პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან
ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

კახი კა­ლა­ძის ძმის ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბამ და შემ­დგომ მკვლე­ლო­ბამ წლე­ბის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. უკვე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე ძი­ე­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და და ბევ­რი ფაქ­ტი დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცის, რომ კა­ხის ძმის გარ­და კი­დევ ორი და თა­მუ­ნა და ეკა ჰყავს, რომ­ლე­ბიც კა­ლა­ძის მა­მას კარ­ლო კა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში კარ­ლო კა­ლა­ძე ირა ფუ­თუ­რი­ძეს­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. გო­გო­ნე­ბი 3 და 5 წლის იყ­ვნენ, რო­დე­საც ოჯა­ხი და­ინ­გრა. მე­ო­რე მე­უღ­ლე ქორ­წილ­ში ნახა. მა­შინ მე­დეა შენ­გე­ლია დე­დი­სერ­თა, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ქალი გახ­ლდათ. ქალი დიდ­ხანს ფიქ­რობ­და, ორშვი­ლი­ან მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა წლე­ბია უკვე ცოლ-ქმა­რი ერ­თად არი­ან და ქორ­წი­ნე­ბა­ში ორი ვა­ჟიშ­ვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. კარ­ლო კა­ლა­ძე მა­შინ პირ­ველ მე­უღ­ლეს ორი წლის გა­შო­რე­ბუ­ლი იყო.

კარ­ლო კა­ლა­ძე და ირა ფუ­თუ­რი­ძე თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს­თან ერ­თად

"გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ვერ და­ი­წუ­ნებ­დი. ვფიქ­რობ­დი, ისე­თებ­ზე ვთქვი უარი და ხალ­ხი რას იტყვის, ორშვი­ლი­ან კაცს გაჰ­ყვა ცო­ლად, ალ­ბათ, რა­ღაც უჭირ­დაო. ორი წლის და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მთელ­მა სამ­ტრე­დი­ამ იცო­და ეს ამ­ბა­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა კარ­ლოს შვი­ლებს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლე­ბი­დან, ერთი გოგო გა­თხო­ვი­ლია და მე­ო­რე - გა­სა­თხო­ვა­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხი და­ენგრა. ახლა რომ ცხოვ­რო­ბენ, ის ბინა ვისი ფუ­ლით არის ნა­ყი­დი? სა­ნა­ხევ­როდ კა­ხას ფუ­ლი­თაა შე­ძე­ნი­ლი.

რაც ეკუთ­ვნო­დათ, ყვე­ლა­ფერ­ში და­ეხ­მა­რა მათ მა­მა­მი­სი. პა­ტა­რე­ბი რომ იყ­ვნენ, და­რე­კავ­და კარ­ლო, ბავ­შვე­ბი მომ­ყავს სკო­ლი­და­ნო. გემ­რი­ელ სა­დილს და­ვახ­ვედ­რებ­დი. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, აქე­დან უსა­ჩუქ­როდ გა­მეშ­ვა. ტექ­ნი­კუ­მი და­ამ­თავ­რეს, შემ­დეგ - უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. მერე რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ, ვი­ღაც ბი­ჭე­ბი ავიწ­რო­ებ­დნენ, და­უ­რე­კეს მა­მა­მისს და კარ­ლო­მაც ჩა­ა­კი­თხა. ჩემი მუ­ლის ქმა­რიც თან გაჰ­ყვა" - ჰყვე­ბო­და გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ მე­დეა შენ­გე­ლია წლე­ბის წინ ჟურ­ნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად იც­ნობს, რად­გან მე­უღ­ლეს­თან ერ­თად "ოც­ნე­ბის" აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია... უფრო მე­ტიც, კა­ლა­ძის სიძე პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მე­რის დის ქმა­რი არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა სკან­და­ლებ­ში. ცნო­ბი­ლია სკან­და­ლუ­რი პოს­ტე­ბით და "ლაივ ჩარ­თვე­ბით", სა­დაც ხში­რად ოც­ნე­ბის სხვა­დას­ხვა წევ­რებს უპი­რის­პირ­დე­ბა.

თა­მუ­ნა კა­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად
პა­ა­ტა აბუ­ლა­ძე კახა კა­ლა­ძეს­თან და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან
თა­მუ­ნა კა­ლა­ძე დე­დას­თან ერ­თად

ეკა კა­ლა­ძე პე­დი­ატ­რია, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ, თავ­მდა­ბა­ლი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. ჰყავს ოჯა­ხი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს თავი შე­ი­კა­ვოს აქ­ტი­ვო­ბე­ბის­გან.

სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ლა­ძეს დებ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. უმ­ცროს ძმას­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­მუ­ნა კა­ლა­ძეს. კარ­ლო კა­ლა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნე­ბის დედა, ირა ფუ­თუ­რი­ძე მე­ო­რედ აღარ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11

ჩვეულებრივი ოფიცერია კალაძის და შემოსავლების ფიტო-ვეტ სამსახურის, 1300 ლარამდე აქვს ხელფასი. თავმდაბალი და წესიერი ადამიანია.არ გამოუვა სკანდალი მაგ საკითხზე ნაცსექტას.

სტეფანა
11

ეკა კალაძე სტომატოლოგია და საერთდო არაა სწორი ინფო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის გატაცებამ და შემდგომ მკვლელობამ წლების წინ მთელი საქართველო შეძრა. უკვე პოპულარული ფეხბურთელის ოჯახის ტრაგედიაზე ძიება წლების მანძილზე გრძელდებოდა და ბევრი ფაქტი დღემდე ბურუსითაა მოცული. თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ კახის ძმის გარდა კიდევ ორი და თამუნა და ეკა ჰყავს, რომლებიც კალაძის მამას კარლო კალაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

პირველ ქორწინებაში კარლო კალაძე ირა ფუთურიძესთან იმყოფებოდა. გოგონები 3 და 5 წლის იყვნენ, როდესაც ოჯახი დაინგრა. მეორე მეუღლე ქორწილში ნახა. მაშინ მედეა შენგელია დედისერთა, გათამამებული ქალი გახლდათ. ქალი დიდხანს ფიქრობდა, ორშვილიან მამაკაცზე დაქორწინებაზე, თუმცა წლებია უკვე ცოლ-ქმარი ერთად არიან და ქორწინებაში ორი ვაჟიშვილიც შეეძინათ. კარლო კალაძე მაშინ პირველ მეუღლეს ორი წლის გაშორებული იყო.

კარლო კალაძე და ირა ფუთურიძე თამუნა კალაძესთან ერთად

"გარეგნულად ძალიან კარგი ბიჭი იყო, ვერ დაიწუნებდი. ვფიქრობდი, ისეთებზე ვთქვი უარი და ხალხი რას იტყვის, ორშვილიან კაცს გაჰყვა ცოლად, ალბათ, რაღაც უჭირდაო. ორი წლის დაცილებულები იყვნენ. მთელმა სამტრედიამ იცოდა ეს ამბავი.

რაც შეეხება კარლოს შვილებს პირველი ქორწილებიდან, ერთი გოგო გათხოვილია და მეორე - გასათხოვარი. სამწუხაროდ, ოჯახი დაენგრა. ახლა რომ ცხოვრობენ, ის ბინა ვისი ფულით არის ნაყიდი? სანახევროდ კახას ფულითაა შეძენილი.

რაც ეკუთვნოდათ, ყველაფერში დაეხმარა მათ მამამისი. პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ - უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა" - ჰყვებოდა გოგონების შესახებ მედეა შენგელია წლების წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

თამუნა კალაძეს საზოგადოება უფრო მეტად იცნობს, რადგან მეუღლესთან ერთად "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია... უფრო მეტიც, კალაძის სიძე პაატა აბულაძე პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია. მერის დის ქმარი არაერთხელ გახვეულა სკანდალებში. ცნობილია სკანდალური პოსტებით და "ლაივ ჩართვებით", სადაც ხშირად ოცნების სხვადასხვა წევრებს უპირისპირდება.

თამუნა კალაძე მეუღლესთან ერთად
პაატა აბულაძე კახა კალაძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან
თამუნა კალაძე დედასთან ერთად

ეკა კალაძე პედიატრია, ცხოვრობს თბილისში და როგორც ახლობლები ახასიათებენ, თავმდაბალი და კეთილი ადამიანია, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჰყავს ოჯახი და მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკავოს აქტივობებისგან.

სხვადასხვა ინფორმაციით, კალაძეს დებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. უმცროს ძმასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს თამუნა კალაძეს. კარლო კალაძესთან დაშორების შემდეგ, გოგონების დედა, ირა ფუთურიძე მეორედ აღარ დაოჯახებულა.