პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რძის პროდუქტები, რომლებშიც რძე არ აღმოჩნდა - თბილისის მაღაზიებში ჩატარებული კვლევის შედეგები
რძის პროდუქტები, რომლებშიც რძე არ აღმოჩნდა - თბილისის მაღაზიებში ჩატარებული კვლევის შედეგები

თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი 40 და­სა­ხე­ლე­ბის რძის პრო­დუქ­ტი­დან, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რძის ცხი­მის სი­სუფ­თა­ვე­ზე შე­ა­მოწ­მეს, 6 პრო­დუქ­ტში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი აღ­მოჩ­ნდა.

კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მიერ ჩა­ტარ­და და შე­დე­გე­ბი სა­იტ­ზე მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge გა­მოქ­ვეყ­ნდა.

კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც მა­ი­სი-ივ­ნი­სის თვე­ებ­ში ჩა­ტარ­და, ვკი­თხუ­ლობთ, რომ მა­ღა­ზი­ებ­ში შეს­ყი­დულ იქნა სხვა­დას­ხვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, მათ შო­რის, იმ მე­წარ­მე­ე­ბის სა­ქო­ნე­ლი, რო­მელ­შიც 2020 წლის იან­ვარ­ში და 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­მოწ­მე­ბე­ბის შე­დე­გად მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად („რძი­სა და რძის ნა­წარ­მის შე­სა­ხებ“ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი), პრო­დუქ­ტი, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით, ან სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, არ წარ­მო­ად­გენს რძის პრო­დუქტს და მას­ზე რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბის (კა­რა­ქი, არა­ჟა­ნი, მა­წო­ნი და სხვა) მი­თი­თე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში შე­დის და რძის ნა­წარ­მის ნაც­ვლად, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად სხვა პრო­დუქტს იძენს.

"ჩვე­ნი მცი­რე კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით ვერ გან­ვსა­ზღვრავთ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ხში­რია რძის პრო­დუქ­ტებ­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ტრო­ლის გა­ფარ­თო­ე­ბაა სა­ჭი­რო" - ნათ­ქვა­მია მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა დაღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს. კვლე­ვის შე­დე­გად, რძის ცხი­მის ნაც­ვლად მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი აღ­მოჩ­ნდა შემ­დეგ პრო­დუქ­ტებ­ში:

  • არა­ჟა­ნი სო­ჩინ­სკა­ია ლოო ქო­ბუ­ლე­თუ­რი 21%. მწარ­მო­ე­ბე­ლი: დვ­რი­ტა +/სა­ქარ­თვე­ლო
  • არა­ჟა­ნი „ქო­ბუ­ლე­თუ­რი“ 25%. მწარ­მო­ე­ბე­ლი: ქო­ბუ­ლე­თუ­რი ტრე­ი­დინ­გი/სა­ქარ­თვე­ლო
  • რძე „მალ­კო“, 2,5%. მწარ­მო­ე­ბე­ლი: შპს რეს­პუბ­ლი­კა/სა­ქარ­თვე­ლო
  • კა­რა­ქი ნა­ღე­ბის „რა­ნი­ნა“, 82,5%. მწარ­მო­ე­ბე­ლი: შპს რეს­პუბ­ლი­კა/სა­ქარ­თვე­ლო
  • ყვე­ლი. მწარ­მო­ე­ბე­ლი: ი.მ. სამ­ველ ჯა­ნა­მი­ა­ნი/სა­ქარ­თვე­ლო
  • ყვე­ლი ქარ­თუ­ლი. მწარ­მო­ე­ბე­ლი: ი.მ. სუ­რენ კი­რა­კო­სი­ა­ნი/სა­ქარ­თვე­ლო

კვლე­ვის პე­რი­ოდ­ში ასე­ვე შე­მოწ­მდა 34 სხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი, მათ შო­რის: კა­რა­ქი „პრე­ზი­დენ­ტი", კა­რა­ქი „ლურ­პა­კი“, კა­რა­ქი „ფინი“ (ვა­ლიო), კა­რა­ქი „ან­კო­რი“, კა­რა­ქი ნა­ღე­ბის „სან­ტი­ნო“, არა­ჟა­ნი „სი­კე­თით სავ­სე“, რძე „ლაქ­ტე­ლი“, რძე „სან­ტი­ნო“, არა­ჟა­ნი „სოფ­ლის ნო­ბა­თი“ და სხვე­ბი - არც ერთ მათ­გან­ში დარ­ღვე­ვა (ანუ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი) არ აღ­მოჩ­ნდა.

იხი­ლეთ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

მერე დაიჭირეთ ამ კომპანიბის მარტველები მუხლია ესეთი მომმხმარებლის მოტყუება 3-6 მდე!!!!!!!!!

მიდი გელა!
1

გაციმბირება სასწრაფოდ.

ავტორი:

რძის პროდუქტები, რომლებშიც რძე არ აღმოჩნდა - თბილისის მაღაზიებში ჩატარებული კვლევის შედეგები

რძის პროდუქტები, რომლებშიც რძე არ აღმოჩნდა - თბილისის მაღაზიებში ჩატარებული კვლევის შედეგები

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 40 დასახელების რძის პროდუქტიდან, რომლებიც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში რძის ცხიმის სისუფთავეზე შეამოწმეს, 6 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

კვლევა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარდა და შედეგები საიტზე მომხმარებელი.ge გამოქვეყნდა.

კვლევაში, რომელიც მაისი-ივნისის თვეებში ჩატარდა, ვკითხულობთ, რომ მაღაზიებში შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც 2020 წლის იანვარში და 2019 წლის დეკემბერში განხორციელებული შემოწმებების შედეგად მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

"ჩვენი მცირე კვლევების შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო" - ნათქვამია მომხმარებელი.ge-ზე გამოქვეყნებულ კვლევაში.

რაც შეეხება დაღვევების მქონე პროდუქტებს. კვლევის შედეგად, რძის ცხიმის ნაცვლად მცენარეული ცხიმები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში:

  • არაჟანი სოჩინსკაია ლოო ქობულეთური 21%. მწარმოებელი: დვრიტა +/საქართველო
  • არაჟანი „ქობულეთური“ 25%. მწარმოებელი: ქობულეთური ტრეიდინგი/საქართველო
  • რძე „მალკო“, 2,5%. მწარმოებელი: შპს რესპუბლიკა/საქართველო
  • კარაქი ნაღების „რანინა“, 82,5%. მწარმოებელი: შპს რესპუბლიკა/საქართველო
  • ყველი. მწარმოებელი: ი.მ. სამველ ჯანამიანი/საქართველო
  • ყველი ქართული. მწარმოებელი: ი.მ. სურენ კირაკოსიანი/საქართველო

კვლევის პერიოდში ასევე შემოწმდა 34 სხვა დასახელების პროდუქტი, მათ შორის: კარაქი „პრეზიდენტი", კარაქი „ლურპაკი“, კარაქი „ფინი“ (ვალიო), კარაქი „ანკორი“, კარაქი ნაღების „სანტინო“, არაჟანი „სიკეთით სავსე“, რძე „ლაქტელი“, რძე „სანტინო“, არაჟანი „სოფლის ნობათი“ და სხვები - არც ერთ მათგანში დარღვევა (ანუ მცენარეული ცხიმები) არ აღმოჩნდა.

იხილეთ კვლევის შედეგები ვრცლად

აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება

საქართველოში ხვალ 42 გრადუსია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო" - მირიან ნიკოლაძე ცხედრის დაზიანებებზე მედიაში გავრცელებულ კადრებზე