პოლიტიკა
საზოგადოება

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის
ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

ზა­ფხუ­ლი დას­ვე­ნე­ბის, გარ­თო­ბი­სა და ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რულ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროა. გთა­ვა­ზობთ, 5 თი­ნე­ი­ჯე­რულ წიგნს, რომ­ლი­თაც და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მი­ი­ღებთ და ზა­ფხუ­ლის დღე­ებს კი­დევ უფრო გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებთ:

ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი, გეილ ფორ­მა­ნი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის წერს.

მისი წიგ­ნის „თუ დავ­რჩე­ბი“ მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკი­თხვე­ლიც იც­ნობს, ჯეი კატ­ლერ­მა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღო. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ქლო­უი გრე­ის მა­რეთ­სი და ჯე­ი­მი ბლეკ­ლი თა­მა­შო­ბენ.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს ამ რო­მა­ნის გაგ­რძე­ლე­ბა­საც - „სად წა­ვი­და“.

ახ­ლა­ხან კი ქარ­თულ ენა­ზე ავ­ტო­რის ახა­ლი რო­მა­ნი გა­მო­ი­ცა.

ელი­სონ ჰი­ლის ცხოვ­რე­ბა მის­სა­ვე ჩე­მო­დანს ჰგავს - მო­წეს­რი­გე­ბულს, და­ლა­გე­ბულს და და­გეგ­მილს. შემ­დეგ კი, რო­დე­საც უეც­რად, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი სამ­კვი­რი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი ტუ­რის ბოლო დღეს, უი­ლემს გა­იც­ნობს - თა­ვი­სუ­ფალ სულ­სა და მო­ხე­ტი­ა­ლე მსა­ხი­ობს, ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დგე­ბა.უი­ლე­მი ელი­სო­ნის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა. იგი გო­გო­ნას სთა­ვა­ზობს ყვე­ლა საქ­მე გვერ­დზე გა­და­დოს და მას­თან ერ­თად პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­როს. ელი­სო­ნიც თან­ხმდე­ბა.ამ უჩ­ვე­უ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რის­კი­ა­ნი, რო­მან­ტი­კუ­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­თა და ინ­ტი­მით დატ­ვირ­თუ­ლი დღე მოს­დევს: 24 სა­ა­თი, რო­მე­ლიც ელი­სო­ნის ცხოვ­რე­ბას ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლის.

GoodReads Choice Awards 2019-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი. ამა­ვე წელს გა­მო­ვი­და ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი მე­ლოდ­რა­მაც.

ნა­წარ­მო­ე­ბი სტე­ლა გრან­ტის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც ყვე­ლაფ­რის კონ­ტრო­ლის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი­თაა შე­პყრო­ბი­ლი. ამ­ჟა­მად, სტე­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის კონ­ტრო­ლი სჭირ­დე­ბა, რომ არ მი­უ­ახ­ლოვ­დეს არა­ფერს, რა­მაც, შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის ფილ­ტვე­ბის გა­და­ნერგვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

ერ­თა­დერ­თი რამ კი, რაც უილ ნი­უ­მენს უნდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გაღ­წე­ვაა. სუ­ლაც არ აღელ­ვებს მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი და ახა­ლი, სა­ო­ცა­რი წამ­ლის გა­მოც­და. მალე 18 წლის გახ­დე­ბა, მო­იხ­სნის ყვე­ლა აპა­რატს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მიღ­მა, რე­ა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რებს მსოფ­ლი­ოს...

სარა ჯ. მა­ა­სის ტრი­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. ფენ­ტე­ზი­სა და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა ეს წიგ­ნი არ უნდა გა­მო­ტო­ვონ. წიგ­ნის ორი­გი­ნა­ლუ­რი ყდის შიგ­ნით მკი­თხველს და­ძა­ბუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სამ­ყა­რო ელის.

ოდეს­ღაც დი­დე­ბუ­ლი ოჯა­ხი, გა­ღა­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ციხე-დარ­ბა­ზი­დან პა­ტა­რა კო­ტე­ჯში გა­და­სახ­ლდე­ბა. სამი დი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი, ცხრა­მე­ტი წლის ფერა იძუ­ლე­ბუ­ლია, შიმ­ში­ლით რომ არ და­ი­ხო­ცონ, ძა­ლი­ან სა­შიშ ტყე­ში ინა­დი­როს ხოლ­მე. ერთ დღეს, ფერა ტყე­ში მგელს მოკ­ლავს. იმა­ვე სა­ღა­მოს, მას შინ მხე­ცის­მაგ­ვა­რი არ­სე­ბა შუ­რი­სა­ძი­ებ­ლად მი­ად­გე­ბა. მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მა­გი­ით მო­ცულ მხა­რეს ფერა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ლე­გენ­დე­ბი­დან იც­ნობს და მალე აღ­მო­ა­ჩენს, რომ მისი და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი კი არა, ტემ­ლი­ნია - სა­ში­ში, უკ­ვდა­ვი ფეა.

„წიგ­ნის ქურ­დი“ ავ­სტრა­ლი­ე­ლი ავ­ტო­რის, მარ­კუს ზუ­ზა­კის რო­მა­ნია, რო­მელ­მაც გა­მო­ცე­მი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ლი­ო­ნო­ბით მკი­თხვე­ლის გული და­ი­პყრო და მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკ­რა­ნი­ზა­ცია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ზარ­და მისი პო­პუ­ლა­რო­ბა.

წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე 2015 წელს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი­სა და პრო­ექტ „ლი­ბერ­თინ­სის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ი­ცა. მას შემ­დეგ გა­მო­ცე­მის ტი­რა­ჟი მკი­თხველ­თა მო­თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნახ­ლდა.

ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა. 1939 წელი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას.

რო­მან­ში ბევ­რი რამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია.

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის რუტა სე­პე­ტი­სის წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი ლიტ­ვე­ლი გო­გო­ნაა. ლინა ხა­ტავს, ოც­ნე­ბობს, უყ­ვარს და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად. მაგ­რამ ერთ ღა­მე­საც მათ სახ­ლში საბ­ჭო­თა ოფიც­რე­ბი შეც­ვივ­დე­ბი­ან და...სა­მუ­და­მოდ ირ­ღვე­ვა ოჯა­ხის მყუდ­რო­ე­ბა! ლინა პა­ტა­რა ძმა­სა და დე­დას­თან ერ­თად ხალ­ხით გა­დავ­სე­ბულ ბინ­ძურ ვა­გონ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა და აქე­დან იწყე­ბა სას­ტი­კი მოგ­ზა­უ­რო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­მის გა­რე­შე, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, უცხო და სუს­ხი­ან მხა­რე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

ზაფხული დასვენების, გართობისა და ახალ ლიტერატურულ თავგადასავლებში მოგზაურობის დროა. გთავაზობთ, 5 თინეიჯერულ წიგნს, რომლითაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ და ზაფხულის დღეებს კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებთ:

ამერიკელი მწერალი, გეილ ფორმანი, ძირითადად, ახალგაზრდებისთვის წერს.

მისი წიგნის „თუ დავრჩები“ მიხედვით, რომელსაც ქართულენოვანი მკითხველიც იცნობს, ჯეი კატლერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ქლოუი გრეის მარეთსი და ჯეიმი ბლეკლი თამაშობენ.

ქართველი მკითხველი კარგად იცნობს ამ რომანის გაგრძელებასაც - „სად წავიდა“.

ახლახან კი ქართულ ენაზე ავტორის ახალი რომანი გამოიცა.

ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს - მოწესრიგებულს, დალაგებულს და დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს, უილემს გაიცნობს - თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება.უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.ამ უჩვეულო გადაწყვეტილებას რისკიანი, რომანტიკული, თავისუფლებითა და ინტიმით დატვირთული დღე მოსდევს: 24 საათი, რომელიც ელისონის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის.

GoodReads Choice Awards 2019-ის გამარჯვებული წიგნი. ამავე წელს გამოვიდა ნაწარმოების მიხედვით გადაღებული მელოდრამაც.

ნაწარმოები სტელა გრანტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაფრის კონტროლის დაუოკებელი სურვილითაა შეპყრობილი. ამჟამად, სტელას ყველაზე მეტად იმის კონტროლი სჭირდება, რომ არ მიუახლოვდეს არაფერს, რამაც, შეიძლება, მისთვის ფილტვების გადანერგვის შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას.

ერთადერთი რამ კი, რაც უილ ნიუმენს უნდა, საავადმყოფოდან გაღწევაა. სულაც არ აღელვებს მკურნალობის კურსი და ახალი, საოცარი წამლის გამოცდა. მალე 18 წლის გახდება, მოიხსნის ყველა აპარატს და საავადმყოფოების მიღმა, რეალურად დაათვალიერებს მსოფლიოს...

სარა ჯ. მაასის ტრილოგიის პირველი ნაწილი. ფენტეზისა და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებმა ეს წიგნი არ უნდა გამოტოვონ. წიგნის ორიგინალური ყდის შიგნით მკითხველს დაძაბული, რომანტიკული და დამაინტრიგებელი სამყარო ელის.

ოდესღაც დიდებული ოჯახი, გაღატაკების შემდეგ, ციხე-დარბაზიდან პატარა კოტეჯში გადასახლდება. სამი დიდან ყველაზე უმცროსი, ცხრამეტი წლის ფერა იძულებულია, შიმშილით რომ არ დაიხოცონ, ძალიან საშიშ ტყეში ინადიროს ხოლმე. ერთ დღეს, ფერა ტყეში მგელს მოკლავს. იმავე საღამოს, მას შინ მხეცისმაგვარი არსება შურისაძიებლად მიადგება. მომაკვდინებელი მაგიით მოცულ მხარეს ფერა მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდებიდან იცნობს და მალე აღმოაჩენს, რომ მისი დამატყვევებელი ცხოველი კი არა, ტემლინია - საშიში, უკვდავი ფეა.

„წიგნის ქურდი“ ავსტრალიელი ავტორის, მარკუს ზუზაკის რომანია, რომელმაც გამოცემიდან ძალიან მალე მილიონობით მკითხველის გული დაიპყრო და მსოფლიო ბესტსელერად იქცა, 2013 წელს 20th Century Fox-მა მისი ეკრანიზაცია შემოგვთავაზა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა.

წიგნი ქართულ ენაზე 2015 წელს ქართველი თინეიჯერებისა და პროექტ „ლიბერთინსის“ ინიციატივით გამოიცა. მას შემდეგ გამოცემის ტირაჟი მკითხველთა მოთხოვნით რამდენჯერმე განახლდა.

ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას.

რომანში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია.

ამერიკელი მწერლის რუტა სეპეტისის წიგნის მთავარი გმირი ლიტველი გოგონაა. ლინა ხატავს, ოცნებობს, უყვარს და ბედნიერად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მაგრამ ერთ ღამესაც მათ სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან და...სამუდამოდ ირღვევა ოჯახის მყუდროება! ლინა პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება და აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში.

აქციე მაკულატურა წიგნებად - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო