საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
პირბადეებს როდის მოგვაშორებთ? 10საათი რომ გვიკეთია სამუშაო პროცესში ჯანმრთელ ადამიანებს ეგ ნორმალურია? და ვიღაცეები რიმ დადიან დახურულ სივრცეში პირბადია გარეშე "საბუთით" სინამდვილეში არაფერი რომ არ სჭირთ და უბრალოდ დაწერილი საბუთით რომ დადიან ეგ ნორმალურია? უნდა იყოს სოც. დისტანცია კი ბატონო მაგრამ მთელი დღე საშინელებაა გაუსაძლისია ამ პირბადით მუშაობა რა დავაშავეთ