მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"
ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი ძმე­ბი - გი­ორ­გი და და­ვით ჩი­ლინ­გა­რაშ­ვი­ლე­ბი მსა­ხუ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ გზა, რო­მელ­საც ამე­რი­კუ­ლი კა­მუფ­ლა­ჟის ჩაც­მამ­დე პირი გა­დის, ჯო­ჯო­ხე­თია, თუმ­ცა, აშშ-ს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი გაქ­ცევს ადა­მი­ა­ნად, რომ­ლის გამო ყვე­ლა­ნა­ი­რი სირ­თუ­ლის ატა­ნა ღირს.

AMBEBI.GE ძმებს ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ უძ­ლი­ე­რეს სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში მსა­ხუ­რე­ბის მათი გა­მოც­დი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და:

სა­უ­ბარს 25 წლის გი­ორ­გი ჩი­ლინ­გა­რაშ­ვილ­თან ვი­წყებთ. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რია აშშ-ში და მის გზას ძმა, და­ვი­თიც გაჰ­ყვა:

- მამა წლე­ბია ამე­რი­კა­შია. მერე მე და ჩემი ძმაც წაგ­ვიყ­ვა­ნა... ექ­ვსი წე­ლია კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში ვცხოვ­რობთ. ად­გი­ლობ­რი­ვი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი­სა და ანა­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ვამ­თავ­რე, იმავდრო­უ­ლად ამე­რი­კის ნა­ცი­ო­ნა­ლურ გვარ­დი­ა­ში ჩა­ვი­რი­ცხე, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ­და სწავ­ლა­ში. ჩემი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­ხედ­რო კა­თედ­რა სთა­ვა­ზობ­და მათ კად­რებს და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნე.

ამე­რი­კულ ჯარ­ში უცხო ქვეყ­ნის ჯა­რის­კაცს ორ­მა­გი მუ­შა­ო­ბა უწევს მე­თა­უ­რო­ბის ნდო­ბა რომ მო­ი­პო­ვოს, მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნდა აჩ­ვე­ნო... სა­წყი­სი საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო ისევ იმ შტატს უბ­რუნ­დე­ბა, სა­დაც ცხოვ­რობს. რე­გუ­ლა­რულ ჯარ­ში ჩა­რი­ცხვი­სას კი, არა­ვინ იცის რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში, ნა­ტოს რო­მელ ბა­ზა­ზე გა­გიშ­ვე­ბენ.

"კა­რან­ტი­ნი" იმ­დე­ნად რთუ­ლი იყო, მე­გო­ნა, ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილ­მის მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი: ღამე გაღ­ვი­ძე­ბა და ეკი­პი­რე­ბით დის­ტან­ცი­ა­ზე სირ­ბი­ლი, აზიდ­ვე­ბი, "პრე­სე­ბი", ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნორ­მა­ტი­ვე­ბი... ფი­ზი­კუ­რად რთუ­ლი არ იყო, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მი­ჭირ­და. ცდი­ლო­ბენ, შენ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე და­ამ­სხვრი­ონ და ჯა­რის­კა­ცი "აა­შე­ნონ", ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი სამ­ხედ­რო, რო­მე­ლიც ის­წავ­ლის ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა სირ­თუ­ლი­საც არ უნდა იყოს ის. უნდა ის­წავ­ლო ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა...

- თქვენ­თან ერ­თად კი­დევ რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან?

- ძი­რი­თა­დად, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან, ძა­ლი­ან ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლია... ასე­ვე არი­ან გო­გო­ნე­ბი, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბიც, ყვე­ლა­ფერს ზუს­ტად ისე აკე­თე­ბენ, რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, რო­გორც არ­მი­ას შე­ე­ფე­რე­ბა. რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ით­თა ნა­წილ­ში გო­გო­ნებს არ უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ ახლა თუ ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს, ეს ზღვა­რი აღარ არ­სე­ბობს.

აქ­ტი­უ­რი სპორ­ტსმე­ნი ვარ და ფი­ზი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი არას­დროს მი­ჭირ­და, არც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი. სტუ­დენ­ტო­ბი­სას სხვა­დას­ხვა კა­ფე­ებ­სა და მა­ღა­ზი­ებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, დატ­ვირ­თუ­ლი დღის მი­უ­ხე­და­ვად ვარ­ჯიშ­საც ვა­ხერ­ხებ­დი, რომ ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... დი­ლის 4 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­მეს­წრო. ძი­ლის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად, დრო არ მრჩე­ბო­და, მაგ­რამ ამა­საც შე­ვეჩ­ვიე.

