მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა
"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა

19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მამა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ იც­ნობ­და და არც მომ­ხდარ­თან აქვს შე­ხე­ბა.

თა­მაზ ხა­მა­სუ­რი­ძემ სა­ბე­დის­წე­რო წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენტზე შვი­ლის ვერ­სია "კუ­რი­ერს" მო­უყ­ვა.

"ჩხუ­ბი ნა­ქი­რა­ვებ აგა­რაკ­ზე სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­სა და ნა­ხა­ლოვ­კე­ლებს შო­რის და­ი­წყო, სა­დაც ვახო ჩი­ქო­ვა­ნი გა­საშ­ვე­ლებ­ლად შე­ვი­და და თავ­ში ბლაგ­ვი სა­გა­ნი მოხ­ვდ. ჩემი ბიჭი შიგ­ნით იყო. რო­დე­საც ყვე­ლა გა­რეთ გა­ვი­და, მეც გავ­ყე­ვიო, მი­თხრა. ჰა­ერ­ზე რომ გა­მო­ვე­დი, რა­ღა­ცამ იმოქ­მე­და და ცუ­დად გავ­ხდიო, იქვე ხეს მი­ვე­ყუ­დეო. 5-10 წუთ­ში მორ­ჩა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი ძმა­კა­ცი ვახო ჩი­ქო­ვა­ნი მო­ვი­და, ამა­ყე­ნა და ჩამ­სვა მან­ქა­ნა­შიო. რომ მოვ­დი­ო­დით ავ­ტო­ბან­ზე, ძილ­ბუ­რან­ში ვი­ყა­ვი და უცებ მან­ქა­ნა გა­ჩერ­დაო. ყვე­ლა რომ გა­დახ­ტა მეც გა­დავ­ხტი მან­ქა­ნი­დან, ავა­რია მე­გო­ნაო. და­ვე­წიე და ვე­კი­თხე­ბი რა ხდე­ბაო, გა­და­ვირ­ბი­ნეთ შუა გა­ზო­ნი და იქ, რომ მი­ვირ­ბი­ნეთ ბი­ჭე­ბი აღარ იყ­ვნენ და­ი­მალ­ნე­ნო, ანუ რომ და­ი­ნა­ხეს, რომ მივ­რბო­დით, და­ი­მალ­ნე­ნო.

მე იქ გავ­ჩერ­დიო. მო­ვიდ­ნენ ბი­ჭე­ბი და მი­თხრეს, წადი მან­ქა­ნა მო­იყ­ვა­ნე და ჩვენ ამათ ვნა­ხავ­თო. წა­ვე­დიო და მან­ქა­ნა მო­ვიყ­ვა­ნეო. ამ დროს უკვე გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ჰყავ­დათ თურ­მე ნა­პოვ­ნი, ბუჩ­ქე­ბი­დან ამო­უყ­ვა­ნი­ათ. მან­ქა­ნა­ში ჩა­ვის­ვით და ვუ­თხა­რით, რომ თუ გინ­და აქ დარ­ჩი, მო­ძებ­ნე შენი მე­გო­ბა­რი და ერ­თად წა­გიყ­ვან­თო. უთ­ქვამს, არაო. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩემს ბიჭს არ უნა­ხავს. ამ ბი­ჭის სუ­რა­თი რომ ნახა ტი­რი­ლი აუ­ტყდა, რო­გორ მოკ­ვდა ჩვენს გამო ეს ბი­ჭიო," - გა­ნა­ცხა­და არას­რულ­წლოვ­ნის მა­მამ "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას.

ასევე დაგაინტერესებთ
14:55 / 26-06-2020

"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე

10:58 / 27-06-2020

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

12:24 / 27-06-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

15:31 / 27-06-2020

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

20:33 / 27-06-2020

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

20:46 / 27-06-2020

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

15:13 / 28-06-2020

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას.

და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე, ნიკა ჟვა­ნია, ირაკ­ლი წა­ქა­ძე, გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი.

19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

გითხარით და არ გჯერათ, რომ ადამიანი ადამიანს არ კლავს, არ არსებობს ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაული. ადვოკატებს კითხეთ, როგორ იკადრებენ ტყუილს. არის მითიური ბუა, რომელიც იქნევს დანას, ისვრის იარაღს, ირტყმევინება ქვას, აგდებს გონდაკარგულ მსხვერპლს წყალში და ასე შემდეგ.

ego
1

ეს არაკაცები და ლაჩრები დასასჯელები არიან უმკაცრესად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა

"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა ამბობს, რომ მისი შვილი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა და არც მომხდართან აქვს შეხება.

თამაზ ხამასურიძემ საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი ინციდენტზე შვილის ვერსია "კურიერს" მოუყვა.

"ჩხუბი ნაქირავებ აგარაკზე საბურთალოელებსა და ნახალოვკელებს შორის დაიწყო, სადაც ვახო ჩიქოვანი გასაშველებლად შევიდა და თავში ბლაგვი საგანი მოხვდ. ჩემი ბიჭი შიგნით იყო. როდესაც ყველა გარეთ გავიდა, მეც გავყევიო, მითხრა. ჰაერზე რომ გამოვედი, რაღაცამ იმოქმედა და ცუდად გავხდიო, იქვე ხეს მივეყუდეო. 5-10 წუთში მორჩა ეს ყველაფერი, ჩემი ძმაკაცი ვახო ჩიქოვანი მოვიდა, ამაყენა და ჩამსვა მანქანაშიო. რომ მოვდიოდით ავტობანზე, ძილბურანში ვიყავი და უცებ მანქანა გაჩერდაო. ყველა რომ გადახტა მეც გადავხტი მანქანიდან, ავარია მეგონაო. დავეწიე და ვეკითხები რა ხდებაო, გადავირბინეთ შუა გაზონი და იქ, რომ მივირბინეთ ბიჭები აღარ იყვნენ დაიმალნენო, ანუ რომ დაინახეს, რომ მივრბოდით, დაიმალნენო.

მე იქ გავჩერდიო. მოვიდნენ ბიჭები და მითხრეს, წადი მანქანა მოიყვანე და ჩვენ ამათ ვნახავთო. წავედიო და მანქანა მოვიყვანეო. ამ დროს უკვე გურამ ამირხანაშვილი ჰყავდათ თურმე ნაპოვნი, ბუჩქებიდან ამოუყვანიათ. მანქანაში ჩავისვით და ვუთხარით, რომ თუ გინდა აქ დარჩი, მოძებნე შენი მეგობარი და ერთად წაგიყვანთო. უთქვამს, არაო. გიორგი შაქარაშვილი ჩემს ბიჭს არ უნახავს. ამ ბიჭის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, როგორ მოკვდა ჩვენს გამო ეს ბიჭიო," - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ "კურიერთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას.

დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, გიგა ტატიაშვილი.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

დააკავეს 49 წლის მამაკაცი, რომელმაც ჩუმლაყში ერთი თანასოფლელი მოკლა, მეორე კი დაჭრა

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი