მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს
"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს

ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მწვრთნე­ლი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ჭა­ბუ­კებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი, ნა­რეკ­ვავ­ში გა­მარ­თულ იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ი­და­ნაც წა­მოს­ვლის შემ­დეგ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ტა­ტი­აშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და 18 ივ­ნისს გა­მარ­თულ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა ჩხუ­ბის ინ­ცი­დენ­ტში, მას ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ტი­აშ­ვი­ლის წვე­უ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი ვერ­სი­ით, ის იყო ნა­რეკ­ვავ­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე და თა­ვად და­უ­რე­კა "ნა­ხა­ლოვ­კელ" უბ­ნე­ლებს, რომ მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლიყ­ვნენ, მე­ო­რე ვერ­სი­ით კი ის წვე­უ­ლე­ბა­ზე არ ყო­ფი­ლა, და­უ­რე­კეს და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ჩა­ვი­და მცხე­თა­ში, რომ­ლე­ბიც "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

"და­ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, ექ­სპერ­ტი­ზას და გა­მო­ძი­ე­ბა იტყვის ობი­ექ­ტურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. ის ვიცი უბ­რა­ლოდ, რომ ვე­სა­უბ­რე მის პი­რად მწვრთნელს და გიგა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და იქ. ამ ეტაპ­ზე სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ. მწვრთნელ­მა მი­თხრა, რომ შე­ნიშ­ვნა­საც არ ვაძ­ლევ­დი, ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი­აო" - ამ­ბობს "კუ­რი­ერ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი ათა­ბე­გაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტი­აშ­ვი­ლის პი­რად მწვრთნელს, ლე­ვან ნო­ზა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ ძი­უ­დო­ის­ტი და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და: "ვიცი რომ კლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღე ყო­ფი­ლა. ვინ რო­მელ მან­ქა­ნა­ში იჯდა და ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ ვიცი" - გა­ნუ­ცხა­და ნო­ზა­ძემ "კუ­რი­ერს".

18 ივ­ნისს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა მდი­ნა­რე არაგ­ვში იპო­ვეს. 19 წლის სპორ­ტსმე­ნი დღეს დაკ­რძა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვეწკი ბიჭი
25

ყველა მოჭიდავე ზონდერი როგორაააა

koka
9

თავგასიებული !!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს

"ვიცი, რომ კლასელის დაბადების დღეზე იყო..." - რას ამბობენ ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ძიუდოისტზე, რომელიც 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებს

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და მწვრთნელი ადასტურებენ, რომ ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, ნარეკვავში გამართულ იმ წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც წამოსვლის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

"კურიერთან" საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ტატიაშვილი იმყოფებოდა 18 ივნისს გამართულ დაბადების დღეზე, თუმცა მონაწილეობდა თუ არა ჩხუბის ინციდენტში, მას ინფორმაცია არ აქვს.

"კურიერის" ინფორმაციით, ტატიაშვილის წვეულებაზე ყოფნასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ის იყო ნარეკვავში დაბადების დღეზე და თავად დაურეკა "ნახალოვკელ" უბნელებს, რომ მის დასახმარებლად ჩასულიყვნენ, მეორე ვერსიით კი ის წვეულებაზე არ ყოფილა, დაურეკეს და იმ ადამიანებთან ერთად ჩავიდა მცხეთაში, რომლებიც "ტოიოტას" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

"დაველოდებით შესაბამის უწყებებს, ექსპერტიზას და გამოძიება იტყვის ობიექტურ ჭეშმარიტებას. ის ვიცი უბრალოდ, რომ ვესაუბრე მის პირად მწვრთნელს და გიგა საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა იქ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. მწვრთნელმა მითხრა, რომ შენიშვნასაც არ ვაძლევდი, ისეთი განვითარებული და ჭკვიანი ბავშვიაო" - ამბობს "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი.

რაც შეეხება ტატიაშვილის პირად მწვრთნელს, ლევან ნოზაძე ადასტურებს, რომ ძიუდოისტი დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა: "ვიცი რომ კლასელის დაბადების დღე ყოფილა. ვინ რომელ მანქანაში იჯდა და ასეთი დეტალები ნამდვილად არ ვიცი" - განუცხადა ნოზაძემ "კურიერს".

18 ივნისს გაუჩინარებული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. 19 წლის სპორტსმენი დღეს დაკრძალეს.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

"ვიდეოჩანაწერებით დგინდება, არაგვის ხიდის მიმდებარედ, როგორ დაესხნენ თავს შაქარაშვილს" - პროკურატურა საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

"შაქარაშვილის სურათი რომ ნახა ტირილი აუტყდა, ჩვენს გამო როგორ მოკვდაო" - რას ჰყვება დაკავებული არასრულწლოვანის მამა