მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს" - რას ამბობს პატა იმნაძე ჩინეთში აღმოჩენილ ახალ ვირუსზე
"მას ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს" - რას ამბობს პატა იმნაძე ჩინეთში აღმოჩენილ ახალ ვირუსზე

ჩი­ნეთ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ახა­ლი ტი­პის ვირუსს ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლის უნა­რი არ აქვს. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა ახალ ვირუსს, ახა­ლი ვირუ­სი ჩი­ნეთ­ში და სხვა­გა­ნაც ძა­ლი­ან ხში­რა­დაა, მათ შო­რის ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­დეს. მათ პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ და ასე­თი ბოლო წლებ­ში 5-6 გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ პან­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ შე­უ­ძე­ნი­ათ, იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლის უნა­რი არ აქვს“, - აღ­ნიშ­ნა იმ­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ჩი­ნეთ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი, რო­მელ­საც პან­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ღო­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა ვირუსს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბაც. მკვლე­ვა­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა, მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­დოს, ად­ვი­ლად გავ­რცელ­დეს ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე და გა­მო­იწ­ვი­ოს გლო­ბა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას "ყვე­ლა ნი­შა­ნი" აქვს, რომ ადაპ­ტირ­დეს და ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­რცელ­დეს. რად­გან ვირუ­სი ახა­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის მეტ ნა­წილს მის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტი არ ექ­ნე­ბა.

ვირუ­სი, რო­მელ­საც მკვლე­ვა­რე­ბი G4EAH1N1 უწო­დე­ბენ, აზი­ა­ნებს სა­სუნ­თქ გზებს. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი ვირუ­სი უკვე და­დას­ტურ­და ჩი­ნეთ­ში იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სა­საკ­ლა­ო­ებ­სა და ხორ­ცის ქარ­ხნებ­ში.

პრო­ფე­სორ­მა კინ-ჩო ჩან­გმა, BBC-ის გა­ნუ­ცხა­და, რომ ახა­ლი ვირუ­სი ამ ეტაპ­ზე პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ მისი ინ­გო­რი­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სი მსოფ­ლი­ო­ში სწო­რედ ჩი­ნე­თი­დან, ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და და ისიც ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გია.

პეროპერო
1

ეს ჩინეთი რო გავაუქმოთ არაააააა??????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მას ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს" - რას ამბობს პატა იმნაძე ჩინეთში აღმოჩენილ ახალ ვირუსზე

"მას ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს" - რას ამბობს პატა იმნაძე ჩინეთში აღმოჩენილ ახალ ვირუსზე

ჩინეთში აღმოჩენილ ახალი ტიპის ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება ახალ ვირუსს, ახალი ვირუსი ჩინეთში და სხვაგანაც ძალიან ხშირადაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. მათ პანდემიური პოტენციალი აქვთ და ასეთი ბოლო წლებში 5-6 გამოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენიათ, იმიტომ, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს“, - აღნიშნა იმნაძემ.

ცნობისთვის, ჩინეთში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ვირუსი, რომელსაც პანდემიის განვითარების პოტენციალი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მეცნიერების ინფორმაციით, ვირუსის მატარებელი ღორები არიან, თუმცა ვირუსს შეუძლია ადამიანის დაინფიცირებაც. მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

მეცნიერების განცხადებით, მას "ყველა ნიშანი" აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.

ვირუსი, რომელსაც მკვლევარები G4EAH1N1 უწოდებენ, აზიანებს სასუნთქ გზებს. მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ახალი ვირუსი უკვე დადასტურდა ჩინეთში იმ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სასაკლაოებსა და ხორცის ქარხნებში.

პროფესორმა კინ-ჩო ჩანგმა, BBC-ის განუცხადა, რომ ახალი ვირუსი ამ ეტაპზე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ინგორირებაც არ შეიძლება.

შეგახსენებთ, კორონავირუსი პანდემიად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსი მსოფლიოში სწორედ ჩინეთიდან, ქალაქ უხანიდან გავრცელდა და ისიც ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების შედეგია.

"ირაკლი ორი-სამი წლის წინ სამუშაოდ წავიდა..." - პოლონეთში მომხდარ ავარიას 27 წლის სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"მეორე ტალღაზე საუბარი ადრეა... თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს" - იმნაძე

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა