მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს
ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს

ჩი­ნეთ­ში, დე­და­ქა­ლაქ პე­კინ­თან ახ­ლოს ქა­ლა­ქი ან­ქსი­ნი ჩა­კე­ტეს და მკაც­რი კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­დეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს. ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა ჰე­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა ზრდას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­გან­გა­შო არ არის. რო­გორც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ჩი­ნე­თი ცდი­ლობს, რომ ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს და რამ­დე­ნი­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­შიც კი მკაცრ ზო­მებს მი­მარ­თავს.

BBC-ის ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა კვი­რას გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქა­ლა­ქი ან­ქსი­ნი სრუ­ლად და­ი­კე­ტე­ბო­და და გა­კონ­ტროლ­დე­ბო­და. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბელ მუ­შა­კებს აქვთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი,ოჯა­ხის მხო­ლოდ ერთ წევ­რს აქვს უფ­ლე­ბა სახ­ლი და­ტო­ვოს მა­ღა­ზი­ა­ში ჩა­სას­ვლე­ლად.

ან­ქსი­ნი პე­კი­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­თან 150 კმ-თაა და­შო­რე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ოპ­ტი­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 12 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის“ ცნო­ბით, ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 7 ად­გი­ლობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბის შე­დე­გია და ყვე­ლა მათ­გა­ნი პე­კინ­ში და­ფიქ­სირ­და.

11 ივ­ნი­სი­დან დღემ­დე პე­კინ­ში 311 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა ე.წ. ბაზ­რის კლას­ტე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლაქ ან­ქსინს, რო­გორც ცნო­ბი­ლია, იქ ბოლო ორ კვი­რა­ში 18 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ჩი­ნეთ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 83 512 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, აქე­დან 4 634 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
15

საერთოდ წასალეთ დედამიწის ზურგიდან, ვისაც ბიზნესი და ფულის ინტერესები უფრო გაინტერესებთ და გული გეწვებათ ჩინეთზე, მიბრძანდით პირდაპირ უჰანში, გოდილას შეუჭამიხართ

 

Shalva
1

დ ა თ ო - ს

შენი და შენნაირების პრობლემა იმაშია რომ ჩარჩენილები ხართ მიშას დროში და მეტს ვერაფერს ხედავთ. თვალი გაახილე რა დროს არაფორმალების მართული ქვეყანაა? სირცხვილის გეძნობა არ გაქვს? ეს ხომ ძალიან განუვითარებელუობას ნიშნავს ამდენის მიხვედრა არ გინდათ თუ ხელფასების დაკარგვის გეშინიათ? 8 წელში 7 პრემიერი გამოცვალა არქიფომ და შენ გინდა ვინმე ქვეყნის ლიდერმა შენს ქვეყანას პატისვისცემით მოეპყრას. მოიგონე კვირიკაშვილი ტრამპს რომ შეხვდა, ან რა შეხვდა კაბინეტში რომ მიიღო, ფეხზეც არ წამოდგა ხელი მჯდომიარემ ჩამოართვა. მე შემრცხვა ჩემი ქვეყნისთვის. შენ და არქიფოს მხარდამჭერებს სირცხვილის გრძნობა აღარ გაქვთ. ოცნების დასრულებით სულაც არ ნიშნავს იმას რომ მიშამ უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა. შეუცვლელი არავინაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს

ჩინეთში, დედაქალაქ პეკინთან ახლოს ქალაქი ანქსინი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს. ქალაქში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს.

კარანტინის გამოცხადება ჰებეის პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდას უკავშირდება, თუმცა შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არ არის. როგორც ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, ჩინეთი ცდილობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა თავიდან აიცილოს და რამდენიმე ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაშიც კი მკაცრ ზომებს მიმართავს.

BBC-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა კვირას განაცხადეს, რომ ქალაქი ანქსინი სრულად დაიკეტებოდა და გაკონტროლდებოდა. საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებელ მუშაკებს აქვთ. სხვა შემთხვევაში კი,ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს აქვს უფლება სახლი დატოვოს მაღაზიაში ჩასასვლელად.

ანქსინი პეკინის სამხრეთ ნაწილთან 150 კმ-თაა დაშორებული. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და მიიჩნევენ, რომ ვირუსის შეჩერებას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო "როიტერსის“ ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 7 ადგილობრივი გავრცელების შედეგია და ყველა მათგანი პეკინში დაფიქსირდა.

11 ივნისიდან დღემდე პეკინში 311 ადამიანია დაინფიცირებული. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ე.წ. ბაზრის კლასტერი. რაც შეეხება ქალაქ ანქსინს, როგორც ცნობილია, იქ ბოლო ორ კვირაში 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 83 512 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე

ჩინეთში, ბიოფარმაცევტული ქარხნიდან ბაქტერიების გაჟონვის გამო, ბრუცელოზმა იფეთქა - ინფიცირებულია ათასობით ადამიანი