სამ­ხედ­რო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კულ ჯარ­ში, რი­გით მე­ხუ­თე ქარ­თვე­ლი ოფი­ცე­რი ვარ, თუმ­ცა ჩემს ნა­წილ­ში, ქვე­ი­თებ­ში, ოთარ შა­ლი­კაშ­ვი­ლის (ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმა, მათი ოჯა­ხი ბოლ­შე­ვი­კურ რუ­სეთ­თან ბრძო­ლის გამო ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რობ­და, ავტ.) შემ­დეგ, მე­ო­რე ვარ, ეს კი, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს ჩემ­თვის" - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი ჩი­ლინ­გა­რაშ­ვი­ლი.

სა­უ­ბარს მის უმ­ცროს ძმას­თან, და­ვით­თან ვაგ­რძე­ლებთ:

"მეც კო­ნექ­ტი­კუ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ, ანა­ლი­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ჩემი ძმის შემ­დეგ, მეც სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რის გა­კე­თე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მა­შინ 18 წლის ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი, თუ გი­ორ­გის ნაკ­ვა­ლევს გავ­ყვე­ბო­დი, რა­ღაც შე­ღა­ვა­თე­ბი მექ­ნე­ბო­და. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ვერ გა­უძ­ლო ფი­ზი­კუ­რი ნორ­მა­ტი­ვებს. მე ფი­ზი­კუ­რად არ გამ­ჭრ­ვე­ბია, მაგ­რამ რთუ­ლი იყო. ამას ემა­ტე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო.

სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, ოჯახ­ზე არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და, მხო­ლოდ წე­რი­ლე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მის მოს­ვლას კი დრო სჭირ­დე­ბო­და...

ახლა ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ჯა­რის­კა­ცი ვარ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, უამ­რა­ვი სამ­ხედ­როა სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კი­დან, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ბელ­გი­ი­დან... მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის გამო, სრუ­ლად ვარ ჩარ­თუ­ლი პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

რო­დე­საც ამე­რი­კა სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, ყვე­ლა შტატ­მა, რო­მელ­საც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გვარ­დია ჰყავს, მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და. ქა­ლა­ქის სპორტდარ­ბა­ზებ­ში სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლე­ბის აშე­ნე­ბა და­ი­წყეს, რად­გან ნიუ-იორ­კი ჩვენს მე­ზობ­ლა­დაა და პა­ცი­ენ­ტე­ბი გად­მო­იყ­ვა­ნეს.

- ვირუ­სის გარ­და, ალ­ბათ მო­გი­წი­ათ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თვამ...

- ჩვენს შტატს არ გა­ვუყ­ვა­ნი­ვართ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე, სამ­ხედ­რო ძა­ლის დახ­მა­რე­ბა არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე შტატ­ში გა­იყ­ვა­ნეს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დია, რად­გან აქ­ცია ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ­ჟა­მა­დაც, მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით, მათ შო­რის ჩემს შტატ­შიც, მაგ­რამ შე­და­რე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნია.

ძმე­ბი MMA-ს ქარ­თველ მებ­რძოლ­თან, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

რამ­დე­ნი­მე შტატ­ში ყო­ველ­დღი­უ­რა­დაა გა­მოს­ვლე­ბი, ხში­რად ხელ­ჩარ­თუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც. ნიუ-იორკში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. იგი­ვე ხდე­ბა ფი­ლა­დელ­ფი­ა­შიც. შე­ტა­კე­ბი­სას უამ­რა­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა, შე­ნო­ბა და ძეგლი გა­ა­ნად­გუ­რეს. არ ვიცი, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს უბე­დუ­რე­ბა...

აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­რუ­ლად ვაგ­რძე­ლებთ COVID-19-თან ბრძო­ლას. მე პი­რა­დად სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბის ერთ-ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი იკ­ლებს თუმ­ცა, ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. შტა­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დი­და და სამ­ხედ­რო ექი­მე­ბიც ჩარ­თეს. პი­რა­დად მე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში მი­წევ­და სამ­ხედ­რო ექი­მე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა.

