საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?

მა­ღა­ზი­ებ­სა თუ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში შე­სულ მომ­ხმა­რე­ბელს ბევ­რი სა­კი­თხი უქ­მნის პრობ­ლე­მას, იქ­ნე­ბა ეს კონ­სულ­ტან­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტი დახლზე, თუ ფას­თა სხვა­ო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძემ ისა­უბ­რა.

  • რა უნდა ქნას მყიდ­ველ­მა, როცა დახლზე მი­თი­თე­ბულ ფას­ზე მეტს ახ­დე­ვი­ნე­ბენ სა­ლა­როს­თან?

"პირ­ველ რიგ­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი უნდა ეცა­დოს, რომ ად­გილ­ზე­ვე, მა­ღა­ზი­ა­ში სა­ნამ გა­და­იხ­დის სა­ფა­სურს, მო­ი­თხო­ვოს პრო­დუქ­ცი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა, ან ფა­სის შემ­ცი­რე­ბა. თუკი მა­ღა­ზია უარს იტყვის ფა­სის ცვლი­ლე­ბა­ზე, მომ­ხმა­რე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა უკან და­აბ­რუ­ნოს ნივ­თი. თუ უკვე მა­ღა­ზი­ი­დან წა­მო­ვი­და მომ­ხმა­რე­ბე­ლი, უფრო რთუ­ლია ამის დამ­ტკი­ცე­ბა, თუმ­ცა მას იუ­რი­დი­უ­ლად აქვს უფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამას ჭირ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - ქვი­თა­რი და ფო­ტო­მა­სა­ლა, რომ თა­რო­ზე სხვა ფასი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ, მე­წარ­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა აკონ­ტრო­ლოს ფა­სე­ბი დახ­ლსა და სა­ლა­რო­ში. სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს ზე­დამ­ხედ­ვე­ლი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში და­ეხ­მა­რე­ბა მომ­ხმა­რე­ბელს რომ და­იბ­რუ­ნოს ნივ­თის სა­ფა­სუ­რი უკან" - ამ­ბობს კო­ბა­ლა­ძე.

  • ვა­და­გა­სუ­ლი ან ვა­დი­ა­ნი, თუმ­ცა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი დახლზე

კო­ბა­ლა­ძის თქმით, თუ მყიდ­ვე­ლი მსგავს შემ­თხვე­ვას და­ა­ფიქ­სი­რებს, უნდა იცო­დეს, რომ მა­ღა­ზი­ას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში და­აბ­რუ­ნოს თან­ხა ან შეც­ვა­ლოს ის:

"თუ ნივ­თია უნდა შე­კეთ­დეს, თუ სურ­სა­თია, უნდა და­იბ­რუ­ნოს მა­ღა­ზი­ამ, ან შე­უც­ვა­ლოს, ან თან­ხა და­უბ­რუ­ნოს.

თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხში­რად აწყდე­ბა მსგავს შემ­თხვე­ვას - ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვას მა­ღა­ზი­ა­ში, უნდა მი­მარ­თოს სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლის თი­თო­ე­ულ მი­მარ­თვა­ზე მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა - მი­ვი­დეს მა­ღა­ზი­ა­ში, ნა­ხოს შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, და­ინ­ტე­რეს­დეს დის­ტრი­ბუ­ცი­ის და წარ­მო­ე­ბის ეტა­პით, გა­მო­ავ­ლი­ნოს ხარ­ვე­ზი და აღ­მო­ფხვრას ისი­ნი.

  • რა ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მყიდ­ველს მა­ღა­ზი­ა­ში ნივ­თი გა­უ­ტყდე­ბა?

"თუ ჩვე­ნი უყუ­რა­დღე­ბო­ბით გავ­ტე­ხავთ ნივთს, რა თქმა უნდა უნდა ავა­ნა­ზღა­უ­როთ, თუმ­ცა თუ ვთვლით, რომ ისე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი ეს ნივ­თი, რომ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გავ­ტე­ხეთ - მა­გა­ლი­თად, იყო ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლი და შუა ად­გი­ლას და­ლა­გე­ბუ­ლი ბოთ­ლე­ბი და ა.შ. ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა, არ ავა­ნა­ზღა­უ­როთ ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და მე­წარ­მეს ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი რჩე­ბა - მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, თუ სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მან უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს, თუ არ და­ად­გენს სა­სა­მარ­თლო, მე­წარ­მეს არ აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აი­ძუ­ლოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნივ­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­და­ი­ხა­დოს.

მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, თუ მყიდ­ვე­ლი ვერ შე­თან­ხმდე­ბა მა­ღა­ზი­ას­თან, უნდა გა­მო­ი­ძა­ხოს პატ­რუ­ლი, რო­მე­ლიც შე­ად­გენს ოქმს, რაც იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ასე­ვე მყიდ­ველს შე­უძ­ლია გა­და­ი­ღოს, რო­გორ არის და­ლა­გე­ბუ­ლი თა­რო­ე­ბი, რაც ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მოდ­გე­ბა" - გან­მარ­ტა მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
_
5

ამ ბოლო დროს სუპერმარკეტებში ნაყიდი პროდუქციის ქვითარს არ იძლევიან. ეს განსაკუთრებით ეხება ფრესკოს. აუცილებლად მოითხოვეთ ქვითარი, თორემ შეიძლება ზედმეტი გადაგახდევინონ.

