ავტორი:

"მე რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე, რომელიც სოც.ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა

"მე რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე, რომელიც სოც.ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეს ეხებოდა. საუბარია გოგონაზე, რომლის დაბადების დღეზეც გარდაცვლილი ფეხბურთელი ტრაგედიის დღეს იმყოფებოდა.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოზე ახალგაზრდას იდენტიფიცირება მოხდა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში ის თავდასხმის ობიექტი გახდა. მის მიმართ უამრავი უარყოფითი კომენტარი დაიწერა.

"მეგობრებო, ამ გოგოს აბრალებენ თითქოს ბილეთები გაყიდა დაბადების დღეზე. სულ რომ ასე ყოფილიყო, პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ყველა, მისი მეგობარი და ახლობელი იყო იქ.

აი, მთელი სატროლეთი რატომ ავრცელებს ჭორებს ეს, ნამდვილად საინტერესოა.

მე, რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით! ამ ქვეყანაში თუ ვერაფერს მოვახერხებდი და დიდი ალბათობით ასე იქნებოდა, იმიტომ რომ სახელისუფლებო მედიის მესიჯბოქსია ეს და ფაქტია, რაღაც დიდი ქაქიდან, რომელიც მათ ააქოთებთ ყურადღება სხვაგან გადააქვთ, წავიდოდი სტრასბურგში!

ყველა რედაქტორის და ჟურნალისტის ფოტოს დავაწერდი რომ #სირცხვილია და სიცოცხლის ბოლომდე შეგახსენებდით, რომ ყველაზე არასწორი ხალხი ხართ! ამ ბავშვს სიცოცხლეს უნგრევთ! იმიტომ რომ სხვა, მნიშვნელოვან ფაქტებს ხელი დააფაროთ, ფაქტიურად მეგობრის მკვლელობის ორგანიზებას ტენით! ასეთ დროს მხოლოდ იმას გისურვებთ რომ იგივე დარტყმის ქვეშ აუცილებლად დადგეს თითოეული თქვენგანი!" - წერს ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. პოლიციამ ახალგაზრდა ფეხბირთელის საქმეზე 17 პირი დააკავა, მათ შორის მორაგბეები, ძიუდოისტი და ფეხბურთელი.

"ინგლისში, ეს ტაძარი ვაქცინაციის მთავარი ლოკაციაა... ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში!" - ბიძინა კულუმბეგოვის პოსტი და მწვავე გამოხმაურება კომენტარებში

ნინო გიორგობიანი მედიას - "მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა"

"რა უქენი ბაღანას?.. ახლა უფრო ნათელია მსგავსება" - ნიკა მელიას ვაჟი მამის ასლია