30 ივნისს, თბილისის დროით ზუსტად 20 საათსა და 20 წუთზე PechaKucha Night Tbilisi-ის მოძრაობა კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას გვთავაზობს.
ღონისძიებას თბილისის სტარტაპ ბიურო უკვე მეათედ მასპინძლობს. ისევე როგორც მათი სხვა ივენთები, PechaKucha Night Tbilisi vol. 10-იც არსებული ვითარებიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი შევძლებთ მასზე დასწრებას საკუთარი სახლის კომფორტიდან - სრულიად უსაფრთხოდ.
რას შეეხება შეხვედრა?
PechaKucha Nights Tbilisi-ის ამ ღონისძიების თემაა "რაღაცების კეთება განსხვავებულად". განსხვავებული პროფესიის მოწვეული მომხსენებლები აუდიტორიას გაუზიარებენ თუ როგორ ქმნიან ინოვაციებს, რა ცვლილებებს ახორციელებენ თავიანთ სფეროებში და რა გზებით აღწევენ მიზნად დასახულ ცვლილებებს, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ - როგორ საქმიანობენ განსხვავებულად.
ვინ გაგვიზიარებს ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას, სიახლეებსა და გამოცდილებას?
ღონისძიებაზე მოწვეული მომხსენებლების სრული ჩამონათვალი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა და ახლო მომავალში უნდა ველოდოთ მათ გამოცხადებას, თუმცა მათგან რამდენიმეს სახელი ჩვენთვის უკვე ცნობილია და შეგვიძლია გაგიზიაროთ. ესენი არიან:
ივენთის მოდერატორია ქეთი ბოჯგუა, დემოკრატიის ლაბორატორიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
რას უნდა ველოდოთ ღონისძიებაზე?
იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ნიშნავს ბლა-ბლა-ბლას. სწორად მიხვდით, დიახ, PechaKucha Night-ის მოძრაობა სწორედ რომ ტოკიოში დაიწყო ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში. იმ დროისთვის ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ახლა უკვე PechaKucha Night-ის ღონისძიებათა სერია 1200-ზე მეტ ქალაქში სისტემატიურად მიმდინარეობს. ის გახდა არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ PechaKucha-ს 20x20 ფორმატში.
რას ნიშნავს PechaKucha 20x20 ფორმატი?
PechaKucha 20x20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს, თითო სლაიდისთვის კი მას მხოლოდ 20 წამი აქვს.
ღონისძიებაზე დასასწრები ვირტუალური ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ აქ: https://tkt.ge/PechaKucha PechaKucha Night Tbilisi vol. 10-ის მხარდამჭერია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus) ხოლო პარტნიორები არიან Echolize, Masholand და Scroll.
ივენთის მედია პარტნიორები არიან Forbes Georgia, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და AT.ge.