წმინდა გაგა
1

ასეთ დროს აყალმაყალის ატეხვა სულაც არაა საჭირო თქვით რომ რაღაც დაგავიწყდათ დახლებს შორის გაიარეთ, აიღეთ გაყინული თევზი და შეუმჩნევლად დადეთ პურ-ფუნთუშეულის სექციაში შემდეგ დაბრუნდით სალაროსთან და მშვიდად გაარკვიეთ რატომ არის სხვაობა. მე ასე ვიქცევი ხოლმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სალაროსთან დახლზე მითითებულ ფასზე ძვირს გახდევინებენ?

მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში შესულ მომხმარებელს ბევრი საკითხი უქმნის პრობლემას, იქნება ეს კონსულტანტთან ურთიერთობა, ვადაგასული პროდუქტი დახლზე, თუ ფასთა სხვაობა.

აღნიშნულ საკითხებზე "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ ისაუბრა.

  • რა უნდა ქნას მყიდველმა, როცა დახლზე მითითებულ ფასზე მეტს ახდევინებენ სალაროსთან?

"პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა ეცადოს, რომ ადგილზევე, მაღაზიაში სანამ გადაიხდის საფასურს, მოითხოვოს პროდუქციის უკან დაბრუნება, ან ფასის შემცირება. თუკი მაღაზია უარს იტყვის ფასის ცვლილებაზე, მომხმარებელს აქვს უფლება უკან დააბრუნოს ნივთი. თუ უკვე მაღაზიიდან წამოვიდა მომხმარებელი, უფრო რთულია ამის დამტკიცება, თუმცა მას იურიდიულად აქვს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება. ამას ჭირდება მტკიცებულებები - ქვითარი და ფოტომასალა, რომ თაროზე სხვა ფასი იყო მითითებული.

საერთოდ, მეწარმის ვალდებულებაა აკონტროლოს ფასები დახლსა და სალაროში. სამწუხაროდ, არ არსებობს ზედამხედველი ორგანო, რომელიც მსგავს შემთხვევებში დაეხმარება მომხმარებელს რომ დაიბრუნოს ნივთის საფასური უკან" - ამბობს კობალაძე.

  • ვადაგასული ან ვადიანი, თუმცა გაფუჭებული პროდუქტი დახლზე

კობალაძის თქმით, თუ მყიდველი მსგავს შემთხვევას დააფიქსირებს, უნდა იცოდეს, რომ მაღაზიას აქვს ვალდებულება ნებისმიერი ნაკლის შემთხვევაში დააბრუნოს თანხა ან შეცვალოს ის:

"თუ ნივთია უნდა შეკეთდეს, თუ სურსათია, უნდა დაიბრუნოს მაღაზიამ, ან შეუცვალოს, ან თანხა დაუბრუნოს.

თუ მომხმარებელი ხშირად აწყდება მსგავს შემთხვევას - ვადაგასული პროდუქტის გაყიდვას მაღაზიაში, უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ვალდებულია მომხმარებლის თითოეულ მიმართვაზე მოახდინოს რეაგირება - მივიდეს მაღაზიაში, ნახოს შენახვის პირობები, დაინტერესდეს დისტრიბუციის და წარმოების ეტაპით, გამოავლინოს ხარვეზი და აღმოფხვრას ისინი.

  • რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს მაღაზიაში ნივთი გაუტყდება?

"თუ ჩვენი უყურადღებობით გავტეხავთ ნივთს, რა თქმა უნდა უნდა ავანაზღაუროთ, თუმცა თუ ვთვლით, რომ ისე იყო განლაგებული ეს ნივთი, რომ სრულიად შემთხვევით გავტეხეთ - მაგალითად, იყო ვიწრო გასასვლელი და შუა ადგილას დალაგებული ბოთლები და ა.შ. ჩვენ გვაქვს უფლება, არ ავანაზღაუროთ ნივთის ღირებულება და მეწარმეს ამ შემთხვევაში ერთადერთი მექანიზმი რჩება - მიმართოს სასამართლოს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მომხმარებელმა უნდა აანაზღაუროს ნივთის ღირებულება, მან უნდა აანაზღაუროს, თუ არ დაადგენს სასამართლო, მეწარმეს არ აქვს უფლებამოსილება აიძულოს მომხმარებელი დაზიანებული ნივთის ღირებულება გადაიხადოს.

მსგავსი სიტუაციის შემთხვევაში, თუ მყიდველი ვერ შეთანხმდება მაღაზიასთან, უნდა გამოიძახოს პატრული, რომელიც შეადგენს ოქმს, რაც იქნება გარკვეული მტკიცებულება. ასევე მყიდველს შეუძლია გადაიღოს, როგორ არის დალაგებული თაროები, რაც ასევე მტკიცებულებად გამოდგება" - განმარტა მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა ვახტანგ კობალაძემ.

შესანიშნავი 10-ეულის პირველი ლაივ კონცერტი "დიდ სცენაზე" 5 ივლისს წარსდგება

რე|ბანკმა გაამარტივა ტოპ|ქარდის აღების პროცესი და საზაფხულო აქცია დაიწყო

სს „ვანრიკაგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს