მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მახუნცეთის 57-მეტრიანი ჩანჩქერი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება
მახუნცეთის 57-მეტრიანი ჩანჩქერი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

მა­ხუნ­ცე­თის, მე­ძიბ­ნას, წო­ნი­ა­რი­სი­სა და მე­რი­სის ჩანჩქე­რე­ბი იმ 15-მდე ჩანჩქერს შო­რი­საა, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა-გა­ზომ­ვაც ქე­დი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვი­სას გან­ხორ­ცი­ელ­და.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ კვლე­ვის პრო­ცეს­ში 40-მდე სოფ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ის­წავ­ლა, რომ­ლის დრო­საც ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი სა­ლაშ­ქრო ბი­ლი­კე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი თუ ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი შე­ფას­და.

ორ­თვი­ა­ნი კვლე­ვი­სას მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში აგ­რო­ტუ­რიზ­მის, კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მის, სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზ­მის, კა­ნი­ონ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სა­ა­გენ­ტო ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მარ­კი­რე­ბა­სა და მარ­შრუ­ტის რუ­კე­ბის მომ­ზა­დე­ბას გეგ­მავს.

ქე­და­ში ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვის, მათ შო­რის ჩანჩქე­რე­ბის გა­ზომ­ვის პრო­ცესს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ლელა გო­გუ­ა­ძეც და­ეს­წრო. მან ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან, მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცი­ი­სა და ქე­დის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად სო­ფე­ლი მა­ხუნ­ცე­თი და მე­რი­სის ხე­ო­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს ჰქონ­დეს სწო­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აჭა­რა­ში არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის, მათ შო­რის ჩანჩქე­რე­ბის შე­სა­ხებ.

მა­გა­ლი­თად, დღემ­დე გი­დებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის სა­დაო გახ­ლდათ მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რის ზომა, რო­მე­ლიც რო­გორც გა­ზომ­ვი­სას დად­გინ­და 57 მეტ­რია.

კვლე­ვის პრო­ცეს­ში ასე­ვე, გა­მოვ­ლინ­და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი, ტუ­რის­ტუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი ორი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მათ შო­რის სო­ფე­ლი კაპ­ნის­თა­ვი, ძეწ­მა­ნის, წო­ნი­ა­რი­სი­სა და მე­ძიბ­ნას ჩანჩქე­რე­ბი, სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბი მე­რის­სა და სო­ფელ ბზუბ­ზუ­ში.

კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით ჩვენ ვგეგ­მავთ ახა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის შექ­მნა­სა და მარ­კი­რე­ბას, რაც სა­მო­მავ­ლოდ ტუ­რის­ტებს ქე­დი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ" - აღ­ნიშ­ნა აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ლელა გო­გუ­ა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მახუნცეთის 57-მეტრიანი ჩანჩქერი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

მახუნცეთის 57-მეტრიანი ჩანჩქერი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

მახუნცეთის, მეძიბნას, წონიარისისა და მერისის ჩანჩქერები იმ 15-მდე ჩანჩქერს შორისაა, რომელთა შესწავლა-გაზომვაც ქედისა და ხელვაჩაურის ტურისტული პოტენციალის კვლევისას განხორციელდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვლევის პროცესში 40-მდე სოფლის ტურისტული შესაძლებლობა შეისწავლა, რომლის დროსაც ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის ნაკლებად ცნობილი სალაშქრო ბილიკები, ჩანჩქერები თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობები შეფასდა.

ორთვიანი კვლევისას მუნიციპალიტეტებში აგროტურიზმის, კულტურული ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, კანიონგის განვითარებისთვის საჭირო ტურისტული შესაძლებლობები გამოიკვეთა, რომლის საფუძველზეც სააგენტო ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და მარშრუტის რუკების მომზადებას გეგმავს.

ქედაში ტურისტული პოტენციალის კვლევის, მათ შორის ჩანჩქერების გაზომვის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო. მან ადგილობრივებთან, მოლაშქრეთა ფედერაციისა და ქედის მერიის წარმომადგენლებთან ერთად სოფელი მახუნცეთი და მერისის ხეობა მოინახულა.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სწორი მონაცემები აჭარაში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ჩანჩქერების შესახებ.

მაგალითად, დღემდე გიდებსა და ადგილობრივებს შორის სადაო გახლდათ მახუნცეთის ჩანჩქერის ზომა, რომელიც როგორც გაზომვისას დადგინდა 57 მეტრია.

კვლევის პროცესში ასევე, გამოვლინდა ნაკლებად ცნობილი, ტურისტულად მიმზიდველი ადგილები ორივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფელი კაპნისთავი, ძეწმანის, წონიარისისა და მეძიბნას ჩანჩქერები, საპიკნიკე ადგილები მერისსა და სოფელ ბზუბზუში.

კვლევაზე დაყრდნობით ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნასა და მარკირებას, რაც სამომავლოდ ტურისტებს ქედისა და ხელვაჩაურის ცნობილი თუ უცნობი ტურისტული ადგილების აღმოჩენაში დაეხმარებათ" - აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

GLOVO და VISA ქართული წარმოების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

“Energy Diet Smart” დაბალანსებული კვება ჯანსაღი ცხოვრების სტილის დასაკვიდრებლად

მოძველებული ავტოპარკი თუ უხარისხო საწვავი - რა აბინძურებს ჰაერს თბილისში და რა დაგვანახა კოვიდ19–მა?