ავტორი:

რა საფრთხეებს შეიცავს გარუჯული კანის მექანიკურად აქერცვლა და როგორ ვუმკურნალოთ მას?

რა საფრთხეებს შეიცავს გარუჯული კანის მექანიკურად აქერცვლა და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად, შუადღის მზესაც კი ვეფიცხებით და იმ დროს ვერ ვგრძნობთ, ჩვენი კანი დამწვრობას როგორ იღებს.

შუადღის მზე რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია, ამაზე ხშირად გვესაუბრებიან დერმატოლოგები და გვაფრთხილებენ, მხოლოდ დილით და საღამოს გავირუჯოთ, თუმცა ამ პერიოდში მიღებული რუჯიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჩვენთვის.

როგორც წესი, გარუჯულ კანს აქერცვლა ახასიათებს. დერმატოლოგების რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ აქერცლილ კანს თავად არ შევეხებით და უხეშ სკრაბებს არ გამოვიყენებთ, რათა დაზიანებები ავიცილოთ თავიდან. მსუბუქი პილინგი მხოლოდ სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რომ გარქოვანებული კანი მოცილდეს.

გარუჯვის შემდეგ, რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემების წასმა, რომ კანის დაბერების პროცესი არ დავაჩქაროთ და კანი გამოშრობისგან დავიცვათ. მიუხედავად ამისა, კანის აქერცვლა მაინც გარდაუვალი პროცესია დ ამისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია, დამატენიანებელი კრემებით მისი გახანგრძლიება შეიძლება.

ამასთან, რეკომენდებულია, მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი, რომ ორგანიზმი არ გამოშრეს და კანიც დატენიანებული იყოს. დღის განმავლობაში რეკომენდებულია დაახლოებით, 1,5 ლიტრი წყალის მიღება.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კანი ძლიერად გვექცერცლება?

თავდაპირველად, უნდა ითქვას, რომ დამწვრობის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი და ინდივიდუალური მკურნალობის დანიშვნა, რათა თავიდან ავიცილოთ პიგმენტური ლაქები და სხვა უფრო რთული პრობლემები.

თუ კანს დამწვრობა არ მიუღია და თანაბარი ნამზეური გვაქვს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, აქერცვლის პროცესი მაინც დაიწყება. თუ ეს პროცესი ძლიერად მიმდინარეობს და კანი გაღიზიანდა, მასზე კოსმეტიკური საშუალებების დატანა რეკომენდებული არ არის, რადგან პარფიუმმა შეიძლება, პრობლემა კიდევ უფრო გაამწვაოს.

  • არ სცადოთ კანის მექანიკურად, თითების, განსაკუთრებით, ფრჩხილის გამოყენებით აქერცვლა;
  • აქერცლილი კანით ნუ მიეფიცხებით მზეს, ამან შეიძლება, სერიოზული დამწვრობა გამოიწვიოს;
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი;
  • ნუ ჩაიცვამთ უხეში ქსოვილის მქონე ტანსაცმელს;
  • ეცადეთ, ღია ფერის, თხელი სამოსი ატაროთ;
  • თუ კანის აქერცვლის პროცესს თან ერთვის წვა, ტკვილი და დისკომფორტი, მიაკითხეთ დერმატოლოგს;
  • სკრაბებსა და პილინგებს თვითნებურად ნუ გამოიყენებთ;
  • კანის დატენიანებისა და სწრაფად აღდგენისთვის გამოიყენეთ დექსპანთენოლის შემცველი მალამო (მაგალითად, „რეკრეოლი“)

დექსპანთენოლის შემცველობის მქონე მალამო, ამ შემთხვევაში, "რეკრეოლი“ ქსოვილის რეგენერაციას აჩქარებს და აუმჯობესებს მას. კანის აქერცვლასთან ერთდ, მისი აღდგენის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს

გამოყენების წესი:

მალამო თხელი ფენით უნდა დავიტანოთ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ რამდენჯერმე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის დაზიანების ხარისხზე.

იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულ კანს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება, პრობლემა გამწვავდეს და მკურნალობის პროცესი უფრო დიდხანს გაიწელოს.

მახუნცეთის 57-მეტრიანი ჩანჩქერი - აჭარაში ტურისტული პოტენციალის კვლევა გრძელდება

GLOVO და VISA ქართული წარმოების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

“Energy Diet Smart” დაბალანსებული კვება ჯანსაღი ცხოვრების სტილის დასაკვიდრებლად