ყო­ველ­დღი­უ­რად დე­ზინ­ფექ­ცი­ას ვუ­ტა­რებ­დით სა­ჯა­რო სივ­რცე­ებს, ვა­მა­რა­გებ­დით სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლებს სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბი­თა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით. დიდ ქა­ლა­ქებ­ში მო­ვა­წყვეთ პუნ­ქტე­ბი, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­ი­კე­თონ სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბა COVID-19-ზე. ბოლო ხა­ნებ­ში ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
64

საცოდავი

რ ე ა ლ ო ბ ა
24

საამაყო ქართველები... იმ მოძალადე რაგბისტებს და მოჭიდავეებს კიარ გვანან ხელკეტებით რომ დასდევენ ხან ხალხს მიტინგებზე ხან ბავშვებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

ამერიკის შეიარაღებულ ძალებში სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ძმები - გიორგი და დავით ჩილინგარაშვილები მსახურობენ. ამბობენ, რომ გზა, რომელსაც ამერიკული კამუფლაჟის ჩაცმამდე პირი გადის, ჯოჯოხეთია, თუმცა, აშშ-ს სამხედრო ძალები გაქცევს ადამიანად, რომლის გამო ყველანაირი სირთულის ატანა ღირს.

AMBEBI.GE ძმებს ამერიკაში დაუკავშირდა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სამხედრო ძალებში მსახურების მათი გამოცდილებით დაინტერესდა:

საუბარს 25 წლის გიორგი ჩილინგარაშვილთან ვიწყებთ. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი ოფიცერია აშშ-ში და მის გზას ძმა, დავითიც გაჰყვა:

- მამა წლებია ამერიკაშია. მერე მე და ჩემი ძმაც წაგვიყვანა... ექვსი წელია კონექტიკუტის შტატში ვცხოვრობთ. ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებელი ციფრული მარკეტინგისა და ანალიტიკის სპეციალობით დავამთავრე, იმავდროულად ამერიკის ნაციონალურ გვარდიაში ჩავირიცხე, ყველანაირად ხელს მიწყობდა სწავლაში. ჩემი უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა სთავაზობდა მათ კადრებს და ეს შესაძლებლობა გამოვიყენე.

ამერიკულ ჯარში უცხო ქვეყნის ჯარისკაცს ორმაგი მუშაობა უწევს მეთაურობის ნდობა რომ მოიპოვოს, მაღალი დონის პროფესიონალიზმი უნდა აჩვენო... საწყისი საბრძოლო მომზადების კურსების დასრულების შემდეგ, სამხედრო ისევ იმ შტატს უბრუნდება, სადაც ცხოვრობს. რეგულარულ ჯარში ჩარიცხვისას კი, არავინ იცის რომელ ქვეყანაში, ნატოს რომელ ბაზაზე გაგიშვებენ.

"კარანტინი" იმდენად რთული იყო, მეგონა, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის მონაწილე ვიყავი: ღამე გაღვიძება და ეკიპირებით დისტანციაზე სირბილი, აზიდვები, "პრესები", ფსიქოლოგიური ნორმატივები... ფიზიკურად რთული არ იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად გამიჭირდა. ცდილობენ, შენში ჩვეულებრივი მოქალაქე დაამსხვრიონ და ჯარისკაცი "ააშენონ", ამერიკის შეიარაღებული ძალების ღირსეული სამხედრო, რომელიც ისწავლის ბრძანების შესრულებას, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის. უნდა ისწავლო ემოციების კონტროლი და საკუთარ თავზე მუშაობა...

- თქვენთან ერთად კიდევ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან?

- ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ძალიან ბევრი უკრაინელია... ასევე არიან გოგონები, მათ შორის, ქართველებიც, ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებენ, როგორც მამაკაცები, როგორც არმიას შეეფერება. რაღაც დროის განმავლობაში ქვეითთა ნაწილში გოგონებს არ უშვებდნენ, მაგრამ ახლა თუ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ეს ზღვარი აღარ არსებობს.

აქტიური სპორტსმენი ვარ და ფიზიკური დავალებები არასდროს მიჭირდა, არც ფსიქოლოგიური. სტუდენტობისას სხვადასხვა კაფეებსა და მაღაზიებში ვმუშაობდი, დატვირთული დღის მიუხედავად ვარჯიშსაც ვახერხებდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი... დილის 4 საათზე ვიღვიძებდი, რომ ყველაფერი მომესწრო. ძილისთვის ფაქტობრივად, დრო არ მრჩებოდა, მაგრამ ამასაც შევეჩვიე.

