მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი
"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი ორი პი­რის სახ­ლში წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით ჩხრე­კა ჩა­ტარ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის ად­ვო­კატ­მა, მუხ­რან ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ღურწკა­ია გან­მარ­ტავს, ჩხრე­კა უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ელ­და. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, მის დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის სახ­ლი წუ­ხელ, 3-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ი­ჩხრი­კა. ამო­ი­ღეს ლეპ­ტო­პე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ი­ლუ­ქა და გა­და­ი­ტა­ნეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ჩხრე­კა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო იყო, ვი­ნა­ი­დან ღა­მის სა­ა­თებ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, გარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა. რა გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იყო, როცა 4-5 დღის უკან ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ი­კი­თხნენ? ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებ­ზე პირ­და­პი­რი, თუ ირი­ბი ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით. რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გაგ­ვაჩ­ნდა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს მი­ვა­წო­დეთ. ყვე­ლა მხა­რეს მო­ვუ­წო­დებ, ირი­ბი თუ პირ­და­პი­რი ზე­წო­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვოს.

ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი არც ერთი და არც მე­ო­რე, არც გარ­დაც­ვლილს იც­ნობ­და და არც იმას, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც იყო. უბ­რა­ლოდ, ვი­დე­ო­სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს. გა­მომ­ძი­ე­ბელს მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი ჰქონ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ. ისი­ნი "მერ­სე­დე­სის" და "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, ოღონდ ეს ის მან­ქა­ნე­ბი არ არის, რო­მელ­ზეც კი­თხვე­ბი ის­მე­ბა, ისი­ნი გა­მო­ძი­ე­ბას ამო­ღე­ბუ­ლი აქვს, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის მან­ქა­ნე­ბი­დან მხო­ლოდ ანაწ­მენ­დე­ბი იქნა აღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოლღა
1

ახლა ადვოკატები ყველას კრავივით უმანკოდ გამოიყვანენ. საცოდავი თვითონ ვეღარაფერს მოყვება , მოწმეებს შეეშინდებათ და გაიწელება ასე ეს საქმე. 

ეკა
3

საოცარია პირდაპირ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა არავის არ აქვს შეხება ამ საქმესთან, ნამუსი არ გაგაჩნიათ?? იმ საცოდავმა ბავშვმა თვითონ მოიკლა აბა თავი. საქმე რაშია იცით, სპორცმენებმა მოკლეს გიორგი, მერე ჩააგდეს მდინარეში, მისი მეგობარი კი დააშინეს და აიძულებენ ის ზღაპარი მოყვეს, რასაც ამბობს. გეყოთ ნამუსი ადვოკატებო და ხელს ნუ დააფარებთ მკვლელებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

"წუხელ მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, მათზე ხორციელდება ზეწოლა" - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ორი პირის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის სახლში წუხელ, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული პირების ადვოკატმა, მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

როგორც ღურწკაია განმარტავს, ჩხრეკა უკანონოდ განხორციელდა. ამასთან, ადვოკატის თქმითვე, მის დაცვის ქვეშ მყოფებს მომხდარ შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სახლი წუხელ, 3-ის ნახევარზე გაიჩხრიკა. ამოიღეს ლეპტოპები, რომლებიც დაილუქა და გადაიტანეს საგამოძიებო ორგანოში. მიგვაჩნია, რომ ეს ჩხრეკა აბსოლუტურად უკანონო იყო, ვინაიდან ღამის საათებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო, როცა 4-5 დღის უკან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები პოლიციის სამმართველოში დაიკითხნენ? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებზე პირდაპირი, თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება გარკვეული ინფორმაციის მიწოდების მიზნით. რა ინფორმაციაც გაგვაჩნდა, საგამოძიებო ორგანოებს მივაწოდეთ. ყველა მხარეს მოვუწოდებ, ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლისგან თავი შეიკავოს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი და არც მეორე, არც გარდაცვლილს იცნობდა და არც იმას, ვისი დაბადების დღეც იყო. უბრალოდ, ვიდეოსათვალთვალო კამერებმა იმ პერიოდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანების გადაადგილება დააფიქსირეს. გამომძიებელს მათთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მივაწოდეთ. ისინი "მერსედესის" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ოღონდ ეს ის მანქანები არ არის, რომელზეც კითხვები ისმება, ისინი გამოძიებას ამოღებული აქვს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანებიდან მხოლოდ ანაწმენდები იქნა აღებული", - განაცხადა ღურწკაიამ.

"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ

როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს - გამოძიების ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელიცაა