მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს
შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ გა­მარ­თა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 4-დან 11 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მოვ­ლე­ნე­ბი ასე გან­ვი­თარ­და: 2020 წლის 18 ივ­ნისს, მცხე­თა­ში, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში სტუმ­რად მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის ორ ჯგუფს შო­რის მოხ­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ერთი ჯგუ­ფი დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით და­ა­ორ­გა­ნი­ზა ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბა და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­ემ­გზავ­რა მცხე­თა­ში.

თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თავს და­ესხნენ გზა­ზე მი­მა­ვალ მო­ზარ­დებს და მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რა დრო­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი, ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მდი­ნა­რე არაგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ.

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, და­ე­დევ­ნენ გაქ­ცე­უ­ლებს, რომ­ლე­ბიც მი­ი­მალ­ნენ მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, მო­ძა­ლა­დე­ებ­მა გა­ნაგ­რძეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის დევ­ნა, რა დრო­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი დევ­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით გა­იქ­ცა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო მისი მე­გო­ბა­რი, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი) იპო­ვეს და უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 4-დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნილ იქნა მდი­ნა­რე არაგ­ვის კა­ლა­პოტ­ში. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ვი­ნა­ი­დან სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, უც­ნო­ბია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ყვე­ლა შე­საძ­ლო ვერ­სი­ა­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის დად­გე­ნის შემ­დგომ, შე­საძ­ლოა, შე­იც­ვა­ლოს საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცია და დამ­ძიმ­დეს ბრალ­დე­ბა.

უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: ს.ჩ; ს.გ; ი.წ; ნ.ც; ლ.შ; გ.მ; გ.ტ; ვ.ჩ; ნ.ქ; თ.ბ; ი.მ; ნ.ჟ; ვ.მ; ა.ქ; ა.გ; ნ.რ; და ზ.ხ.

არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი, ნიკა ჟვა­ნია

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი, მო­რაგ­ბე­ე­ბი - არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ნიკა ჟვა­ნია, ასე­ვე ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, რო­მელ­მაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­უ­რე­კა მო­რაგ­ბე­ებს და ჩხუბ­ში და­სახ­მა­რებ­ლად მო­იხ­მო "ნა­ხა­ლოვ­კი­დან". ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან - „ვიტ ჯორ­ჯი­ას" 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი წა­ქა­ძე, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე და ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 140 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
602

შსს-ს ყველა თანამშრომელს მინისტრ გომელაურის ხელმძღვანელობით მქუხარე ტაში ჩემგან ! 

მშიერმუცელა მონა
279

ეგენი უველანი უნდა ჩაყარო ციხეში, მხოლოდ იმიტომ რომ მოინდომეს ძველბიჭობა და პოლიციას არაფერი არ შეატყობინეს. ეხლა იყურონ კუნთებზე რამდენიც უნდათ. მადლობა პოლიციას!

ავტორი:

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ გამართა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

დანაშაულები 4-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების მასალების მიხედვით, მოვლენები ასე განვითარდა: 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. (გუკა ამირხანაშვილი) იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში. შს მინისტრის მოადგილის თქმით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებული არიან: ს.ჩ; ს.გ; ი.წ; ნ.ც; ლ.შ; გ.მ; გ.ტ; ვ.ჩ; ნ.ქ; თ.ბ; ი.მ; ნ.ჟ; ვ.მ; ა.ქ; ა.გ; ნ.რ; და ზ.ხ.

არჩილ გაგნიძე, გიგა ტატიაშვილი, ნიკა ჟვანია

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით კი, დაკავებულებს შორის არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ასევე ვახო ჩიქოვანი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, დაურეკა მორაგბეებს და ჩხუბში დასახმარებლად მოიხმო "ნახალოვკიდან". ასევე დაკავებულები არიან - „ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე.

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

წალენჯიხის  საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს

ქობულეთში ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა დაჭრეს