სამხედრო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ამერიკულ ჯარში, რიგით მეხუთე ქართველი ოფიცერი ვარ, თუმცა ჩემს ნაწილში, ქვეითებში, ოთარ შალიკაშვილის (ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ძმა, მათი ოჯახი ბოლშევიკურ რუსეთთან ბრძოლის გამო ემიგრაციაში ცხოვრობდა, ავტ.) შემდეგ, მეორე ვარ, ეს კი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის" - გვეუბნება გიორგი ჩილინგარაშვილი.

საუბარს მის უმცროს ძმასთან, დავითთან ვაგრძელებთ:

"მეც კონექტიკუტის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ანალიტიკის ფაკულტეტზე. ჩემი ძმის შემდეგ, მეც სამხედრო კარიერის გაკეთების გადაწყვეტილება მივიღე. მაშინ 18 წლის ვიყავი და ვიცოდი, თუ გიორგის ნაკვალევს გავყვებოდი, რაღაც შეღავათები მექნებოდა. უამრავმა ადამიანმა ვერ გაუძლო ფიზიკური ნორმატივებს. მე ფიზიკურად არ გამჭრვებია, მაგრამ რთული იყო. ამას ემატებოდა ფსიქოლოგიური წნეხი, რომელიც ასევე ძალიან რთული იყო.

სრულ იზოლაციაში ვიყავით, ოჯახზე არავითარი ინფორმაცია არ მქონდა, მხოლოდ წერილებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, მის მოსვლას კი დრო სჭირდებოდა...

ახლა ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი ვარ, რომელიც ძალიან ინტერნაციონალურია, უამრავი სამხედროა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან... მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, სრულად ვარ ჩართული პრევენციულ ღონისძიებებში.

როდესაც ამერიკა საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა, ყველა შტატმა, რომელსაც ნაციონალური გვარდია ჰყავს, მობილიზაცია გამოაცხადა. ქალაქის სპორტდარბაზებში საველე ჰოსპიტალების აშენება დაიწყეს, რადგან ნიუ-იორკი ჩვენს მეზობლადაა და პაციენტები გადმოიყვანეს.

- ვირუსის გარდა, ალბათ მოგიწიათ ბოლოდროინდელ დაპირისპირებაში ჩართვამ...

- ჩვენს შტატს არ გავუყვანივართ საპროტესტო აქციებზე, სამხედრო ძალის დახმარება არ დასჭირვებიათ, თუმცა, რამდენიმე შტატში გაიყვანეს ეროვნული გვარდია, რადგან აქცია ძალიან აგრესიულად მიმდინარეობდა. ამჟამადაც, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ქვეყნის მაშტაბით, მათ შორის ჩემს შტატშიც, მაგრამ შედარებით მშვიდობიანია.

ძმები MMA-ს ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან ერთად

რამდენიმე შტატში ყოველდღიურადაა გამოსვლები, ხშირად ხელჩართული დაპირისპირებაც. ნიუ-იორკში ძალადობის ფაქტები დღემდე გრძელდება. იგივე ხდება ფილადელფიაშიც. შეტაკებისას უამრავი ღირსშესანიშნაობა, შენობა და ძეგლი გაანადგურეს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უბედურება...

აქციების პარალერულად ვაგრძელებთ COVID-19-თან ბრძოლას. მე პირადად სწრაფი ტესტირების ერთ-ერთ ლოკაციაზე ვმუშაობ. ინფიცირებულთა რიცხვი იკლებს თუმცა, ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ. შტატი სამოქალაქო სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განიცდიდა და სამხედრო ექიმებიც ჩართეს. პირადად მე, საავადმყოფოებსა და სხვა ადგილებში მიწევდა სამხედრო ექიმების ყოველდღიური ტრანსპორტირება.

ყოველდღიურად დეზინფექციას ვუტარებდით საჯარო სივრცეებს, ვამარაგებდით საავადმყოფოებსა და საველე ჰოსპიტალებს სასუნთქი აპარატებით, პირბადეებითა და სადეზინფექციო ხსნარებით. დიდ ქალაქებში მოვაწყვეთ პუნქტები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაიკეთონ სწრაფი ტესტირება COVID-19-ზე. ბოლო ხანებში ვირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში ვითარება სტაბილურია.

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით