაიცვალა

როგორ დაეხმარა "სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს BBC ქართველების წარმატებაზე