საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო
კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2020-ის" მე­ო­რე ტური და­ი­წყო. 16 ფი­ნა­ლის­ტი­დან 3 გა­მარ­ჯვე­ბულს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი და ხალ­ხი გა­მო­ავ­ლენს. სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 10 ივ­ლისს და­სა­ხელ­დე­ბი­ან.

მე­ო­რე ტუ­რის ფარ­გლებ­ში, ხმის მი­ცე­მა 25 ივ­ნისს და­ი­წყო და 9 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გას­ტანს.

ფი­ნა­ლის­ტთა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გაც­ნო­ბა და ხმის მი­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დეგ ბმულ­ზე:

https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებგ­ვერ­დზე ხმის მი­ცე­მა ორი­ვე ტურ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მეშ­ვე­ო­ბით.

ხმის მი­სა­ცე­მად მომ­ხმა­რე­ბელ­მა შე­სა­ბა­მის ველ­ში უნდა შე­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და და­ა­ჭი­როს ღი­ლაკს "SMS კო­დის მი­ღე­ბა". მაქ­სი­მუმ ერთ წუთ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ღებს SMS კოდს, რო­მელ­საც ხმის მი­ცე­მის­თვის ჩა­წერს ველ­ში SMS კოდი.

ტე­ლე­ფო­ნის ერთი ნომ­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთ ნა­წარ­მო­ებს მის­ცეთ ხმა მხო­ლოდ ერთხელ.

ტე­ლე­ფო­ნის ერთი ნომ­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია ხმა მის­ცეთ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­წარ­მო­ებს.

ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რა უფა­სოა.

"კონ­კურ­სი უკვე მე­ო­თხე წე­ლია ტარ­დე­ბა და წელ­საც, ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. კონ­კურ­სმა და­წყე­ბი­დან დღემ­დე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი არა­ერ­თი წიგ­ნი კი ნამ­დვი­ლი ბესტსე­ლე­რი გახ­და. სწო­რედ პრო­ექტ "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" დამ­სა­ხუ­რე­ბით დამ­კვიდ­რდა ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბა­ზარ­ზე ტენ­დენ­ცია, რომ წიგ­ნე­ბის ტოპ ათე­ულ­ში ძი­რი­თად პო­ზი­ცი­ებს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ, კერ­ძოდ კი, სწო­რედ ამ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის წიგ­ნი სხვა­დას­ხვა ენა­ზე ითარ­გმნა და უცხო­ეთ­ში გა­ი­ყი­და, მო­ი­პო­ვა არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჯილ­დო.

დღეს­დღე­ო­ბით, ეს არის ერ­თა­დერ­თი კონ­კურ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი მწერ­ლე­ბის პოვ­ნა და მათი მკი­თხვე­ლის­თვის გაც­ნო­ბაა", - მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი.

გელა
0

სმს ხმებით პრაქტიკა უნდა გაუქმდეს! დადიან კონკურსანტები ქუჩებში და ბაზრობებზე და ხმებს იხვეწებიან! მერე თავი მწერლები ჰგონიათ))) ბოლომდე ჟიური უნდა იყოს, ლიტერატორები, სპეციალისტები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020" მეორე ტური დაიწყო

ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" მეორე ტური დაიწყო. 16 ფინალისტიდან 3 გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური და ხალხი გამოავლენს. საბოლოო გამარჯვებულები 10 ივლისს დასახელდებიან.

მეორე ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა 25 ივნისს დაიწყო და 9 ივლისის ჩათვლით გასტანს.

ფინალისტთა ნაწარმოებების გაცნობა და ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.palitral.ge/konkursi.html

ვებგვერდზე ხმის მიცემა ორივე ტურში ხორციელდება მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით.

ხმის მისაცემად მომხმარებელმა შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს "SMS კოდის მიღება". მაქსიმუმ ერთ წუთში მომხმარებელი მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს მისცეთ ხმა მხოლოდ ერთხელ.

ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.

ხმის მიცემის პროცედურა უფასოა.

"კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება და წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, საზოგადოების მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. კონკურსმა დაწყებიდან დღემდე ბევრი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა, პროექტის ფარგლებში გამოცემული არაერთი წიგნი კი ნამდვილი ბესტსელერი გახდა. სწორედ პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" დამსახურებით დამკვიდრდა ქართული წიგნის ბაზარზე ტენდენცია, რომ წიგნების ტოპ ათეულში ძირითად პოზიციებს ქართველი ავტორები ინარჩუნებენ, კერძოდ კი, სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებულები. რამდენიმე მათგანის წიგნი სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და უცხოეთში გაიყიდა, მოიპოვა არაერთი ლიტერატურული ჯილდო.

დღესდღეობით, ეს არის ერთადერთი კონკურსი საქართველოში, რომლის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლების პოვნა და მათი მკითხველისთვის გაცნობაა", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი თინეიჯერებისთვის

აქციე მაკულატურა წიგნებად - 1 კგ მაკულატურას 1 ლარის ღირებულების წიგნზე გადაცვლით

მიეფიცხე წიგნებს - 10 წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