სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი
"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სპორ­ტსმე­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტა­ტი­აშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს, ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და საქ­მეს ნა­თე­ლი სწო­რად მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ე­ფი­ნა.

"ბრა­ლის ფორ­მუ­ლი­რე­ბა უც­ნა­უ­რია, ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბრალს არ ეთან­ხმე­ბა და არ აღი­ა­რებს, რად­გან ეს ბრა­ლი რე­ა­ლო­ბას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ყვე­ლა მოწ­მე ცალ­სა­ხად ამ­ბობს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არა­ფერ შუ­ა­ში არ არის, ხელი არ და­უ­კა­რე­ბია არა­ვის­თვის და ზედ­მე­ტი ნა­ბი­ჯიც კი არ გა­და­უდ­გამს არა­ვის მი­მართ, ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით არის.

128 გბ-ია ვი­დე­ო­მა­სა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, 80-90% გა­და­ღე­ბუ­ლია, რად­გან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თით­ქმის, ყვე­ლა არე­ალ­ში ხვდე­ბო­და კა­მე­რის ქვეშ. არ­სად მსგავ­სი ფაქ­ტი, რომ ვინ­მეს მი­უ­ახ­ლოვ­და, ისიც არ არ­სე­ბობს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით დგას და არ მოქ­მე­დებს. ბრა­ლი უმოქ­მე­დო­ბა­ში რომ და­ე­დოთ, ვი­ღაც რომ ჩხუ­ბობ­და, შენ რა­ტომ არ უშ­ვე­ლეო, ამას უფრო გა­ვი­გებ­დი, ვიდ­რე ამ მუხლს, რომ­ლი­თაც ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს", - აცხა­დებს ყიფ­ში­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის ვერ­ცხლის­ფერ "მერ­სე­დესს" მარ­თავ­და, რო­მე­ლიც მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის წინ და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს მცხე­თი­დან კლა­სე­ლე­ბის წა­მოყ­ვა­ნა სთხო­ვეს. კონ­კრე­ტუ­ლად, თუ ვინ სთხო­ვა სპორ­ტსმენს დახ­მა­რე­ბა, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.

ასევე დაგაინტერესებთ
12:14 / 27-06-2020

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

12:24 / 27-06-2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

18:04 / 27-06-2020

"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა

20:33 / 27-06-2020

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

20:46 / 27-06-2020

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

15:13 / 28-06-2020

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია... განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა

"ვერ­ცხლის­ფე­რი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან იჯდა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, მას მცხე­თი­დან თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა სთხო­ვეს და ამ მო­ტი­ვით ჩა­იყ­ვა­ნეს იქ და მერე უკვე შე­ე­ჩე­ხა ამ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მას ჯერ და­უ­რე­კეს და მერე "ნა­ხა­ლოვ­კა­ში" თა­ვი­სი­ვე თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და კი­დევ უც­ნო­ბებ­მა მი­ა­კი­თხეს და უთხრეს, რომ მათი მე­გობ­რე­ბი მცხე­თი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­საყ­ვა­ნი. იქ მო­სულს და­ძა­ბუ­ლო­ბა დახ­ვდა, ეს მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან 10-15 მეტრში იდგა.

ის მხო­ლოდ ხი­დის ეპი­ზოდს შე­ეს­წრო. ე.წ. ოქ­როს მოწ­მემ ამოც­ნო­ბი­სას ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე თქვა, ეს ის ბი­ჭია, რო­მე­ლიც მან­ქა­ნი­დან პირ­ვე­ლი გად­მო­ვი­და და გვერ­დით დად­გა, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მას არ ჰქო­ნია ჩვენ­თან, არც მოგ­ვკა­რე­ბი­აო. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იცით რა არის? ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მით იმის მცდე­ლო­ბა კი არ არის, გა­არ­კვი­ონ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს რა მო­უ­ვი­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მით ის­ჯე­ბა 17 აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნი და შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცემა ცალ­კე გამ­დგა­რია. ჩემი დაც­ვის ქვეს მყო­ფი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან პო­ლი­ცი­ას მაქ­სი­მა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და, ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მისი ჩვე­ნე­ბე­ბით და ინ­ფორ­მა­ცი­ით მო­ე­ფი­ნა ამ ყვე­ლა­ფერს სი­ნათ­ლე. რად­გან ბრალს არ აღი­ა­რებს, არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობს", - აცხა­დებს ყიფ­ში­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი რომ შევ­ხვდი, ორ­მეტ­რი­ა­ნი, 140 კილო კაცი ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ვერ ლა­პა­რა­კობს, სრუ­ლი კო­ლაფ­სი აქვს, ცუ­და­დაა, შო­კი­რე­ბუ­ლია, რომ და­ა­კა­ვეს. მას სა­ერ­თოდ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, ვინ არის შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ამომცნობ­მა მოწ­მე­მაც თქვა, ესე­ნი რომ მო­ვიდ­ნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ერ­თად არ იყოო", - აცხა­დებს ყიფ­ში­ძე.

მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იაგო
8

მახსოვრობის ჩაკეტვა აქვს ეტყობა, არა უშავს,

ვირის აბანოში ცოტა ხანი იბანაოს, გაიწმინდება გაეხსენება !!!!!

ww
4

140 კილოიანი"ანგელოზი", რომელიც უყურებდა როგორ კლავდნენ ადამიანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

"140 კილო კაცი შოკირებულია, ვერ ლაპარაკობს... წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი" - დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სპორტსმენის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს და საქმეს ნათელი სწორად მისი ჩვენების საფუძველზე მოეფინა.

"ბრალის ფორმულირება უცნაურია, ედავებიან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ბრალს არ ეთანხმება და არ აღიარებს, რადგან ეს ბრალი რეალობასთან შეუთავსებელია. ყველა მოწმე ცალსახად ამბობს, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ არის, ხელი არ დაუკარებია არავისთვის და ზედმეტი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს არავის მიმართ, ეს ყველაფერი საქმეში მტკიცებულების სახით არის.

128 გბ-ია ვიდეომასალა, ფაქტობრივად, 80-90% გადაღებულია, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქმის, ყველა არეალში ხვდებოდა კამერის ქვეშ. არსად მსგავსი ფაქტი, რომ ვინმეს მიუახლოვდა, ისიც არ არსებობს. აბსოლუტურად ყველგან განცალკევებით დგას და არ მოქმედებს. ბრალი უმოქმედობაში რომ დაედოთ, ვიღაც რომ ჩხუბობდა, შენ რატომ არ უშველეო, ამას უფრო გავიგებდი, ვიდრე ამ მუხლს, რომლითაც ბრალი წაუყენეს", - აცხადებს ყიფშიძე.

მისივე განმარტებით, ის ვერცხლისფერ "მერსედესს" მართავდა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის პოლიციის წინ დალუქულ მდგომარეობაშია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მცხეთიდან კლასელების წამოყვანა სთხოვეს. კონკრეტულად, თუ ვინ სთხოვა სპორტსმენს დახმარება, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

"ვერცხლისფერი "მერსედესის" მარკის ავტომობილის საჭესთან იჯდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მას მცხეთიდან თანაკლასელების ჩამოყვანა სთხოვეს და ამ მოტივით ჩაიყვანეს იქ და მერე უკვე შეეჩეხა ამ კონფლიქტურ სიტუაციას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაბადების დღეზე არ იმყოფებოდა, მას ჯერ დაურეკეს და მერე "ნახალოვკაში" თავისივე თანაკლასელებმა და კიდევ უცნობებმა მიაკითხეს და უთხრეს, რომ მათი მეგობრები მცხეთიდან იყვნენ ჩამოსაყვანი. იქ მოსულს დაძაბულობა დახვდა, ეს მანქანიდან გადმოვიდა და არსებული სიტუაციიდან 10-15 მეტრში იდგა.

ის მხოლოდ ხიდის ეპიზოდს შეესწრო. ე.წ. ოქროს მოწმემ ამოცნობისას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე თქვა, ეს ის ბიჭია, რომელიც მანქანიდან პირველი გადმოვიდა და გვერდით დადგა, არანაირი შეხება მას არ ჰქონია ჩვენთან, არც მოგვკარებიაო. ყველაზე უცნაური იცით რა არის? ამ სისხლის სამართლის საქმით იმის მცდელობა კი არ არის, გაარკვიონ გიორგი შაქარაშვილს რა მოუვიდა.

სინამდვილეში, ამ სისხლის სამართლის საქმით ისჯება 17 აბსოლუტურად სხვა ადამიანი და შაქარაშვილის ცემა ცალკე გამდგარია. ჩემი დაცვის ქვეს მყოფი პირველივე წუთიდან პოლიციას მაქსიმალურ ინფორმაციას აწვდიდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით, მისი ჩვენებებით და ინფორმაციით მოეფინა ამ ყველაფერს სინათლე. რადგან ბრალს არ აღიარებს, არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს", - აცხადებს ყიფშიძე.

მისივე განმარტებით, ბრალდებული სპორტსმენი ცუდ მდგომარეობაშია.

"გაოგნებული ვიყავი რომ შევხვდი, ორმეტრიანი, 140 კილო კაცი ისეთ მდგომარეობაშია, ვერ ლაპარაკობს, სრული კოლაფსი აქვს, ცუდადაა, შოკირებულია, რომ დააკავეს. მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის შაქარაშვილი. ამომცნობმა მოწმემაც თქვა, ესენი რომ მოვიდნენ, გიორგი შაქარაშვილი ჩვენთან ერთად არ იყოო", - აცხადებს ყიფშიძე.

თბილისში, ცირკთან არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

"ოჯახმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცოდა" - რას ამბობს ადვოკატი ბაჩალიაშვილის ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტმა გაასაჯაროვა