საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი გელ­ხა­უ­რი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ჩვე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, არას­რულ­წლო­ვან­ზე იძა­ლა­და, ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი იყოს.

რო­გორც გელ­ხა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ, არას­რულ­წლოვ­ნის მამა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მივა.

"ბრა­ლის დად­გე­ნი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, მე და არას­რულ­წლოვ­ნის მამა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში გა­მი­კი­თხვა­ზე მივ­დი­ვართ, ჩვე­ნე­ბა უნდა მივ­ცეთ. გუ­შინ, ჩემ­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­მო­ძი­ე­ბას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა მი­ა­წო­და, კერ­ძოდ, რა ეცვა აღ­ნიშ­ნულ პირს, რა ნივ­თე­ბი ჰქონ­და, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და ა.შ. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში შიდა კა­მე­რე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია, ის რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 15-16 სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბო­და, ეს უკვე ცალ­სა­ხად კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა.

გა­მო­ძი­ე­ბას მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რის ამო­ღე­ბა, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და გა­მოჩ­ნდე­ბა, სი­მარ­თლეს ამ­ბობს თუ არა, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პირი. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, იმ პირს ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­წი­წე­ბით მი­მარ­თავ­დნენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის პო­ლი­ცი­ა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი იყო", - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი აცხა­დებს, რომ მას­ზე მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით მას­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. კერ­ძოდ კი, ჯერ კე­ფა­ში, შემ­დეგ კი, ზურ­გში მუშ­ტი ჩა­არ­ტყა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს არას­რულ­წლოვ­ნის მა­მაც შე­ეს­წრო. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა გუ­შინ­ვე, ორი მუხ­ლით - სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის ბ ქვე­პუნ­ტქით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა) და და 335-ე მუხ­ლით ( გან­მარ­ტე­ბის, ჩვე­ნე­ბის ან დას­კვნის მი­ცე­მის იძუ­ლე­ბა) და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
taso
3

იძალადა კი არა და კბილები უნდა დაათვლევინო რომ სიმართლე თქვას.

Mari
1

საცემი იყო და რა მოხდა , თუ ცოტა მოუთაქუნა..ამ არამზადამ ადამიანი არ დაინდო და წკიპურტზე ჩივიან?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"პოლიციელი, რომელმაც სავარაუდოდ არასრულწლოვანზე იძალადა, შეიძლება ხელმძღვანელი პირი იყოს" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს, რომ პოლიციელი, რომელმაც შესაძლოა, არასრულწლოვანზე იძალადა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყოს.

როგორც გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს წაუყენებენ, არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივა.

"ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, მე და არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამიკითხვაზე მივდივართ, ჩვენება უნდა მივცეთ. გუშინ, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას აბსოლუტურად ყველა მაიდენტიფიცირებელი ჩვენება მიაწოდა, კერძოდ, რა ეცვა აღნიშნულ პირს, რა ნივთები ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ. პოლიციის განყოფილებებში შიდა კამერები განთავსებულია, ის რომ არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით, 15-16 საათი იმყოფებოდა, ეს უკვე ცალსახად კანონდარღვევაა.

გამოძიებას მარტივად შეუძლია კამერების ჩანაწერის ამოღება, დათვალიერება და გამოჩნდება, სიმართლეს ამბობს თუ არა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც ის აღნიშნავს, იმ პირს ცალკეული პოლიციელები მოწიწებით მიმართავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო", - აცხადებს გელხაური.

ცნობისთვის, დაკავებული არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მასზე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლიციელმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მასზე ფიზიკურად იძალადა. კერძოდ კი, ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში მუშტი ჩაარტყა.

აღნიშნულ ფაქტს არასრულწლოვნის მამაც შეესწრო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება გუშინვე, ორი მუხლით - სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნტქით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და და 335-ე მუხლით ( განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) დაიწყო.

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

სროლა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი ახალგაზრდა, ერთი კი მძიმედ არის დაჭრილი

"ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი