საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ
ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ოს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა ჰქონ­დეს. მეც­ნი­ე­რე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ და უკვე არ­სე­ბობს ისე­თი ვაქ­ცი­ნე­ბიც, რო­მელ­თა გა­მოც­და ადა­მი­ა­ნებ­ზე და­ი­წყეს.

გან­ვი­ხი­ლოთ, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნეს COVID-19-ის ვაქ­ცი­ნე­ბი და რა ეტაპ­ზეა მათი გან­ვი­თა­რე­ბა:

  • ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნა“ ვაქ­ცი­ნის შექ­მნის მე­სა­მე ფა­ზა­ზე გა­და­ვი­და. ვაქ­ცი­ნას მეც­ნი­ე­რე­ბი mRNA-1273-ს უწო­დე­ბენ. რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ამ ფა­ზის დროს უნდა შე­ის­წავ­ლონ, რამ­დე­ნად ამ­ცი­რებს ვაქ­ცი­ნა COVID-19-ის რისკს. ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ო­რე ფა­ზის დროს ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­და 600 ჯან­მრთელ მო­ხა­ლი­სეს. ამ ეტაპ­ზე მის შე­დეგს სწავ­ლო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, იმ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ.
  • კი­დევ ერთი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის მი­მარ­თაც პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს, ოქსფორდში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნაა, რო­მე­ლიც უკვე გა­მოს­ცა­დეს 800 მო­ხა­ლი­სე­ზე და რო­გორც BBC წერს, მო­ხა­ლი­სე­ებს უნდა გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ იმუ­ნი­ტე­ტი. ვაქ­ცი­ნა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად ცხო­ვე­ლებს ჩა­უ­ტარ­დათ და დად­გინ­და, რომ ის უსაფრ­თხოა.
  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, რომ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ვაქ­ცი­ნა მზად უნდა იყოს 2021 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში.
  • ავ­სტრა­ლი­ა­ში 131 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტარ­და COVID-19 სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც აშშ-ის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნია Novavax-მა შექ­მნა. ამ ეტაპ­ზე სწავ­ლო­ბენ აქვს თუ არა ვაქ­ცი­ნას გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რამ­დე­ნად უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია ის.
  • ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი ვერ­სია შექ­მნეს გერ­მა­ნი­ა­შიც და რო­გორც Deutsche Welle წერს, ის თავ­და­პირ­ვე­ლად 200 მო­ხა­ლი­სე­ზე გა­მო­იც­დე­ბა. ვაქ­ცი­ნა კომ­პა­ნია Biontech-მა და ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია Pfizer-მა შექ­მნეს.
  • COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და და­ი­წყეს რუ­სეთ­შიც. ვაქ­ცი­ნა­ცია 17 ივ­ნისს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში 18 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტარ­და და მათ ვაქ­ცი­ნის ორი სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტი გა­უ­კე­თეს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც რუს მო­ხა­ლი­სე­ებს გა­უ­კე­თეს, ეპი­დე­მი­ი­სა და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი. ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი მათ აგ­ვის­ტო­ში ეცო­დი­ნე­ბათ. რუსი მე­დი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა ორ­გა­ნიზმს კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან მი­ნი­მუმ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­ცავს.
  • COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა შექ­მნეს ინ­დო­ეთ­შიც და და­გეგ­მი­ლია, რომ მას ად­გი­ლობ­რივ მო­ხა­ლი­სე­ებს ივ­ლის­ში გა­უ­კე­თე­ბენ. რო­გორც BBC წერს, ვაქ­ცი­ნა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ცხო­ვე­ლებ­ზე ცდა უკვე ჩა­ტარ­და და კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ის უსაფრ­თხოა. ვაქ­ცი­ნა ბი­ო­ტექ­ნი­ო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნია Bharat-მა შექ­მნა. მას Covaxin-ს უწო­დე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ის­რა­ე­ლის "ინო­ვა­ცი­უ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა.“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ იპო­ვეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს, COVID-19-ს ანე­იტ­რა­ლებს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რებს ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

"ის­რა­ე­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა და­ას­რუ­ლა ინო­ვა­ცი­უ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მო­გო­ნე­ბა და გან­სა­ზღვრა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუსს (SARS-COV-2) ანე­იტ­რა­ლე­ბენ“ - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. მეც­ნი­ერ­თა მტკი­ცე­ბით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უტე­ვენ ვირუსს და ანად­გუ­რე­ბენ მის ფა­რი­სებრ ცი­ლას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ორ­გა­ნიზ­მში აღ­წევს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრომ­დე COVID-19-ით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 10.4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 510 000-მდე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 5.6 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია - აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, პერუ, ჩილე, იტა­ლია და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

ვაშა!

ანი
7

მუტაცია განიცადა და ვინც იყო ავად შეიძლება მეორედაც დაავადდესო და თქვენ რაღა სისულელეებს წერთ,ელემენტარული განათლება არ გაქვთ .ჯერ არ ჩაუშვიათ წარმოებაში და უკვე სხვა ,ახლიდან უნდა შეიქმნას.შეეგუეთ რომ ვაქცინა არ იქნება.როცა იქნება თავისით გაქრება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

კორონავირუსის ახალი შტამის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ.

სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს. მეცნიერები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ და უკვე არსებობს ისეთი ვაქცინებიც, რომელთა გამოცდა ადამიანებზე დაიწყეს.

განვიხილოთ, რომელ ქვეყანაში შექმნეს COVID-19-ის ვაქცინები და რა ეტაპზეა მათი განვითარება:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნა“ ვაქცინის შექმნის მესამე ფაზაზე გადავიდა. ვაქცინას მეცნიერები mRNA-1273-ს უწოდებენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ფაზის დროს უნდა შეისწავლონ, რამდენად ამცირებს ვაქცინა COVID-19-ის რისკს. ვაქცინის განვითარების მეორე ფაზის დროს ვაქცინაცია ჩაუტარდა 600 ჯანმრთელ მოხალისეს. ამ ეტაპზე მის შედეგს სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ როგორც უკვე ცნობილია, იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • კიდევ ერთი ვაქცინა, რომლის მიმართაც პოზიტიური მოლოდინი არსებობს, ოქსფორდში შექმნილი ვაქცინაა, რომელიც უკვე გამოსცადეს 800 მოხალისეზე და როგორც BBC წერს, მოხალისეებს უნდა გამოუმუშავდეთ იმუნიტეტი. ვაქცინაცია თავდაპირველად ცხოველებს ჩაუტარდათ და დადგინდა, რომ ის უსაფრთხოა.
  • ფარმაცევტული კომპანიები Sanofi და GSK მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. სააგენტო "როიტერსი“ წერს, რომ კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ვაქცინა მზად უნდა იყოს 2021 წლის პირველ ნახევარში.
  • ავსტრალიაში 131 მოხალისეს ჩაუტარდა COVID-19 საწინააღმდეგო ერთ-ერთი კანდიდატი ვაქცინა, რომელიც აშშ-ის ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Novavax-მა შექმნა. ამ ეტაპზე სწავლობენ აქვს თუ არა ვაქცინას გვერდითი მოვლენები, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის.
  • ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ვერსია შექმნეს გერმანიაშიც და როგორც Deutsche Welle წერს, ის თავდაპირველად 200 მოხალისეზე გამოიცდება. ვაქცინა კომპანია Biontech-მა და ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა შექმნეს.
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს რუსეთშიც. ვაქცინაცია 17 ივნისს სამხედრო ჰოსპიტალში 18 მოხალისეს ჩაუტარდა და მათ ვაქცინის ორი სხვადასხვა კომპონენტი გაუკეთეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც რუს მოხალისეებს გაუკეთეს, ეპიდემიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერაა შექმნილი. ინსტიტუტის წარმომადგენელთა თქმით, ვაქცინაციის პირველადი შედეგები მათ აგვისტოში ეცოდინებათ. რუსი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ორგანიზმს კორონავირუსისგან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში დაიცავს.
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს ინდოეთშიც და დაგეგმილია, რომ მას ადგილობრივ მოხალისეებს ივლისში გაუკეთებენ. როგორც BBC წერს, ვაქცინა მიმართული იქნება კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაზე. გამოცემის ცნობით, ცხოველებზე ცდა უკვე ჩატარდა და კვლევამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა. ვაქცინა ბიოტექნიოლოგიურმა კომპანია Bharat-მა შექმნა. მას Covaxin-ს უწოდებენ.

აღსანიშნავია ასევე ისრაელის "ინოვაციური მეცნიერული გამოგონება.“ ოფიციალური ისრაელი აცხადებს, რომ იპოვეს ანტისხეულები, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს, COVID-19-ს ანეიტრალებს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო.

"ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა დაასრულა ინოვაციური მეცნიერული გამოგონება და განსაზღვრა ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსს (SARS-COV-2) ანეიტრალებენ“ - ნათქვამია განცხადებაში. მეცნიერთა მტკიცებით, ანტისხეულები უტევენ ვირუსს და ანადგურებენ მის ფარისებრ ცილას, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი ორგანიზმში აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დრომდე COVID-19-ით, გლობალური მასშტაბით, 10.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 510 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5.6 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია - აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, იტალია და ირანი.

ზაფხული მსოფლიოსთვის სახიფათოდ ცხელი ხდება - "სიცხის სტრესი" მილიარდზე მეტ ადამიანზე იმოქმედებს

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

აზერბაიჯანი სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმით დაემუქრა