პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა

მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ 17 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შუ­ე­ფარ­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან საქ­მე­ში რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რი­რებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, რაც სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა.

ად­ვო­კა­ტე­ბის ნა­წი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას, ნა­წი­ლი კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17-ვე პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
0

სირცხვილია მკვლელი სპორცმენების არსებობა.უსინდისოები.

g
397

ადამიანს როგორ უნდა გაგიხარდეს ვინმეს ციხეში წასვლა, მაგრამ სამართალმა პური ჭამა... მაინტერესებს ეხლა როდის დაიწყებს ნაცმოძრაობა ყვირილს, რომ ეს 17 კაცი პოლიტიკური პატიმარია. მათი ლოგიკით რურუაც და კოდუაც პოლიტიკურ პატიმარ-დევნილები არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს პატიმრობა შეეფარდა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"კისრის არეში ჭრილობა მძინარეს მიაყენა..." - პროკურატურამ პოლიციელის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

"ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - დაენიშნება თუ არა დაცვა გოგოს, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

გურჯაანის სასამართლომ ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის საქმეზე ბრალდებული პედაგოგები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა